გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) და შაქრიანი დიაბეტის (შდ) შესახებ ახალი გაიდლაინები მიზნად ისახავს შდ-ით დაავადებულ პაციენტებში კარდიოვასკულური დაავადების მანიფესტაციების თავიდან აცილებას და მკურნალობას, იძლევა მკაფიო რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემცირდეს გულ-სისხლძარღვთა რისკი და როგორ უმკურნალონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ გსდ-ს და თირკმელების კლინიკური გამოვლინებები, როგორიცაა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულის უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თირკმელების ქრონიკული დაავადება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მულტიფაქტორულ ინტერდისციპლინურ მიდგომას, რომელშიც უნდა ჩაერთონ სხვადასხვა სპეციალობის სამედიცინო პროფესიონალები ერთობლივი გადაწყვეტილების მისაღებად და ინდივიდუალური მკურნალობის სტრატეგიის განსახორციელებლად.
როგორცა ცნობილია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებს ორჯერ მეტი აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების (CVD) განვითარების რისკი, ვიდრე მათ ჯანმრთელ თანატოლებს. რეკომენდაციები ამ რისკის შესამცირებლად წარმოდგენილია 2023 წლის ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების (ESC) გაიდლაინებში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის, გამოქვეყნებული ევროპის კარდიოლოგიის ჟურნალში.
„მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს აქვთ კორონარული არტერიის დაავადების, ინსულტის, გულის უკმარისობის, წინაგულების ფიბრილაციისა და პერიფერიული არტერიების დაავადების განვითარების რისკი ორ-ოთხჯერ უფრო მაღალი, ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ტიპი 2 დიაბეტი, ხოლო პროგნოზი გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევაში უარესია. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილიანობა 50%-დან 90%-მდე მაღალია გულის უკმარისობისა და დიაბეტის მქონე პაციენტებში, მხოლოდ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კონკრეტული რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ინტერდისციპლინური, პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა სავალდებულოა ავადობის, სიკვდილობის შესამცირებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
დადგენილია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტთა 25-40%-ს არ აქვს დიაბეტი. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მდგომარეობის არსებობა დიდ გავლენას ახდენს პროგნოზსა და მკურნალობაზე, გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ დიაბეტის სისტემატურ სკრინინგს გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ყველა პაციენტში. თანაბრად მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტის შეფასება გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსს) არსებობაზე და აგრეთვე გსს რისკზე. გაიდლაინში შემოსულია ახალ ქულათა სისტემა, სახელწოდებით SCORE2-დიაბეტი, რათა შეფასდეს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის ფატალური და არაფატალური მოვლენების 10-წლიანი რისკი, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. ქულა აერთიანებს ინფორმაციას საერთო გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების შესახებ (ასაკი, თამბაქო, არტერიული წნევა, ქოლესტერინი) დიაბეტის სპეციფიკურ ინფორმაციას (ასაკი დიაბეტის დადგენისას, შაქარი სისხლში, თირკმელების ფუნქცია) რათა მოხდეს პაციენტების კლასიფიკაცია - როგორც დაბალი, ზომიერი, მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის მქონის.
გაიდლანი გვირჩევენ, რომ დიაბეტით დაავადებულმა ყველა პაციენტმა შეცვალოს ცხოვრების წესი, რათა შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ალბათობა. სიმსუქნისა და დიაბეტის მქონე პაციენტებში წონის დაკლება მკურნალობის ერთ-ერთი საფუძველია და გაიდლანი გვირჩევს წონის დაკლებას და ყოველდღიურ ვარჯიშს. დიაბეტით დაავადებულმა ყველა პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მოწევა და მიიღოს ხმელთაშუა ზღვის ან მცენარეული დიეტა, რომელიც მდიდარია უჯერი ცხიმებით, რათა შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. გარდა ამისა, მათ უნდა გაზარდონ თავიანთი აქტივობა ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშის 150 წუთამდე ან კვირაში 75 წუთი ენერგიული ინტენსივობის ვარჯიშამდე, ამ კონცეფციის შესაბამისად - „თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია“.
