გრავიოლა და პანკრეასის კიბო
წყარო: http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22475682
ინტერნეტში და პრესაში ფართოდ გავრცელებულია კიბოს საწინააღმდეგო სხვადასხვა პრეპარატების რეკლამირება, რომლებსაც მეცნიერულად ჩატარებული კვლევები არ უმყარებს საფუძვლად. მათგან განსხვავებით ბუნებრივ ნივთიერებას - გრავიოლას - მრავალი მეცნიერული კვლევა უმაგრებს ზურგს. ამ სტატიაში ზუსტად ერთ ერთი ასეთი კვლევაა მოცემული სადაც დამტკიცებულია გრვიოლას დამთრგუნველი მოქმედება პანკრეასის კიბოს მიმართ.
გრავიოლა -პერსპექტიული ბუნებრივი პრეპარატია, რომელიც თრგუნავს პანკრეასის კიბოს მეტასტაზების განვითარებას როგორც in vitro и in vivo, უჯრედოვანი მეტაბოლიზმის შეცვლის გზით.
ანოტაცია
პანკრეასის კიბო ჩვეულებრივად მდგრადია ტრადიციული ქიმიოთერაპიის მიმართ. ამ კვლევის მიზანი იყო მცენარეული წარმოშობის საშუალებების პოტენციური შესაძლებლობები გამოკვლევა - პანკრეასის კიბოს (პკ) სამკურნალოდ. ტროპიკული ხე Annona Muricata ანუ როგორც მას უწოდებენ გრავიოლას ხისგან მიღებულ ექსტრატის შესწავლა ხდებოდა მის ციტოტოქსიურობაზე, უჯრედოვან მეტაბოლიზმზე, კიბოსთან ასოცირებულ ცილეზე/გენების ექსპრესიაზე, კიბოს წარმოქმნის და მისი მეტასტაზირების უნარზე . ჩვენმა ექსპერიმენტმა გვაჩვენა, რომ გრავიოლა იწვევდა პანკრეასის კიბოს ქსოვილების ინდუცირებულ ნეკროზს მისი უჯრედების მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით. მოლეკულების ექსპრესია , რომელიც დაკავშირებულია პანკრეასის კიბოს უჯრედებში განვითარებულ ჰიპოქსიასა და გლიკოლიზე, (i.e. HIF-1α, NF-κB, GLUT1, GLUT4, HKII, and LDHA) დათრგუნული იყო გრავიოლას ექსტრაქტის ზემოქმედებისას. In vitro ჩატარებულმა ფუნქციონალურმა ექსპერიმენტებმა , კიდევ ერთხელ დაამტკიცა, პანკრეასის კიბოს უჯრედებში კიბოს წარმოქმნის უნარის დაქვეითება.
მთლიანად, ნივთიერება, რომელივ ბუნებრივად არსებობს გრავიოლას ექსტრაქტში , იწვევს იმ მრავალფეროვანი სიგნალების დათრგუნვას, რომელებიც იწვევს პანკრეასის კიბოს უჯრედებში მეტაბოლიზმის, უჯრედების ციკლის, გადარჩენის და მეტასტაზების განვითარების რეგულაციას. საერთო ჯამში, ამ პარამეტრების ცვლილებებს მივყავართ ორთოტოპიკულად გადანაცვლებული პანკრეასის უჯრედების, მეტასტაზირების უნარის დათრგუნვაში, რაც მიუთითებს გრავიოლას, ამ ნატურალური პროდუქტის პერსპექტიულობაში, პანკრეასის კიბოს, ამ სასიკვდილო დაავადების დასაძლევად.