აცეტოგენინი
-
გრავიოლა ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ
გრავიოლას შენაერთები კლავს ღვიძლის კიბოს (ჰეპატომის) უჯრედებს
ინფორმაციის წყარო:J Nat Prod.2002 Apr;65(4):470-5. PMID: 11975482
ავტორები: Chih-Chuang Liaw, Fang-Rong Chang, Chih-Yuan Lin, Chi-Jung Chou, Hui-Fen Chiu, Ming-Jung Wu, Yang-Chang Wu
სტატიაში მოცემულია მეცნიერული კვლევის შედეგები სადაც გრავიოლას შემცველმა ნიცთიერებებმა გამოავლინეს ადამიანის ღვიძლის კიბოს უჯრედების განადგურების ციტოტოქსიური თვისება...
-
გრავიოლა/გუანაბანა/სოურსოპი
ანონასებრთა ოჯახი
ანონა ჩერიმოია (A. сherimola Mill., პერუს ოქროსფერი ვაშლი) – არცთუ დიდი ზომის ტოტებგაშლილი 6-7 მ. სიმაღლის ხეა, წარმოშობით ეკვადორის, პერუს, კოლუმბიისა და ბოლივიის მთიანი რაიონიდან. ანონასებრთა ოჯახიდან ყველაზე ფასეულ მცენარეს წარმოადგენს და ამასთან გამოირჩევა ერთერთი ყველაზე გემრიელი ნაყოფით. ნაყოფი არის კონუსისებრი, მრგვალი ან გულის ფორმის, წონით 300-600გრ. (2.7კგ-მდე), დაფარულია მაგარი ქერქით და შედგება თეთრი, წვნიანი რბილობის სეგმენტებისაგან საუცხოო არომატითა და გემოთი. ნაყოფს აქვს მსხვილი, მუქი თესლი, რომელიც ფორმითა და ზომით ლობიოს მარცვალს წააგავს. ჩერიმოია გამოიყენება სხვადასხვა სალათებსა და დესერტებში, სასმელებში და ნაყინში. ხშირად ნაყოფს ჭრიან შუაზე და მიირთმევენ უბრალოდ გაცივებულს.
-
რა არის გრავიოლა?
ანონასებრთა ოჯახი
ანონასებრთა ოჯახი (Annonaceae) აერთიანებს 120-მდე მცენარის სახეს ტროპიკულ ამერიკაში და ათს აფრიკაში. თანდათანობით ხდებოდა მათი გავრცელება დედამიწის ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში, ყველა რაიონში. ანონას ძირითადი კულტურული სახეობებია: ანონა ჩერიმოია (A. сherimola), ეკლებიანი ანონა (A. muricata), ბადისებრი ანონა (A. reticulata), ქერცლიანი ანონა (A. Squamosa), მეწამული ანონა (A. purpurea). გამოყენებამდე აუცილებელია ნაყოფს მოსცილდეს ქერქი და თესლი. ანონა გამოიყენება ნედლი სახით, შესაძლებელია დაემატოს დესერტს, ნაყინს, რძიან კოქტეილს. შეძენისას უნდა შეირჩეს დაუზიანებელი ნაყოფი ლაქებისა და ნახეთქების გარეშე, ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ოდნავ არ შეყვითლდება და დარბილდება.
-
რომელი დაავადებების დროს იყენებენ გრავიოლას?
პირველ რიგში, გრავიოლასშემცველი ნივთიერების აცეტოგენინის ანტიკანცერული უნიკალური თვისების გამო, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მაგრამ არ ვნებს ნორმალურ უჯრედებს გრავიოლას ნაწარმი გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. -
უგულველებყოფს თუ არა გრავიოლას ტრადიციული მედიცინა?
დღეისთვის არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს საშუალება უგულველებყოფილია ოფიციალური მედიცინის მიერ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. გრავიოლას შესახებ ოფიციალური კვლევები დაიწყო გასული საუკუნის 40 -იან წლებში. მაგრამ მასზე კვლევები განსაკუთრებით აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც ზემოთ აღნიშნულმა პროფესორმა Dr. Jerry Mc Laughlin –მა პედიუს უნივერსიტეტიდან, მცენარე ANONACEA GRAVIOLA გამოყო მძლავრი ანტიკარცენოგენული ნივთიერება ანონიასაცეტოგენინი.კვლევებმა, რომელიც გაგრძელდა ამერიკის ნაციონალურ კიბოს შემსწავლელ ინსტიტუტში დაამტკიცეს მისი ეფექტურობა, სწორი ნაწლავის და პროსტატას კიბოს წინააღმდეგ, ჯანმრთელობის ნაციონალური ცენტრი, მას გამოიყენებს აგრეთვე სხვა



