Розмарин

  • როზმარინი

    როზმარინი, Rosemary, Розмарин

    roswmary

    Nature's Way Rosemary Leaves (ნეიჩარზ ვეის როზმარინის ფოთლები) წარმოადგენს ტესტირებულ პროდუქტს რომელიც აკმაყოფილებს ყველა დადგენილ სტანდარტს. როზმარინი ტრადიციულად გამოიყენება მეხსიერებისთვის და აზრთა სიცხადისთვის. როზმარინი ცნობილია თავისი არომატული თვისებებით და ფართოდ გამოიყენება როგორც ლოსიონებში, თმის და კანის მოვლის საშუალებებში ასევე საკმეველად, სანელებელად და ჩაიშიც კი. როზმარინი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს ასევე შეიცავს მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, ფოსფორს, კალიუმს, ცინკს, B1, B3 და C ვიტამინს. როზმარინი აუმჯობესებს სისხლის და ლიმფას მიმოქცევას, აფართოვებს ბრონქების მილებს, აშრობს ზედმეტ ლორწოვანას, ასტიმულირებს ცირკულაცის და ნერვულ სისტემას, ამცირებს თავისუფალი რადიკალებისგან მიყენებულ ზიანს. ეფექტურია ანთების, მიკრობების და სოკოს წინააღმდეგ. ახდენს ღვიძლის დეტოქსიფიკაციას და არსებობს მოსაზრება, რომ ახასიათებს ანტისიმსივნური თვისებები.
    როზმარინი საოცარი მცენარეა მრავალმხრივი გამოყენებით. ტრადიციულ მედიცინაში მისი ფოთლები გამოიყენებოდა საუკუნეების განმავლობაში. განსაკუთრებით ცნობილია მეხსიერების გაუმჯობესების თვისებით. ძველ საბერძნეთში სტუდენტები თმაში იწნავდნენ როზმარინის ღეროებს როცა ემზადებოდნენ გამოცდებისთვის. „ჰამლეტში“ - შექსპირის უკვდავ ნაწარმოებში ოფელია ამბობს: <აი შენ როზმარინი სამახსოვროდ: ილოცე, გიყვარდე, გახსოვდე!>.
     

Login icon