ექოკარდიოგრაფიული კაბინეტი

"ჩვენი კლინიკის"  ექოკარდიოგრაფიული კაბინეტი

 

echo

მაღალი ხარისხის ექოკარდიოგრაფია უმცირეს ფასად!

ბრტყელ ეკრანიან 3 D გამოსახულების მქონე Philips 7HD XE უმაღლესი გამოსახულებოს მქონე ულტრაბგერით აპარატზე 

ექიმი კარდიოლოგი - პროფესორი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი დავით მალიძე

დავით მალიძის ექოკარდიოგრაფიული გამოცდილება:

1998 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა კიევის სტრაჟესკოს სახელობის სახელმწიფო კარდიოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში

2003 წლიდან 2011 წლამდე საჩხერეს სამედიცინო ცენტრში

2011წლიდან 2014 წლამდე თბილისის "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში

გავლილი აქვს ჰარვარდის სამედიცინო ცენტრის ექოკარდიოგრაფიის ონ-ლაინ კურსი და ჰამბურგის საუნივერსიტეტო სამედიცინო კლინიკის კურსები "3 განზომილებიან  და ტრანსეზოფაგულ ექოკარდიოგრაფიაში.

ჩატარებული აქვს 7 ათასზე მეტი ექოკარდიოგრაფიული პროცედურა, მათ შორის ტრანსეზოფაგური, სტრესს - ექოკარდიოგრაფიული ტესტი დობუტამინის გამოყენებით, 3 განზომილებიანი ექოკარდიოგრაფიის პროცედურები, როგორც მოზრდილებში ასევე ბავშვებში.

არის ავტორი  საქართველოში პირველად ჩატარებული კვლევისა "სამ განზომილებიანი ექოკარდოგრაფიის კლინიკური აპრობაცია საქართველოში: მეთოდის უპირატესობები და შეზღუდვები

მულტიპროფილური პოლიკლინიკა "ჩვენი კლინიკა & ონკოლოგიური დისპანსერი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ გულის ულტრაბგერით კვლევას 

უმცირეს ფასად 45 ლარად.

01.06.2015 მდე კლინიკა გთავაზობთ უპრეცედენტო ფასდაკლებას, გულის სრულყოფილი ულტრაბგერითი გამოკვლევა 30 ლარად!!!

გულის ულტრაბგერითი კაბინეტი მუშაობს კენტ რიცხვებში 11 დან 15 საათამდე

მისამართი თბილისი; თევდორე მღვდლის ქუჩა №13, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე 10 კაბინეტი

cveni kl misamarti

ინფორმაციისთვის დარეკეთ 2-34-62-87; მობ: 599429203, skype: vitiges63, e-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგი

24 საათიანი ეკგ  ჰოლტერის მონიტორინგი

ჰოლტერის მონიტორირება წარმოადგენს საინტერესო და მეტად ძვირფას მეთოდს გულის მდგომარეობის მერად საჭიროპარამეტრების შესახებ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პაციენტებისათვის მეთოდის გამოყენების შესახებ >>>

ავტორი: პროფესორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. 

 

24 საათიანი ეკგ, ჰოლტერის მონიტორინგი, არითმია, სტენოკარდია, გულის რითმის ვარიაბელობა
4

 

ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია, რომელიც სპეციალური მოწყობილობის ჰოლტერის მონიტორის მეშვეობით, გულის რითმის უწყვეტ ჩაწერას ახორციელებს. გამოკვლევა, ჩვეულებრივ, 24 საათს გრძელდება. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობაში.

რატომ ტარდება ეს ტესტი?

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება თქვენმა დაგჭირდეთ 24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგის კვლევა. ესენია:

1. არარეგულარული და ფარული  გულის არითმიების გამოვლენა, რომელიც ვლინდება დროის გარკვეულ პერიოდში ან განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისას.

   1.1 პაროქსიზმული ტაქიკარდიის გამოვლენა –ეს არის მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ცემის უეცარი აჩქარება                   140–200 შეკუმშვამდე წუთში;

   1.2  მოციმციმე არითმიის ეპიზოდების გამოვლენა;

   1.3  ექსტრასისტოლიის გამოვლენა;

    1.4 ვოლფ–პარკინსონ–უაიტის ანუ WPW სინდრომის გამოვლენა

    1.5 სიცოცხლისთვის საშიში ბრადიკარდიის ან გულის გამტარებელი სისტემის ბლოკადის გამოვლენა

    1.6 ანტიარითმული თერაპიის ეფექტურობის შეფასების მიზნით

   1.7 გულის რიტმის შეფასება გულში კარდიოსტიმულატორის ჩაყენების შემდეგ

2. მიოკარდიუმის სისხლმომარაგების დარღვევის (იშემიის) გამოვლენა, ფიზიკური დატვირთვის, მოსვენების და ძილის  დროს

 2.1 ვარიანტული სტენოკარდიის ანუ კორონარული სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის გამოვლენა

2.2 გულმკერდში ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, გულისფრიალის, თავბრუხვევის, გონების დაბინდვის. გულის                   წასვლის მიზეზის დასადგენად

3. გულის რითმის ვარიაბელობის გამოკვლევა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევების შესაფასებლად.

