RE-LY
-
ახალი ორალური ანტიკოაგულანტებით გამოწვეული სისხლდენის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პრინციპები და სიახლეები
თუ გადავხედათ აოაკ (ახალ ორალურ ანტიკოაგულანტებზე) ჩატარებულ კვლევებს, აშკარაა, რომ ისინი ძალიან ეფექტურად ამცირებენ ინსულტის/სისტემური ემბოლიზმის, დიდი სისხლდენების და ნაწილობრივად ინტრაკრანიალური სისხლდენების განვითარებას ვარფარინთან 50% მეტი შეფარდებითი რისკის შემცირებით. სურათის მარჯვენა მხარეს ნაჩვენებია მწვავე DVT/PE მკურნალობა, სადაც ჩანს მსგავსი გრაფიკული ნიშნები და სერიოზული სისხლდენების სიხშირის შემცირება. ქვემო ბლოკში ნაჩვენებია აოაკ ეფექტური მოქმედება DVT/PE პროფილაქტიკისა და განმეორებით წარმოშობაში - 3 წლის განმავლობაში. კარგად ჩანს კვლავ თანაბარი ეფექტურობა და დიდი სისხლდენების შემცირება.