შაქრიანი დიაბეტით და არსებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის რეკომენდაციები გადაიხედა დიდი კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე. სახელმძღვანელოები ამჟამად რეკომენდაციას უწევენ SGLT2 ინჰიბიტორებს და/ან GLP-1 რეცეპტორების აგონისტებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ყველა პაციენტში, მიუხედავად გლუკოზის კონტროლისა და გლუკოზის თანმხლები მკურნალობისა, ამის გარდა ისისნი ასეთ პაციენტებს უნდა მიეცეს ანტითრომბოციტების და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების სტანდარტული მკურნალობაზე დამატებით. რეკომენედებულია ასევე ლიპიდების შემამცირებელი თერაპია. და რაც მთავარი სიახლეა როგორც ტიპი 2 დიაბეტის არსებობა არის საფუძველი სხვა კარდიოპროტექტორული მკურნალობისთვის, როგორიცაა სტატინები, განურჩევლად გლიკემიური დონისა, იგივე უნდა გავრცელდეს SGLT2 ინჰიბიტორების და/ან GLP-1 რეცეპტორების აგონისტების დანიშვნაზე“.
გაიდლაიში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიაბეტის მქონე პაციენტებში გულის უკმარისობის მკურნალობას. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები ორ-ოთხჯერ უფრო ხშირად განიცდიან გულის უკმარისობას, ვიდრე დიაბეტის გარეშე და ბევრმა არ იცის, რომ აქვს გულის უკმარისობა. გაიდლაინი რეკომენდაციას უწევენ გულის უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების სისტემურ სკრინინგს ყოველ კლინიკურ ვიზიტზე სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობის ადრეული დაწყების უზრუნველსაყოფად. დიდი კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, გაიდლაინი გვირჩევენ, რომ დიაბეტით და გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებმა მიიღონ SGLT2 ინჰიბიტორები, რათა შეამცირონ ჰოსპიტალიზაციის ალბათობა გულის უკმარისობის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის გამო.
დიაბეტით გამოწვეული თირკმელების დაზიანება არის თირკმელების ქრონიკული დაავადების წამყვანი მიზეზი მსოფლიოში. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმელების ქრონიკული დაავადება ასოცირდება თირკმელების უკმარისობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალ რისკთან. გაიდლაინი გვირჩევს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების სკრინინგს თირკმელების ქრონიკული დაავადების გამო, წელიწადში ერთხელ მაინც გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის და შარდში ალბუმინის კონცენტრაციის გაზომვით. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ როგორც ტიპი 2 დიაბეტი, ასევე თირკმელების ქრონიკული დაავადება, უნდა მიიღონ SGLT2 ინჰიბიტორი და/ან ფინერენონი, რადგან ეს პრეპარატები, გარდა სტანდარტული მკურნალობისა, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების და თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკს.
ყოველწლიურად დიაბეტი ზრდის წინაგულების ფიბრილაციის რისკს 3%-ით, რაც ზრდის ინსულტის, გულის უკმარისობის და სიკვდილის ალბათობას. პირველად გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ წინაგულების ფიბრილაციის ოპორტუნისტულ ანუ არასავალდებულო სკრინინგს პულსის გაზომვით ან ელექტროკარდიოგრაფიით (ეკგ) 65 წელზე უფროსი ასაკის დიაბეტის მქონე პაციენტებში. ოპორტუნისტული სკრინინგი ასევე რეკომენდებულია 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით თუ მათ აქვთ სხვა რისკ-ფაქტორები, როგორიცაა მაღალი წნევა. ასევე ახალია რეკომენდაცია არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვის შესახებ დიაბეტის მქონე ყველა პაციენტში ჰიპერტენზიის იდენტიფიცირებისა და მკურნალობისთვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად.
ზოგად პოპულაციასთან შედარებით, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს აქვთ როგორც უეცარი კარდიული სიკვდილის (SCD), ასევე არა-SCD-ის რისკი. შაქრიანი დიაბეტის რისკი ორჯერ მეტი იყო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებთან შედარებით. თუმცა, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ არა-SCD-ის თითქმის სამჯერ მეტი რისკი, ვიდრე პაციენტები დიაბეტის გარეშე.