სწორედ ამ მონაცემით სარგებლობენ პაციენტის სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრელად, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის და განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.

მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ რაც რაც უფრო ნაკლებია გულის რითმის ვარიაბელობა, ანუ რაც უფრო მონოტონურია მაჯის ცემა, მით უფრო მეტია გულის უეცარი სიკვდილის რისკი და სიკვდილიანობა პაციენტებში. ჯერ კიდევ ჩინელები ამბობდნენ მე 3 საუკუნეში – “თუ ავადმყოფის პულსი ჰგავს წვიმის დროს სახლის სახურავიდან იატაკზე დაცემული წვეთების რითმულ მონოტონურობას – მის უკან სიკვდილია ჩასაფრებული”

1                    როგორ უნდა მოემზადოთ ამ ტესტის ჩასატარებლად?

ჩაიცვით წინშესაკრავიანი თავისუფალი ზედატანი, რაც დაიცავს ელექტროდებს აძრობისაგან. არავითარი სხვა წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. ტესტის ჩატარების წინ თქვენ, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სითხე. დანიშნული მედიკამენტების მიღების რეჟიმი შეათანხმეთ ექიმთან.

როგორ ტარდება ტესტი?

დარეგისტირების შემდეგ, თქვენ გეცნობებათ კვლევის ჩატარების თარიღი და დრო…
უშუალოდ გამოკვლევის წინ, პირველ რიგში, უნდა გაიწმინდოს თქვენი გულმ­კერდი და საჭიროების შემთხვევაში, გაიპარსოს (სურათი 1). კანის გაწმენდა აუცილებელია ხარისხიანი ჩანაწერის მისაღებად.
ელექტროდები მიმაგრებულია პორტატულ ჰოლტერის მონი­ტორთან სპეციალური მავთულების საშუალებით. მონიტორი ჩადებუ­ლია ჩანთაში, რომელიც ღვედის საშუალებით მაგრდება წელზე, მხარზე ან კისერზე (სურათი 2).
ჰოლტერის მონიტორინგი უნდა წარმოებდეს თქვენი ჩვეული ყოველდღიური აქტივობის ფონზე. დამატებით, თქვენ მოგეთხოვებათ პაციენტის დღიურის წარმოება

2ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის მონიტორი არ დასველდეს, რისთვისაც აპარატის მოხსნამდე არ მიიღოთ შხაპი, ან აბაზანა. ასევე, არ უნდა მოიძროთ ელექტროდები და არ მოიხსნათ მავთულები, რადგან ეს გავლენას იქონიებს ჩანაწერის ხარისხზე.
პაციენტის დღიური

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის მონიტორირების დროს პაციენტმა სწორად აწარმოოს დღიური (სურათი 3). ამისათვის საჭიროა ჩამოწეროთ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა:
· სეირნობა
· კიბეებზე ასვლა
· ფიზიკური ვარჯიში
· სხვა ფიზიკური აქტივობა ასევე უნდა მიეთითოს:
· საკვებისა და სასმელის მიღების პერიოდები
· მედიკამენტების მიღების დროს და დასახელება
· ემოციური დატვირთვა
მნიშვნელოვანია, რომ აღმოცენების დროს მითითებით, დღიურში ჩაიწეროს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:
ტკივილი გულმკერდში, სხვა ნებისმიერი ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თავბრუხვევა, გონების დაბინდვა, ან გონების დაკარგვა, გულისფრიალი, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება.

3ჰოლტერის მონიტორს გააჩნია „მოვლენათა“ ღილაკი, რომელსაც ხელი უნდა დააჭიროთ ზემოჩამოთვლილი სიმპტომების აღმოცენებისას (ამ დროს მოხდება ჩაწერილი მონაკვეთის მონიშვნა). ექთანმა უნდა გაჩვენოთ ეს ღილაკი (სურათი 3).
რას უნდა მოვერიდოთ ზოგიერთი საგანი, ან გარემო (მაგნიტი, მეტალის დეტექტორები, ელექტრული ველი) გარკვეულ გავლენას ახდენს ჰოლტერის მონიტორზე.

