ვიტამინი B17 (ამიგდალინი, ლაეტრილი)- Vitamin B 17 (Amygdalin, Laetrile)- Амигдалин (Лаэтрил, Витамин В17)
1) რა არის ლაეტრილი (იგივე ვიტამინი B17 ან ამიგდალინი)
ლაეტრილი, ანუ იგივე ვიტამინი B17 ანუ იგივე ამიგდალინი, არის ბუნებრივი ქიმიოთერაპიული ნივთიერება, რომელიც აღმოჩენილია 1200-ზე მეტ მცენარეში. განსაკუთრებით ისეთი ხილის თესლებში, როგორიცაა გარგარი, ატამი, ქლიავი და ვაშლი. იგი არის დიგლუკოციდის და ციანიდის რადიკალის ნაერთი, რომელსაც ორგანიზმი ადვილად შეიწოვს. ამის გამო, ლაეტრილი უჯრედული მემბრანის გავლით ადვილად აღწევს შიდა უჯრედულ შიგთავსში. სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად მათი ტიპისა, ტროფობლასტებს უწოდებენ. ეს უჯრედები შეიცავს ფერმენტებს სახელად ბეტა- გლუკოზიდაზა (გამხსნელი ფერმენტები). როდესაც ლაეტრილი რეაქციაში შედის ბეტა-გლუკოზიდაზას-თან, ლაეტრილი იშლება ორ მოლეკულა გლუკოზად, ერთ მოლეკულა ბენზალალდეჰიდად და ერთ მოლეკულა წყალბადის ციანიდად (HCN). სხეულის შიგნით, მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნური უჯრედი შეიცავს ამ ფერმენტს. მთავარია, რომ ამ რეაქციის შედეგად წყალბადის ციანიდი წარმოიქმნას.
წყალბადის ციანიდი ლაეტრილში თავისუფლად კი არ გადაადგილდება და შემდეგ გამოთავისუფლდება, არამედ იგი უნდა წარმოიქმნას. მხოლოდ და მხოლოდ ფერმენტ ბეტა-გლუკოზიდაზას შეუძლია მისი ლაეტრილიდან წარმოქმნა და შესაბამისად, მხოლოდ სიმსივნურ უჯრედზე ზემოქმედება. თუ სხეულში სიმსივნური უჯრედები არ არსებობს, მაშინ არც ბეტა-გლუკოზიდაზა არსებობს, ხოლო თუ ბეტა-გლუკოზიდაზა არ არსებობს, ესეიგი წყალბადის ციანიდიც არ წარმოიქმნება ლაეტრილიდან. ჩვეულებრივი უჯრედები ჩვენს ორგანიზმში შეიცავს ფერმენტს სახელად Rodhanese, რომელიც ანეიტრალებს ამიგდალინს. იგი არ აძლევს საშუალებას ამიგდალინს რომ წარმოქნას ციანიდი. შესაბამისად, ამიგდალინი იქცევა როგორც ჩვეულებრივი გლუკოზა და ჯანმრთელ უჯრედებს ენერგიით ამარაგებს. ავთვისებიანი უჯრედები არ შეიცავს ამ ფერმენტს (Rodhanese). მაშინ, როცა ორგანიზმში Rodhanese არ არის, ამიგდალინი აქტიურდება და გამოათავისუფლებს ციანიდის რადიკალებს ავთვისებიანი უჯრედების შიგნით, რაც მათ განადგურებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ, ძუძუმწოვართა ქსოვილში ციანიდისგან დეტოქსიკაცია ხდება მხოლოდ Rodhanes-ის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ, გოგირდოვანი შენაერთების არსებობის პირობებში, თავისუფალ ციანიდს გარდაქმნის თიოციანატად, რომელიც სრულიად არატოქსიკურია.

ე.წ. შევჩენკოს მთოდი არის კიბოს განკურნების არატრადიციული მეთოდი. ოფიციალური მედიცინა ამტკიცებს, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი კიბოს ზოგიერთი ფორმების დროს შეიძლება დადებითი შედეგები მივიღოთ არატრადიციული მეთოდებით. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს შევჩენკოს მეთოდიც: მკურნალობა არყითა და ზეთით. ქილაში ჩასხით 30-40 მლ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი (რაფინირებული შედარებით ძნელად შეიწოვება) და 30 მლ 40% სპირტი (არაყი), კარგად დაახურეთ და კარგად ანჯღრიეთ რამოდენიმე წუთს და რაც შეიძლება სწრაფად დალიეთ ბოლომდე. ნარევის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე არაფერი არ უნდა ჭამოთ. ნარევი მიიღეთ დღეში სამჯერ დროის თანაბარი შუალედებით (მაგ.: 9 -14 -19 საათზე). წამლის მიღებიდან საკვები უნდა მიიღოთ 15-20 წუთის შემდეგ. წამლის მიღებიდან კვებამდე არსებულ 15-20 წუთიან შუალედში კატეგორიულად აკრძალულია რაიმეს დალევა და ჭამა. მიღების წესები: წამალი დალიეთ 10 დღის განმავლობაში. პირველი და მეორე დეკადის (10 დღიანი კურსი) შემდეგ შეისვენეთ 5 დღე. მესამე დეკადის შემდეგ შეისვენეთ 2-3 კვირა. ამის შემდეგ გაიმეორეთ კურსი ასეთივე თანმიმდევრობით იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც აუცილებელია სრული განურნებისთვის. დაუშვებელია ზემოთ აღნიშნული დოზების შემცირება ან გაზრდა. განკურნებას ადასტურებს მხოლოდ სპეციალისტი.