ორივე, ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია დამოუკიდებლად ასოცირდება პარკუჭოვანი არითმიის გაზრდილ რისკთან. ინსულინით გამოწვეული ჰიპოგლიკემია ასოცირდება ღამის სიკვდილთან (ასევე უწოდებენ "მკვდარი საწოლში სინდრომს") შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპის (T1DM-) დროს. არითმული სიკვდილი ასევე დაფიქსირდა შაქრიანი დიაბეტის მე 2 ტიპის (T2DM)-ის რამდენიმე კვლევაში. თირკმლის დიაბეტურმა დაავადებამ შესაძლოა ასევე შეასრულოს როლი არითმიასთან ასოცირებულ უეცარი კარდიული სიკვდილის მექანიზმში.
პაციენტები შაქრიანი დიაბეტით და ხშირი ექსტრასისტოლიით, არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდებით ან სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ გულის უკმარისობაზე, უნდა შემოწმდეს ძირითადი სტრუქტურული გულის დაავადების ამოსაცნობად და უნდა შეფასდეს მათთვის ICD-იმპლანტაციის მართებულობა.
მდგრადი პარკუჭოვანი არითმიების შემთხვევაში, რეკომენდებულია გულის ძირითადი სტრუქტურული დაავადების დიაგნოსტიკა ვიზუალიზაციის ტექნიკით და კორონარული ანგიოგრაფიით, თუ სახეზე არაა მისი აშკარა გამომწვევი ფაქტორები, როგორიცაა ელექტროლიტური დისბალანსი.
შაქრიანი დიაბეტი ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო ძლიერი რისკ ფაქტორია მამაკაცებთან შედარებით. დიდი კლინიკური კვლევების მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ ქალები და მამაკაცები საჭიროებენ განსხვავებულ მკურნალობას, მაგრამ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი კვლევებში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ მიიღონ რეკომენდებული მკურნალობა. გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს გენდერული დაბალანსებული სტრატეგიებს მომავალი კლინიკური კვლევებისთვის, წინასწარ განსაზღვრულ ანალიზებთან ერთად, რომლებიც შექმნილია სქესის განსხვავებების შესასწავლად. დოკუმენტში ნათქვამია: „რაც მთავარია, ყველა ძალისხმევა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალებმა მიიღონ თანაბარი ჯანდაცვის შესაძლებლობები დიაბეტის კარდიოვასკულური მკურნალობისთვის
ქვემოთ მოცემულია ახალი რეკომენდაციები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მენეჯმენტისთვის დიაბეტის მქონე პაციენტებში
ახალი რეკომენდაციები
რეკომენდაციები |
კლასი |
დონე |
გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასება შაქრიანი დიაბეტის დროს |
||
ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში ათეროსკლეროზული გულსისხლძარღვთა დაავადების (ASCVD) სიმპტომების ან მძიმე სამიზნე ორგანოების დაზიანების გარეშე, რეკომენდებულია კარდიოვასკულური დაავადების რისკიs შეაფასება 10-წლიანი SCORE2-დიაბეტის სკალის გამოყენებით |
1 |
В |
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში წონის შემცირება |
||
ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია წონის დაკლება და ფიზიკური აქტივობის გაზრდა მეტაბოლური კონტროლის გასაუმჯობესებლად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საერთო რისკის პროფილის გასაუმჯობესებლად. |
1 |
А |
ანტიდიაბეტური პრეპარატების გამოყენება (მაგ., GLP-1RA), რომლებიც გავლენას ახდენენ წონის დაკლებაზე, უნდა განიხილებოდეს ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე პაციენტებში წონის დაკლებისთვის. |
Iiа |
В |