ჰოლტერის მონიტორინგის ტესტის დასრულება

დანიშნულ დროს დაბრუნდით ჰოლტერის მონიტორინგის კაბინეტში, სადაც მოგხსნიან ელექტროდებსა და მონიტორს.

საბოლოო შედეგი

კარდიოლოგს კომპიუტერში შეჰყავს ჰოლტერის მონიტორინგის ჩანაწერი, რომელიც გადის პროგრამულ დამუშავებას. ექიმი აანალიზებს პაციენტის დღიურის ჩანაწერს და ახდენს მიღებული შედეგების ინტერპრეტირებას. ჰოლტერის მონოტორირების პასუხი ეძლევა უშუალოდ პაციენტს, ან ეგზავნება მკურნალ ექიმს. ამ პასუხის მიხედვით, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ დამატებითი ტესტი, ან მკურნალობა.

24 საათიანი ჰოლტერ მონიტოროინგის ჩასატარებლად წინასწარ დარეკეთ 599301915 ან 599429203 

ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება

ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება

dato kardio

სტატიაში განხილულია ფართოდ გავრცელებული სინდრომის ქვედა კიდურების შეშუპების ზოგადი მექანიზმი, მიზეზები. განხილულია აგრეთვე ის მდგომარეობები, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან მიაკითხოთ თქვენს ექიმს. მოცემულია დისტანციური საკონსულტაციო კაბინეტის კოორდინატები >>>

ავტორი: პროფესორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ >>>>

ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება მოხდეს მის ნებისმიერ მონაკვეთში: ტერფში, კოჭში, მუხლში, ბარძაყში. ფეხების შეშუპება გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.

ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზი, როგორიცაა – ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ან ტრავმული დაზიანება ადვილი ამოსაცნობია და ნაკლებად საშიშია. ზოგჯერ კი ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის. როდესაც ფეხის შეშუპება ხდება უცნობი მიზეზის გამო, ან ახასიათებს აშკარად მისთვის უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულის მიდამოში, სასწრაფოდ საჭიროა შეშუპების მიზეზის დადაგენა.

დაურეკეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან მიდით უახლოეს ემერჯენსის განყოფილებაში, თუ თქვენ ფეხის შეშუპებასთან ერთად გაქვთ:

  1. ტკივილი გულის მიდამოში, რომელიც გრძელდება 5–10 წუთზე მეტხანს;
  2. სუნთქვის გაძნელება;
  3. გულის წასვლის ან თავბრუსხვევის გრძნობა;
  4. გონების არევის ან გათიშვის გრძნობა.

მიიღეთ სასაწრაფო გადაუდებელი დახმარება თუ ფეხების შეშუპება დაკავშირებულია ფიზიკურ ტრავმასთან,როგორიცაა, ჩამოვარდნა, სპორტული ტრავმა ან სატრანსპორტო შემთხვევა.

thigh modelაუცილებლად გააკეთეთ ვიზიტი თქვენს ექიმთან თუ:

  1. გაქვთ გულის ან თირკმლების დაავადება და ფეხების შეშუპება გაიზარდა;
  2. გაქვთ ღვიძლის დაავადება და შენიშნეთ რომ გაგიჩნდთ შეშუპება ფეხებში ან მუცლის მიდამოში;
  3. ფეხების შეშუპებასთან ერთად გაქვთ ცხელება;
  4. შეშუპებული ფეხები წითელი ან ცხელია შეხებისას;
  5. ხართ ორსული და გაქვთ ფეხის საშუალოზე მეტი შეშუპება, ან შეშუპების უეცარი ზრდა.

 

 

მიაკითხეთ თქვენ ექიმს აგრეთვე, თუ ქვედა კიდურის შეშუპება თავისით არ გადის ან უარესდება.

  1. ქვედა კიდურების შეშუპების დროს უნდა გაკეთდეს შემდეგი კვლევები
  2. სისხლის ზოგადი ანალიზი და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  3.  გულმკერდის რენტგენოგრაფია ან კიდურების რენტგენოგრაფია;
  4.  ეკგ;
  5. შარდის ანალიზი.

