საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ბაბუაწვერა არ არის მხოლოდ ბაღის სარეველა ბალახი. მათ შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული სარგებელი ჯანმრთელობისთვის.
რა არის ბაბუაწვერა?
ბაბუაწვერა არის მცენარე ყვითელი ყვავილებით. მისი ყველაზე გავრცელებული ლათინურ სახელია - Taraxacum officinale.
ბაბუაწვერა ეკუთვნის გვირილასებრთა ოჯახს და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ამ მცენარის ყვავილი, ფოთოლი და ფესვი გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში მათი შარდმდენი, ნაღვლისმდენი, ანტირევმატული და მადის მასტიმულირებელი თვისებებისათვის. ჩინურ მედიცინაში ეს მცენარე გამოიყენება ლაქტაციის სტიმულირებისთვის. იგი ასევე გამოიყენება აბსცესის შესამცირებლად, განსაკუთრებით გულმკერდში და ნაწლავებში .

