თუ გადავხედათ აოაკ (ახალ ორალურ ანტიკოაგულანტებზე) ჩატარებულ კვლევებს, აშკარაა, რომ ისინი ძალიან ეფექტურად ამცირებენ ინსულტის/სისტემური ემბოლიზმის, დიდი სისხლდენების და ნაწილობრივად ინტრაკრანიალური სისხლდენების განვითარებას ვარფარინთან 50% მეტი შეფარდებითი რისკის შემცირებით. სურათის მარჯვენა მხარეს ნაჩვენებია მწვავე DVT/PE მკურნალობა, სადაც ჩანს მსგავსი გრაფიკული ნიშნები და სერიოზული სისხლდენების სიხშირის შემცირება. ქვემო ბლოკში ნაჩვენებია აოაკ ეფექტური მოქმედება DVT/PE პროფილაქტიკისა და განმეორებით წარმოშობაში - 3 წლის განმავლობაში. კარგად ჩანს კვლავ თანაბარი ეფექტურობა და დიდი სისხლდენების შემცირება.
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებამ (ESC), EHRA EUROPACE CARDIOSTIM 2015 სიმპოზიუმზე, რომელიც 2015 წლის 23-24 ივნისს ჩატარდა მილანში გამოსცა რეკომენდაცია აბლაციების და იმპლანტირებადი აპარატების ჩაყენების დროს K ვიტამინის ანატაგონისტების უწყვეტი გამოყენების შესახებ. რეკომენდაცია გამოქვეყნებული იყო EP EUROPACE ჟურნალში. http://europace.oxfordjournals.org/content/europace/17/8/1197.full.pdf [1]
2015 წლის ევეროპის კარდიოლოგთა კონგრესზე გაჟღერებული ახალი მონაცემები მედიკამენტ ქსარელტოს (რივაროქსაბანი) შესახებ.
ახალი მონაცემები პრეპარატ „ქსარელტოს“ შესახებ ადასტურებს, სისხლდენების განვითარების დაბალ სიხშირეს, მისი გამოყენებისას წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის დროს.
აქცია

მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება "ჩვენი კლინიკა&ონკოლოგიური დისპანსერი" გთავაზობთ აქციას - სრული კარდიოლოგიურ კვლევას და მკურნალობას მხოლოდ 60 ლარად 130 ლარის ნაცვლად, კარდიოლოგ, პროფესორ დავით მალიძის ხელმძღვანელობით.