ფეხების შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით 

ფეხების შეშუპებას რომელიც გამოწვეულია ორგნიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებით ეწოდება პერიფერიული შეშუპება.  სითხის შესაბამისი  ბალანსი დაცულია ორგანიზმის რამდენიმე სისტემით, რომელიც მოიცავს სისხლის მიმოქცევის, ლიმფურ სისტემას და შარდის გამომყოფ სისტემებს. პრობლემის გაჩენა რომელიმე სისტემაში იწვევს ჭარბი სითხის დაგროვებას ორგანიზმში. მიზიდულობის ძალის გამო სითხე ძირითადად გროვდება ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი დიდხანს დგას  ან ზის.

fsh3ფეხების შეშუპება  თავისუფლი სითხის არსებობით შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით

  • ფეხების შეშუპება ჩვეულებრივი პრობლემაა მოხუც ადამიანებში;
  • გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ხანგრძლივი ჰიპერტონია, გულის სარქვლების და სხვა დაავადებები აზიანებენ გულის კუნთს, რის გამოც იგი ვენებიდან მიწოდებულ სისხლს ფილტვებში სათანადო ინტენსიურობით ვეღარ გადაისვრის. სისხლი ვენებში გუბდება, მისი თხიერი კომპონენტი კი ქსოვილებში იჟონება და ფეხების შეშუპებას იწვევს. გულის მარცხენა ნაწილის სისუსტის დროს ფერხდება ფილტვებიდან ახალი სისხლის გადინება და შეგუბებითი პროცესი უკვე ფილტვებში ვითარდება, რაც სუნთქვას აძნელებს, ამიტომ გულის უკმარისობის დროს ორივე ქვედა კიდურის შეშუპებასთან ერთად ყოველთვის აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და ქოშინი;
  • თირკმლების დაავადებები: ამ დროს მთელი სხეულია შეშუპებული, რასაც შარდთან ერთად ცილა ალბუმინის კარგვა განაპირობებს. ნორმაში ალბუმინი შარდთან ერთად არ გამოიყოფა, თირკმლის დაავადების დროს კი იკარგება და მისი დეფიციტის შესავსებად სისხლიდან ქსოვილებში ზედმეტი სითხე გადადის, რაც მთელი სხეულის შეშუპებას იწვევს;
  • ღვიძლის დაავადებები: ამ დროს შეშუპება ორი მექანიზმით ვითარდება:  დაზიანებული ღვიძლის კედლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისი ოდენობის ალბუმინს და ირთვება თირკმლის დაავადების მსგავსი მექანიზმი; და მეორე – ქსოვილოვანი დაზიანების გამო ღვიძლი სისხლს ქვედა კიდურებიდან გულისკენ შეუფერხებლად ვეღარ ატარებს და ისიც ქვედა კიდურებში გუბდება.
  • ვენების ქრონიკული უკმარისობა – ვენების სარქველების დაზიანების გამო ვენური სისხლს უჭირს გულისკენ გადინება, რაც  იწვევს ქვემო კიდურების შეშუპებას;
  • ლიმფედემა – ლიმფური სადინარების ბლოკირების დროს შეშუპება წარმოიქმნება ლიმფის ჭარბი რაოდენობით დაგროვების გამო;
  • მედიკამენტოზური: დეპრესიის, არტერიული ჰიპერტენზიის (კალციუმის არხების ბლოკერები –ვერაპამილი, დილტიაზემი, ამლოდიპინი და სხვა) და შაქრიანი დიაბეტის (პიოგლიტაზონი და როსიგლიტაზონი) ზოგიერთი სამკურნალო პრეპარტი, ტესტოსტერონი, აგრეთვე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (როგორიცაა იბუპროფენი, ნატრიუმის დიკლოფენაკი და სხვა, კორტიკოსტეროიდები (პრედნიზონი, მეთილპრედნიზოლონი), პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება –  პრამიპრექსოლი;
  • პერიკარდიტები–პერიკარდიუმი გულის პერანგია, იგი გულის შეკუმშვათა პარალელურად იკუმშება და იშლება. მისი დაზიანებისას გულს უძნელდება ნორმალური შეკუმშვა, ამიტომ სისხლი ჯერ კისრის ვენებში, შემდეგ მუცელში, ბოლოს კი ქვედა კიდურებში გუბდება;
  • პრეეკლამფსია – ხდება შარდში ცილების ჭარბი გადინება, შესაბამისად სისხლში ცილების შემცირება და შეშუპების განვითარება;
  • ორსულობა –მოცულობაში მომატებული საშვილოსნო აწვება სისხლძარღვებს ტანის ქვემო ნაწილში, რაც იწვევს სისხლის მოძრაობის შეფერხებას და ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპებას;
  • თრომბოფლებიტი და ღმა ვენების თრომბოზი – ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. ვენების სანათურთა დახშობის შემდეგ სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, გუბდება და ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს. გულის უკმარისობისგან განსხვავებით, ფლებიტის დროს აღინიშნება ტკივილი და მხოლოდ ცალი კიდურის შეშუპება.
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. შეშუპებას, ისევე როგორც თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ალბუმინის დეფიციტის დაბალანსების მცდელობა იწვევს.
  • კორონარული შუნტირების შემდგომი შეშუპება. მას ქვედა კიდურებიდან დიდი ზომის ვენის ამოკვეთა იწვევს, მაგრამ რამდენიმე თვეში გაივლის – სხვა ვენები ეგუებიან დანაკარგს და მის ფუნქციებს ინაწილებენ;
  •  ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოზული დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას – საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება. მოგვიანებით შეშუპებას ერთვის კანის პიგმენტაცია და წყლულები. ვარიკოზის დროს შეშუპება ასიმეტრიულია – ჩვეულებრივ, მხოლოდ ცალი კიდურია შეშუპებული;
  • ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორებიქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. იგი ასევე თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.