ბარიატრიული ქირურგია უნდა ჩაითვალოს მაღალი და ძალიან მაღალი რისკის მქონე პაციენტებში BMI ≥35 კგ/მ2 (≥ II კლასი), თუ ცხოვრების სტილის ცვლილებების განმეორებითი და სტრუქტურირებული ძალისხმევა წონის დაკლების მედიკამენტებთან ერთად არ იწვევს წონის დაკლებას. |
IIа |
В |
ფიზიკური აქტივობის გაზრდა დიაბეტიან პაციენტებში |
||
რეკომენდირებულია ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება მე-2 ტიპის დიაბეტთან დაკავშირებული თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით - როგორიცაა სისუსტე, ნეიროპათია ან რეტინოპათია. |
1 |
В |
ტიპი 2 დიაბეტით და სტაბილური გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის როგორიცაა მაგალითად, CAD, HfrEF, HfpEF, HfrEF, AF რეკომენდებულია სტრუქტურირებული ვარჯიშების ჩატარება მეტაბოლური კონტროლის გასაძლიერებლად, ფიზიკური ვარჯიშებისადმი გამძლეობის გასაზრდელად, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და კარდიოვასკულური მოვლენების რისკის შესამცირებლად. |
1 |
В |
ბიჰეივიორულ (ქცევის) თეორიაზე დაფუძნებული ჩარევების გამოყენება, როგორიცაა მიზნების დასახვა, მიზნების ხელახალი შეფასება, თვითკონტროლი და უკუკავშირი, გასათვალისწინებელია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისთვის. |
IIа |
В |
შეიძლება აქტივობის ტრეკერების (ნაბიჯების დამთვლელი აპლიკაცია სმარტფონში) გამოყენების შესაძლებლობის განხილვა - ფიზიკური აქტივობის გაზრდის მიზნით. |
IIb |
В |
დიაბეტის მქონე პაციენტების მიერ თამბაქოზე უარის თქმა |
||
ნიკოტინის შემცვლელი თერაპია, ვარენიკლინი და ბუპროპიონი აგრეთვე ინდივიდუალური ან სატელეფონო კონსულტაციები ექიმთან - გასათვალისწინებელია მოწევის შეწყვეტის წარმატების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. |
IIа |
В |
გლიკემიური სამიზნეები |
||
გლიკემიური კონტროლის მკაცრი გათვალისწინება უნდა მოხდეს CAD-ის შესამცირებლად გრძელვადიან პერსპექტივაში. უპირატესად იმ მედიკამენტების გამოყენებით, რომლებსაც დადასტურებული აქვთა გულ-სისხლძარვთა სისტემაზე სასარგებლო მოქმედება. |
IIа |
В |
ათეროსკლეროზული გულსისხლძარღვთა დავადებების რისკის შემცირება ჰიპოგლიკრმიური მედიკამენტებით მკურნალობისას შაქრიანი დიაბეტის დროს. |
||
პირველ რიგში უმჯობესია იმ ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების გამოყენება, რომლებსაც დადასტურებული აქვთ სასარგებლო ეფექტი გულ-სისხლძართვთა სისტემაზე, შემდეგ იმ პრეპარატების გამოყენება რომლებსაც დადასტურებული აქვთ გსს-ზე უსაფრთხო მოქმედება, იმ პრეპარატებთან შედარებით, რომლებსაც არა აქვთ დადასტურებული გსს-ზე ეფექტური მოქმედება ან უსაფრთხოება |
1 |
С |
პაციენტებში მე 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, გლუკოზის დონის დამატებითი კონტროლისთვის, განხილული უნდა იყოს მეტფორმინის დანიშვნა |
IIа |
С |
პაციენტებში მე 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, გლუკოზის დონის დამატებითი კონტროლისთვის, შესაძლო განხილული იყოს პიოგლიტაზონის დანიშვნა |
IIb |
В |
არტერიალური წნევა დ შაქრიანი დიაბეტი |
||
შაქრიანი დიაბეტის მქონე ყველა პაციენტში რეკომენდებულია არტერიული ჰიპერტენზიის რეგულარული კონტროლი არტერიული წნევის გამოსავლენად და სამკურნალოდ - გულ-სისხლძართვთა რისკის შესამცირებლად. |
1 |
А |
ლიპიდები და შაქრიანი დიაბეტი |
||
პაციენტებში ძალიან მაღალი გულ-სისხლძარღვთა რისკით, რომლებსაც აღენიშნებათ სამიზნეზე მაღალი LDC-C -ის დონე, მიუხედავად სტატინების მაქსიმალურად ტოლერანტული დოზებით ეზეტიმიბთან კომბინაციაში მკურნალობისას, რეკომენდებულია PCSK9-ის ინჰიბიტორის დანიშვნა. |
