გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

ტკივილი მხრისა და ბეჭის მიდამოში

 ტკივილი მხრისა და ბეჭის მიდამოში

 

 კარდიოლოგ დავით მალიძეს–გამარჯობათ, ვარ 23 წლის პროფესიონალი კომპიუტერის მოსამსახურე , დროის უმეტეს ნაწილს  ვატარებ კომპიუტერთან მჯდომი. ჩემი წონაა 90 კგ და სიმაღლე 183 სმ. მე ვგრძნობ ტკივილს  მარცხნივ მაღლა ბეჭის მიდამოში,  რომელიც გადადის მხარზე, ბრუნდება და ჩადის   გულის უკან, როცა ვმუშაობ ან ვაკეთებ ვარჯიშებს ტკივილი გამდის, მაგრამ როდესაც ვწვები საწოლში, ტკივილი ბრუნდება , ტკივილი საშუალო სიძლიერისაა და არ იზრდება. ტკივილი მეწყება,  მაშინ როდესაც,  ძილის წინ ვწვები პირაღმა. როდესაც ვიცვლი მდგომარეობას და ვბრუნდები გვერდზე ტკივილი ქრება . ბოლო დროს მოვიმატე წონაში, ვარჯიშობ დღეში 30–45 წუთი მაგრამ, ადრე უფრო მეტს ვარჯიშობდი. მაინტერესებს თქვენი აზრი ეს ხომ არ არის გულის პრობლემა?>>>
–  თქვენ რაც აღწერეთ  ვფიქრობ, რომ არ არის დაკავშირებული გულთან. მე ვეჭვობ რომ  თქვენ სწორად არ მიუთითებთ გულის მდგომარეობას, პაციენტთა უმეტესობას მიაჩნია რომ გული ჩვეულებრივად მდებარეობს გულმკერდის მარცხენა მხარეს, როდესაც სინამდვილეში ის უფრო  გულმკერდის ცენტრშია მოთავსებული. თქვენ აღწერთ გრძელ გზას ტკივილის აღმოცენებასა და მის  გულთან მისვლამდე, რაც გულის ტკივილისთვის არ არის დამახასიათებელი. აგრეთვე გულის  ტკივილისთვის არ არის დამახასიათებელი სხეულის პოზიციის ცვლის დროს ტკივილის შეწყვეტა.  სწორია,რომ თქვენ  ცდილობთ წონის შენაჩუნებას . ამისათვის საჭიროა ან ფიზიკური დატვირთვების გაძლიერება  ან დიეტაზე ყოფნა, ან ორივე ერთად.  ტკივილი რომელსაც თქვენ აღწერთ თავისი ბუნებით დაკავშირევულია სხეულის პოზიციასთან , შესაძლოა ხშირად გიწევთ კომპიუტერთან უხერხულ პოზიციაში ჯდომა. ამ დროს ხშირად ვითარედება სინდრომი რომელსაც ეწოდება მხრის  ”ტუნელის” სინდრომი. რომლის დროსაც ხდება ნერვული კონის ჩაჭედვა   კუნთებს შორის და რომელიც ხშირად თავისთავად ქრება,   სხეულის პიზიციის კორექტირებით. ის ფაქტიც,რომ თქვენ ტკივილი გეწყებათ დაწოლილ მდგომარეობაში,    მიუთითებს ამ სიმპტომზე. მაგრამ, რადგან თვენ ამბობთ რომ ტკივილი გადადის გულის მიდამოში, არ იქნება ურიგო, საკუთარი თავის  დასამშვიდებლად  გადაგეღოთ 12 განხრიანი ელექტროკარდიოგრამა.  რომელიც გამორიცხავდა  გულის  პრობლემას.

 

რობოტული აორტო–კორონარული შუნტირება

რობოტული აორტო–კორონარული შუნტირება

 

ბატონ დავით მალიძეს!  ბატონო დავით, გაკეთებული მაქვს რობოტული აორტო–კორონარული შუნტირება 3 წლის წინ გერმანიაში. ვარ 63 წლის. დღემდე მრჩება ტკივილი გულმკერდის მიდამოში. ჩემი მარცხენა ძუძუსთავი ძალიან მტკივნეულია შეხებისას. ოპერაციის შემდეგ ამ ადგილზე არ მქონდა შეგრძნება, მაგრამ შემდგომში იგი გახდა თანდათან მგრძნობიარე, თან მტკივნეულად მგრძნობიარე.  გულმკერდის მარჯვენა მხარე მტკივა, როდესაც ვაკეთებ ღრმა ამოსუნთქვას . ეს მხარეც თავიდან იყო უგრძნობი და შემდგომში გახდა მგრძნობიარე და მტკივნეული. ვმკურნალობდი დექსალგინით, ლიდოკაინის „ნაკლეიკებით“, კუნთების მოსადუნებელი პრეპარატებით, გაკეთებული მაქვს გულმკერდის რენტგენოგრაფია, რომელმაც არაფერი არ აჩვენა. ოპერაციის წინ მითხრეს რომ ნაკლები ტკივილი მექნებოდა, ახლა ვნანობ, რატომ ჩვეულებრივი ოპერაცია არ გავიკეთე. ხომ ვერ მეტყვით რაიმე ახალს, რამაც შეიძლება დამეხმაროს ტკივილის შეჩერებაში?

 

 

– რობოტული აორტო–კორონარული შუნტირება მართალია ნაკლებად ტრავმულია, მაგრამ ახასიათებს გულმკერდის ნერვების დაზიანება და სავარაუდოთ ეს არის თქვენი ტკივილის მიზეზი გულმკერდის მიდამოში. ამ დროს ჩვეულებრივ მკურნალობენ B12 ვიტამინით, ან მისი გაუმჯობესებული ვარიანტით მეთილკობალამინით, ხოლო რეზისტენტულ შემთხვევებში გაბაპენტინით.  კარდიოქირურგი ამ შემთხვევაში ვერაფერს დაგეხმარებათ და სჯობს მიმართოთ გამოცდილ ნევროპათოლოგს. სხვათა შორის, თქვენ ღებულობთ კარდიოლოგიურ წამლებს? ხომ არ იღებთ სპირინოლაქტონს ან დიგოქსინს? რადგან ორივე ამ წამალს გვერდითი ეფექტებიდან ახასიათებს ძუძუსთავების მტკივნეულობა და შეშუპება. რაც შეეხება ოპერაციის ტიპს, ამაზე ნუ დარდობთ, ხალხი ოცნებობს რობოტული კარდიოქირურგიული ოპერაციის გაკეთებაზე. ჩვეულებრივი ოპერაციით შესაძლოა უფრო მეტი და მძიმე გართულებებთან გქონოდათ საქმე.

Login icon