fs4ფეხების შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ანთებით

ფეხების შეშუპება  შეიძლება განპირობებული იყოს მუნური სისტემის პასუხით, რომელიც იწვევს ანთებას ქვედა კიდურების ქსოვილებში, ან ალერგიით.  ანთება შეიძლება იყოს ნორმალური პროცესი დაზიანებაზე ან პათოლოგიური, როდესაც ანთება მიდის საკუთარი ქსოვილების მიმართ, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს. ანთებით მიმდინარე ფეხების შეშუპებისთვის დამახასიათებელია ტკივილი.

ანთებით მიმდინარე ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  • აქილევსის მყესის გაწყვეტა
  • მენისკის დაზიანება
  • ბეიკერის კისტა (მუხლის სახსართან დაგროვებული სითხე)
  • კოჭის/ტერფის მოტეხილობა
  • ფეხის მოტეხილობა
  • პოდაგრა (ჭარბი შარდმჟავის დაგროვებით გამოქვეული ართრიტი)
  • ფეხის ინფექცია ან ჭრილობა
  • მუხლის ბურსიტი (მუხლის სახსრის სითხით სავსე ჩანთის ანთება)
  • ოსტეოართრიტი
  • რევმატოიდული ართრიტი
  • კოჭის ღრძობა

ანთებით გამოწვეული ფეხის შეშუპება სიცოცხლისათვის საშიში არ არის და მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას.

123სანამ ექიმთან მიხვიდოდით:

  • როდესაც წამოწვებით  ფეხების ქვემოთ დაიდეთ ბალიში, რომელიც შეამსუბუქებს შეშუპებას;
  • თუ თქვენ აპირებთ დიდხანს დგომას ან ჯდომას, ხშირად გააკეთეთ შესვენებები და იმოძრავეთ გარშემო სანამ მოძრაობა ტკივილს არ გამოიწვევს,  გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.

არ შეაჩეროთ ინ პრეპარატის მიღება, რომელზეც ეჭვი გაქვთ, რომ გამოიწვია ფეხების შეშუპება,  სანამ არ დაელაპარაკებით თქვენს ექიმს

  • 30 week feet 750x562თუ ფეხების შეშუპება გამოწვეული ანთებით, მიიღეთ  უბრალო ტკივილგმაყუჩებელი საშუალებები;
  • ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი;
  • თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.
  • ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი;
  • სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები – შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა.

ავტორიპროფესორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ  >>>>

..


სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი)

სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი)

სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ორთოპნოე, გულის ასთმა

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე

თითქმის  ყველა ჩვენთაგანისთვის ნაცნობია სუნთქვის უკმარისობა სირბილის დროს ან კიბეზე ასვლის დროს მე 5 სართულზე. მაგრამ, არის შემთხვევები როდესაც ჰაერის უკმარისობა ვითარდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ან სულაც მოსვენების მდგომარეობაში. თუ  სუნთქვის უკმარისობა განვითარდა ასეათ სიტუაციებში – ეს ნიშნავს რომ საქმე სერიოზულადაა.>>>

სუნთქვა – ჩვეულებრივი პროცესია, ამის გამო ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ, სამაგიეროთ მაშინვე ვხვდებით,  სუნთქვასთან დაკავშირებით, თუ რამე ნორმაში არ არის. განსაკუთრებით, როდესაც არაფრის გამო გვეწყება სულის შეხუთვა. თავის ტვინი იღებს შესაბამის სიგნალს– და სუნთქვა ხშირდება, ეს პროცესი არ კონტროლირდება ჩვენი ცნობიერებით. შეიცვალა სუნთქვის სიხშირე და რითმი, შესუნთქვის და ამოსუნთქვის ხანგრძლივობა– ერთი სიტყვით თქვენ გრძნობთ, რომ აშკარად ისე ვერ სუნთქავთ, როგორ ადრე. ეს არის ზუსტად ქოშინი.

