annona muricata
-
გრავიოლა/გუანაბანა/სოურსოპი
ანონასებრთა ოჯახი
ანონა ჩერიმოია (A. сherimola Mill., პერუს ოქროსფერი ვაშლი) – არცთუ დიდი ზომის ტოტებგაშლილი 6-7 მ. სიმაღლის ხეა, წარმოშობით ეკვადორის, პერუს, კოლუმბიისა და ბოლივიის მთიანი რაიონიდან. ანონასებრთა ოჯახიდან ყველაზე ფასეულ მცენარეს წარმოადგენს და ამასთან გამოირჩევა ერთერთი ყველაზე გემრიელი ნაყოფით. ნაყოფი არის კონუსისებრი, მრგვალი ან გულის ფორმის, წონით 300-600გრ. (2.7კგ-მდე), დაფარულია მაგარი ქერქით და შედგება თეთრი, წვნიანი რბილობის სეგმენტებისაგან საუცხოო არომატითა და გემოთი. ნაყოფს აქვს მსხვილი, მუქი თესლი, რომელიც ფორმითა და ზომით ლობიოს მარცვალს წააგავს. ჩერიმოია გამოიყენება სხვადასხვა სალათებსა და დესერტებში, სასმელებში და ნაყინში. ხშირად ნაყოფს ჭრიან შუაზე და მიირთმევენ უბრალოდ გაცივებულს.
-
რა არის გრავიოლა?
ანონასებრთა ოჯახი
ანონასებრთა ოჯახი (Annonaceae) აერთიანებს 120-მდე მცენარის სახეს ტროპიკულ ამერიკაში და ათს აფრიკაში. თანდათანობით ხდებოდა მათი გავრცელება დედამიწის ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში, ყველა რაიონში. ანონას ძირითადი კულტურული სახეობებია: ანონა ჩერიმოია (A. сherimola), ეკლებიანი ანონა (A. muricata), ბადისებრი ანონა (A. reticulata), ქერცლიანი ანონა (A. Squamosa), მეწამული ანონა (A. purpurea). გამოყენებამდე აუცილებელია ნაყოფს მოსცილდეს ქერქი და თესლი. ანონა გამოიყენება ნედლი სახით, შესაძლებელია დაემატოს დესერტს, ნაყინს, რძიან კოქტეილს. შეძენისას უნდა შეირჩეს დაუზიანებელი ნაყოფი ლაქებისა და ნახეთქების გარეშე, ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ოდნავ არ შეყვითლდება და დარბილდება.