I |
В |
თუ სტატინების ნებისმიერი დოზით მკურნალობისას აღინიშნება მისდამი აუტანლობა - განხილული უნდა იყოს სტატინების ეზეტიმიბით შეცვლა. |
IIа |
С |
ჰიპერგლიცერიდემიის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვიხილოთ იკოსაპენტ ეთილის დიდი დოზები (2 გრ. 2 ჯერ დღეში) სტატინებთან ერთად კომბინაციაში. |
IIb |
В |
ანტითრომბული თერაპია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში |
||
პაციენტებში, ქრონიკული კორონარული სინდრომით, რომლებსაც უტარდებათ კორონარული სტენტის იმპლანტაცია, რეკომენდებულია 75 მგ კლოპიდოგრელის დანიშვნა ერთჯერ დღეში სათანადო დატვირთვის შემდეგ (მაგალითად, 600 მგ ან 5 დღე შემანარჩუნებელი დოზებით მიღება) ასპირინზე დამატებით 6 თვის განმავლობაში, განურჩევლად სტენტის სახეობისა, თუ ნაჩვენები არაა მათი მიღების უფრო ნაკლები ხანგრძლივობა, სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის წარმოქმნის ან რისკის გამო. |
1 |
А |
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და მწვავე კორონარული სინდრომით, რომელთაც უტარდებათ CABG ოპერაცია, და არ ესაჭიროებათ ხანგრძლივი დროით ორალური ანტიკოაგულაციური თერაპია, რეკომენდებულია P2Y12 მედიკამენტების განახლება, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება ოპერაციის შემდეგ, და მისი მიღების გაგრძელება 12 თვემდე. |
1 |
С |
პაციენტებში ქრონიკული კორონარული სინდრომით და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებით (PAD), რომლებსაც არ გააჩნიათ სისხლდენის დიდი რისკი, შესაძლია განხილული იყოს რივაროქსაბანის დაბალი დოზების დამატება, ასპირინის დაბალ დოზებზე ძირითადი სისხლძარღვოვანი მოვლენების გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის. |
IIа |
В |
პაციენტებში გლუკოკორტიკოსტეროიდებით და ქრონიკული კორონარული სინდრომით და შაქრიანი დიაბეტით, რომლებსაც უტარდებათ კორონარული სტენტის იმპლანტაცია და აქვთ ანტიკოაგულაციური თერაპიის ჩვენება, განხილული უნდა იყოს სამმაგი თერაპია ასპირინის, კლოპიდოგრელის და ორალური ანტიკოაგულანტის დაბალი დოზებით 1 თვის განმავლობაში, თუ ინდივიდუალურ პაციენტში თრომბოზის რისკი აჭარბებს სისხლდენის რისკს. |
IIа |
С |
პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით ან ქრონიკული კორონარული სინდრომით და შაქრიანი დიაბეტით, რომლებსაც უტარდებათ კორონარული სტენტის იმპლანტაცია და აქვთ ანტიკოაგულაციური თერაპიის ჩვენება, განხილული უნდა იყოს სამმაგი თერაპია ასპირინის, კლოპიდოგრელის და ორალური ანტიკოაგულანტის დაბალი დოზებით 3 თვის განმავლობაში, თუ ინდივიდუალურ პაციენტში თრომბოზის რისკი აჭარბებს სისხლდენის რისკს. |
IIb |
В |
კლოპიდოგრელის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული პაციენტისთვის ომეპრაზოლის ან ეზომეპრაზოლის გამოყენება გასტროპროტექციისთვის. |
ІІІ |
В |
რეკომენდაციები |
კლასი |
დონე |
გულის იშემიური დაავადების მენეჯმენტი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში |
||
ქრონიკული კორონარული სინდრომის დროს, როდესაც სტენოკარდია გრძელდება ანტიანგინალური პრეპარატებით მკურნალობის მიუხედავად ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დოკუმენტირებული ექსტენსიური იშემია (LV-ის >10%) , რეკომენდებულია მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის ჩატარება |
1 |
А |