სუნთქვის გაძნელების სახეები და მკურნალობის მეთოდები

უმრავლე შემთხვევებში, ქოშინი დაკავშირებულია ჰიპოქსიასთან – ჟანგბადის დაბალ შემცველობასთნ ორგანიზმში ანუ ჰიპოქსემიასთან– ჟანგბადის დაბალ შემცველობასთნ სისხლში. რაც იწვევს სასუნთქი ცენტრის გაღიზიანებას თავის ტვინში. რისც შედეგადაც უნებლიედ ხშირდება სუნთქვა და ვითარდება ჰაერის უკმარისობა.

პირობითად გამოყოფენ ქოშინის 3 სახეს: ინსპირტორული ქოშინი ( გაძნელებულია შესუნთქვა)– უფრო მეტდა დამახასიათებელია გულის დაავადებებისთვის; ექსპირატორული (გაძნელებულია ამოსუნთქვა),– ხშირად ხდებ ბრონქული ასთმის დროს; შერეული ქოშინი ( გაძნელებული შესუნთქვაც და ამოსუნთქვაც) –დამახასიათებელია სხვადასხვა განსხვავებული ავდმყოფობებისთვის.

ქოშინთან ანუ დისპნოესთნ ბრძოლის მთავარი მეთოდი არის, იმ დაავადების მკურნალობა, რომლის გამოვლინებაცაა ჰაერის უკმარისობა. იმის გამო, რომ ქოშინის მთავრი მიზეზი, უმრავლეს შემთხვევებში არის ორგანიზმში ჟანგბადის დაბალი შემცველობ– ქოშინის შემცირების ერთ ერთი მეთოდია ჟანგბადით თერაპია

ჰაერის უკმარისობის 9 მიზეზი – და ამდენივე მკურნალობის მეთოდი 

ქოშინის მიზეზეის დასადგენად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ სწრაფად განვითარდა იგი.  ეს შეიძლება მოხდეს მწვავედ – წუთის, საათის, რამდენიმე დღის ფარგლებში   ან თანდათანობით – რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში. მოდი განვიხილოთ ძირითადი მიზეზები.

1.    ცუდი ფიზიკური ფორმა

ფიზიოლოგიური ქოშინი ვლინდება მას შემდეგ, როდესაც ადიხართ კიბეებზე ან გამოეკიდეთ ავტობუსს. მუშაობაში ჩართული კუნთები მოიხმარენ ჟანგბადს. ტვინი ცდილობს დაფაროს შექმნილი ჟანგბადის  დეფიციტი, რის გამოც ჩვენი სუნთქვა ხშირდება. ასეთი ქოშინი თავის თავად არ არის სახიფათო, მაგრამ თუ თქვენ ქოშინი გიტყდებათ ერთი სართულის ავლის შემდეგაც კი, დროა დაფიქრდეთ თქვენ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ფიზიკურად აქტიურ და ნავარჯიშევ პირებში, ქოშინი ვითარდება იშვიათად.

რა უნდა გავაკეთოთ ასეთი ქოშინის თვიდან ასაცილებლად? საჭიროა აერობული ვარჯიშები, რომლებიც ახშირებენ სუნთქვის რიტმს და გულის ცემას.თუ არ გაქვთ დრო სპორტულ დარბაზებში სიარულისა, სწრაფი სიარულიც კმარა. ჩადით და ამოდით კიბეებზე 3–4 სართულის ფარგლებში.

2.    პანიკური ისტერია

როგორც ცნობილია, ძლიერი მღელვარება, განგაში, სიბრაზე, შიში ხელს უწყობს ადრენალინის გამოყოფას. ხვდება რა სისხლში, ადრენალინი აიძულებს ორგანიზმს ფილტვებში გაუშვას ბევრი ჟანგბადი და ამით მოახდინოს ჰიპერვენტილაციის პროვოცირება. ამიტომ ძლიერი განცდების დროს ძლიერდება გულის რითმი და ვლინდება ქოშინი (დისპნეა)

რა ვქნათ? ასეთი ძლიერი ემოციებით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა პრინციპში უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, სერიოზული პანიკური შეტევების დროს (მღელვრებით გამოწვეული ქოშინის დროს კი არა) სჯობს მიმართოთ ექიმს, პანიკის დროს აღძრული ძლიერმა ქოშინმა შეიძლება მიუთითოს ავადმყოფობის არსებობაზე, მაგალითად ვეგეტო–სისხლძარღვოვან  დისტონიაზე.

3.    ანემია ანუ სისხლნაკლოვანება

ყველაზე გავრცელებული რკინადეფიციტური ანემიაა, რკინის იონები აჯერებენ სისხლს ჟანგბადით, თამაშობენ დიდ როლს სისხლწარმოქმნის პროცესებში. მათი ნაკლებობის დროს, ვითარდება ჰიპოქსია და ერთვება  გადაუდებელი დაცვითი მექანიზმი– ქოშინი

ასეთი მდგომარეობები ძირითადად დამახასიათებელია ქალებისთვის, თუმცა კაცებსაც ხშირად უვითრდებათ რკინის უკმარისობა ორგანიზმში. ანემიის დიაგნოზი ისმება სისხლის კლინიკური ანალიზის საფუძველზე.

რა უნდა გავაკეთოთ ანემიის და ამასთან ქოშინის თავიდან ასაცილებლად. ჰემოგლობინის მნიშვნელოვნად დაქვეითების შემთხვევაში, ექიმი უწერს პაციენტს მკურნალობს რკინის  შემცველი პრეპარატებით. მათი მიღება აუცილებელია მინიმუმ 2 თვის განმავლობაში. უნდა თვალი ადევნოთ კვების სისწორეს. რკინა კარგად ივსება ღვიძლიდან და წითელი ხორცისგან, ხოლო მცენარეული საკვებიდან, მაგალითად წიწიბურიდან, ბროწეულიდან – რომლებიც ითვლება ანემიის პანაცეად –ძალიან ცუდად. პრეპარატში ან საკვებში მოთავსებული   რკინის უკეთ  შესათვისებლად, ნიშნავენ აგრეთვე C ვიტამინს

4.    სიმსუქნე

ეს უკვე არა მარტო უბრალო არასაკმარისი ვარჯიშის ბრალია, არამედ სერიოზული დაავადებაა, რომელიც საჭიროებს ადამიანისგან დიდი ძალისხმევასმ რათა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა. ამასთან საშიშროებას წარმოადგენს არა გარეგანი ცხიმი დუნდულოებში და ბარძაყებში, არამედ შინაგანი, რამეთუ, სიმსუქნე – ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიური დეფექტი.

ცხიმის შრე გარს ერტყის ფილტვებს და გულს, და არ აძლევს ადამიანს საშუალებას ნორმალურად ისუნთქოს. გარდა ამისა, მსუქან ადამიანებში გული შედარებით უფრო მეტ სამუშაოს ატარებს, რადგან იგი იძულებული სისხლი გადაქაჩოს დიდ ცხიმოვან „ბალიშში“. ამის გამო ორგანიზმის საჭირო ორგანოებში ხვდება ჟანგბადის მცირე რაოდენობა.

პრობლემის გადაწყვეტი ხერხი ერთია,– ცხიმის მოშორება ექიმის მეთვალყურეობით, არ დაიწყოთ გაძლიერებული ვარჯიშებით სპორტულ დარბაზში – ძალიან დიდია იმის შესაძლებლობა რომ უბრალოდ დაკრგოთ გონება.

 5. ფილტვების დაავადებები

ქოშინი, რომელიც აღმოცენდება სასუნთქი ორგანოების დაავადებების გამო– ორი სახისაა. ინსპირატორული – როდესაც ხდება შესუნთქვის გაძნელება, როდესაც ბრონქები ამოვსებულია ლორწოთი ან ფილტვის სიმსივნეების დროს და ექსპირატორული, როდესაც გაძნელებულია ამოსუნთქვა, ბრონქიალური ასთმის დროს

ფილტვის ქოშინის მიზეზის დასადგენად , საჭიროა გამოკვლევის ჩატარება პულმონოლოგის ხელმძღვანელობით. გამოკვლევების მინიმუმია – გულმკერდის რენტგენოგრაფია, სისხლი საერთო ანალიზი, სპიროგრაფია (ფილტვების ფუნქციის გამოკვლევა სუნთქვის დროს მოცულობის ცვლილებების გრაფიკული ჩანაწერის რეგისტრაციით). განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მაგალითად ტუბერკულიოზის ან სიმსივნის დიაგნოსტიკისას იყენებენ სხვა მეთოდებს, საჭირო ხდება ბრონქოსკოპიის და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. ხოლო მკურნალობა საჭიროა პულმონოლოგთან.

6. გულის იშემიური დაავადება

ამ შემთხვევაში ქოშინი გამოიხატება ჰაერის უკმარისობის გრძნობით. საერთოდ ეს გრძნობა არის ისეთივე დამახასიათებელი სიმპტომი გულის იშემიური დაავადებისთვის, როგორც მოჭერითი ტკივილები გულმკერდის მარცხენა ნაწილში.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ჰაერის უკმრისობა და ძლიერი ტკივილები გულმკერდი მიდამოში გამოვლინდა პირველად– მაშინვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. ახალგაზრდა მამაკაცებში იშემიური დაავადება ხშირად, პირველადვე ვლინდება მიოკარდიუმის ინფარქტით. პირველი დახმარება ჩვეულებრივად შემოიფარგლება კარდიოგრამის გადაღებით, შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის გადაწყვეტილებებს იღებს კარდიოლოგი.