პაციენტებში STEMI-ით, კარდიოგენური შოკისა და მრავალსისხლძარღვოვანი CAD-ის გარეშეც, რეკომენდირებულია კორონარების სრული რევასკულარიზაცია |
1 |
А |
მწვავე კორონარული სინდრომის (ACS ) მქონე ყველა პაციენტში, შეფასების საწყისს ეტაპზე რეკომენდებულია გლიკემიური სტატუსის შეფასება. |
1 |
В |
არა-ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებისთვის სრული რევასკულარიზაცია უნდა განიხილებოდეს, კარდიოგენური შოკის და მრავალსისხლძარღვოვანი კორონარული არტერიის დაავადების გარეშეც. |
IIа |
С |
მუდნივი ჰიპერგლიკემიით მიმდინარე მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ანტიდიაბეტური თერაპია, ამასთან ერთად თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები. |
IIа |
С |
მიოკარდიუმის ინფარქტის და მრავალსისხლძარღვოვანი კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რუტინული დაუყოვნებელი რევასკულარიზაცია არ არის რეკომენდებული. |
ІІІ |
В |
გულის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი |
||
გულის უკმარისობის შეფასება შაქრიანი დიაბეტის დროს |
||
გულის უკმარისობაზე ეჭვის არსებობის დროს რეკომენდებულია BNP/NT-proBNP განსაზღვრა. |
1 |
В |
შაქრიანი დიაბეტის მქონე ყველა პაციენტისთვის რეკომენდირებულია ყოველი კლინიკური შეხვედრის დროს სისტემატური სკრინინგი გულის უკმარისობის სიმპტომების და/ან ნიშნების გამოსავლენად. |
1 |
С |
დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება საეჭვო გულის უკმარისობისთვის |
||
რეკომენდირებულია 12განხრიანი ეკგ-ს გადაღება. |
1 |
С |
რეკომენდებულია ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია. |
1 |
С |
რეკომენდებულია გულმკერდის რენტგენი |
1 |
С |
თანმხლები დაავადებების არსებობისას რეკომენდირებულია სისხლის რუტინული ტესტირება, მათ შორის: სისხლის საერთო ანალიზი, შარდოვანა, კრეატინინი და ელექტროლიტები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტირება, ლიპიდები, რკინის დონის განსაზღვრა (ფერიტინის და ტრანსფერინის რკინით გაჯერება). |
1 |
С |
HfrEF და დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ნაჩვენებია ფარმაკოლოგიური მკურნალობა. |
||
SGLT2 ინჰიბიტორები (დაპაგლიფლოზინი, ემპაგლიფლოზინი ან სოტაგლიფლოზინი) რეკომენდირებულია HfrEF და ტიპი 2 დიაბეტის მქონე ყველა პაციენტისთვის, ჰოსპიტალიზაციის რისკის, გულის უკმარისობის და კარდიოვასკულური სიკვდილის სიხშირის შესამცირებლად. |
1 |
А |
მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სწრაფი ტიტრირებით კონკრეტულ სამიზნე დოზებამდე მისაღწევად, გაწერამდე დაწყებული და ჰოსპიტალიზაცის შემდგომ პირველი 6 კვირის პერიოდში, ხშირი ვიზიტებით გაგრძელებული მკურნალობის ადრეული დაწყების სტრატეგია (SGLT2 ინჰიბიტორები, ARNI/აგფ-ები, ბეტა ბლოკატორები და MRA) - რეკომენდებულია ხელახალი ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილობის შესამცირებლად. |
1 |
В |
სხვა მკურნალობა ნაჩვენებია ზოგიერთი პაციენტისთვის HfrEF და დიაბეტით |
||
შაქრიანი დიაბეტის მქონე შავკანიან პაციენტებში LVEF ≤ 35% -ით ან LVEF <45% -ით, რომელსაც თან ერთვის გულის უკმარისობა, (NYHA III-IV კლასი) და მარცხენა პარკუჭის დილატაცია - განხილული უნდა იყოს ჰიდრალაზინით და იზოსორბიდ დინიტრატით მკურნალობა, მიუხედავად აგფ ინჰიბიტორებით (ან ARNI-ით) და ბეტა ბლოკატორებით მკურნალობისას - რეადმისიის ან სიკვდილობის შესამცირებლად |
IIа |
В |
დიგოქსინი შეიძლება განხილული იყოს სინუსური რითმის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სიმპტომური HfrEF მიუხედავად საკუბიტრილი/ვალსარტანით ან აგფ ინჰიბიტორებით ბეტა-ბლოკატორებით და მინერალოკორტიკოსტეროიდებით (MRA) მკურნალობისა, პაციენტის ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად. |
II b |
В |
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გულის უკმარისობის მკურნალობა LVEF >40%-ით |
||
ემპოგლიფლოზინი ან დაპაგლიფლოზინი რეკომენდირებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი და LVEF >40% (HfpEF, HfrEF) გულის უკმარისობის დროს ჰოსპიტალიზაციის რისკის და კარდიოვასკულური სიკვდილის შესამცირებლად. |
1 |
А |
წინაგულების ფიბრილაცია და შაქრიანი დიაბეტი |
||
წინაგულთა ფიბრილაციის - ის ოპორტუნისტული (არასავალდებულო) სკრინინგი პულსის გაზომვის ან ეკგ-ს გამოყენებით რეკომენდებულია 65 წლამდე შაქრიანი დიაბეტის მქონე ყველა პაციენტში (განსაკუთრებით სხვა რისკ-ფაქტორების არსებობისას), რადგან დიაბეტის მქონე პაციენტებს აქვთ წინაგულების ფიბრილაციის უფრო მაღალი სიხშირე ახალგაზრდა ასაკში. |
1 |
С |
წინაგულთა ფიბრილაციის სისტემატური სკრინინგი ეკგ–ს გამოყენებით უნდა ჩატარდეს 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ან ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. |
IIа |
В |
თირკმელების ქრონიკული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი |
||
რეკომენდებულია LDL ქოლესტერინის დონის ინტენსიური შემცირება სტატინების ან სტატინის/ეზეტიმიბის კომბინაციით. |
1 |
А |
რეკომენდებულია SGLT2 ინჰიბიტორების (კანაგლიფლოზინი, ემპაგლიფლოზინი ან დაპაგლიფლოზინი) დანიშვნა მე- 2 ტიპის დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში GFR ≥20 მლ/წთ/1.73 მ2 კარდიოვასკულური დაავადებების და თირკმლის უკმარისობის რისკის შესამცირებლად. |
1 |
А |
ფინერენონი რეკომენდირებულია აგფ ი-ს ან არბ-ზე დამატებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი და GFR >60 მლ/წთ/1.73 მ2, შარდში, ალბუმინი/კრეატინინის თანაფარდობით შარდში ≥ 30 მგ/მმოლ (≥ 300 მგ/გ), ან GFR 25 – 60 /წთ/1,73მ2 და ალბუმინი/კრეატინინის თანაფარდობით შარდში ≥3 მგ/მმოლი (≥30მგ/გ) - კარდიოვასკულური მოვლენების და თირკმლის უკმარისობის რისკის შესამცირებლად. |
1 |
А |
ასპირინის დაბალი დოზები (75-100 მგ) რეკომენდებულია თირკმელების ქრონიკულ დაავადების და ათეროსკლეროზული გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებისთვის |
1 |
А |
ინტენსიური სამედიცინო მკურნალობა ან პირველადი ინვაზიური სტრატეგია რეკომენდირებულია თირკმელების ქრონიკული დაავადების, შაქრიანი დიაბეტის და სტაბილური ზომიერი ან მძიმე CAD-ის მქონე პაციენტებისთვის მსგავსი შედეგების გამო. |
1 |
В |
ნეფროლოგის კონსულტაცია შეიძლება განხილული იქნას შრატში ფოსფატების მომატებული დონის, ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევის სხვა ნიშნების არსებობისას და ანემიის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების ქრონიკულ დაავადებასთან. |
IIb |
С |
არ არის რეკომენდებული აგფი-ს და არბ-ს კომბინაციების დანიშვნა. |
ІІІ |
В |
პერიფერიული არტერიების დაავადება და შაქრიანი დიაბეტი |
||
შაქრიანი დიაბეტით და აორტის ანევრიზმით დაავადებულ პაციენტებისთვის რეკომენდებულია იგივე დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მკურნალობის სტრატეგია (სამედიცინო, ქირურგიული, ენდოვასკულარული), როგორც პაციენტებისთვის შაქრიანი დიაბეტის გარეშე. |
1 |
С |