7. გულის შეგუბებითი უკმარისობა

ამ დაავადებია ადრეული ნიშნების დაჭერა ძალიან ძნელია– ჩვეულებრივად ეს ხდება სპეციალური კვლევების გამოყენებით.

ჰაერის უკმარისობა შეგუბებითი გულის უკმარისობის დრო ხასიათდება ავადმყოფის იძულებითი პოზის მიღებით. ის უვითარდება ადამიანს, რომელიც წევს დაბალ ბალიშზე, და ქრება როდესაც პაციენტი იღებს მჯდომარე მდგომარეობს – მას ეწოდება ორთოპნოე. მაგალითად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რუზველტი იძინებდა სავარძელში ზუსტად ამ მიზეზის გამო. ასეთი ქოშინი წარმოიქმნება წოლით მდგომარეობაში გულისკენ სისხლის მიწოდების გაძლიერების და გულის კამერების გადავსების გამო.

ქოშინის მკურნალობა გულის უკმარისობის დროს ძალიან რთულია, მაგრამ გამოცდილი ექიმებ–კარდიოლოგები და ახალი წამლები, ხანდახან ახდენენ სასწაულებს

8. გულის ასთმა ანუ პაროქსიზმული ქოშინი

მკვეთრად წარმოქმნილი ქოშინი, რომელიც გადადის მოხრჩობის შეგრძნებაში, ძალიან ხშირად წარმოქმნება ღამით. პაროქსიზმული ქოშინი ხშირად ვითარდება ინფარქტ–გადატანილ პაციენტებში, გულის აორტის და მიტრალური სარქველების მანკების დროს და განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიული კრიზების დროს. წინა მიზეზისგან განსხვავებით – ორთოპნოე (იძულებითი მდგომარეობა), ქოშინი არ გადის არც მჯდომარე და არც მდგომარე პოზაში. ადამიანი ფითრდება, გულმკერდში წარმოიქმნება სველი ხიხინები, იწყება ფილტვის შეშუპება. ასეთი მდგომარეობა საშიშია პაციენტის სიცოცხლისთვის, ამის გამო საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. მის მოსვლამდე პაციენტი უნდა მოათვსოთ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში დაბალი წნევის დროს და მწოლარე მდგომარეობაში მაღალი არტერიული წნევის დროს. მიეცით პაციენტს ნიტროგლიცერინი თუ, მისი სისტოლური წნევა

100 მმვცხსყ–ზე ნაკლები არ არის.

ჩვეულებრივად, ოპერატიულად ჩატარებული მკურნალობა ეფექტურია და ხსნის გულის ასთმის შეტევას. პაროქსიზმული გულის ასთმის შემდეგ პაციენტმა რეგულარულად უნდა მიმართოს კარდიოლოგს დ აკონტროლოს გულის მდგომრეობა.

9. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია

ყველაზე ხშირი მიზეზი, თითქმის ღრმა ვენების თრომბოფლებიტია. ასეთ მდგომარეობებში ადამიანს ხშირად არ აქვს ვარიკოზულად გამოხატული კვანძები კანის ზედაპირზე.

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ნიშნებია, ნორმალური სუნთქვის ფონზე მკვეთრად განვითარებული ძლიერი ქოშინი, გულმკერდში მჩხვლეტავი ტკივილი და შემაწუხებელი ხველა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ადამიანს ულურჯდება სახე.

მიუხედავად თანამედროვე მედიცინის საშუალებებისა, ამ დაავადების გამოსავალი ზოგჯერ მძიმეა. ამიტომ საქმე სჯობია თრომბოემბოლიამდე არ მივიყვანოთ, და დროზე მივმართოთ ექიმს ქვედა კიდურების ვენების პათოლოგიის ნებისმიერი გამოვლინებისას. ნიშნები შეიძლება იყოს – ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმე ფეხებში, კანჭის კუნთების კრამპები.

როგორც ვხედავთ სუნთქვის უკმარისობა ვითარდება მრავალი მიზეზის გამო, დაწყებული ცხოვრების სტილის მცირე ცვლილებიდან დამთავრებული იმ მდგომარეობებით, რომლებსაც სჭირდებათ სერიოზული მკურნალობა. ეს სტატია დაგეხმარებათ გავარკვიოთ როდის არის ჰაერის უკმარისობა უსაფრთხო და როდის არის საჭირო მივმართოთ სასწრაფო ზომებს სიცოცხლის გადასარჩენად.

consultation

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

Login icon