ნატრიუმის არხების ბლოკატორებით ჩატარებული პროვოკაციული ტესტი ბრუგადას სინდრომის დიაგნოსტიკისთვის: უსაფრთხოება და პოზიტიურობის პრედიქტორები

 

ნატრიუმის არხების ბლოკატორებით ჩატარებული პროვოკაციული ტესტი ბრუგადას სინდრომის დიაგნოსტიკისთვის: უსაფრთხოება და პოზიტიურობის პრედიქტორები

ნატრიუმის არხების ბლოკატორებით პროვოკაციული (ნაბპ) ტესტი  გამოიყენება ფარული  ბრუგადას სინდრომის გამოსამჟღავნებლად. ფრანგმა არითმოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც გააკეთეს იმის დემონსტრირება,  რომ რომ ნატრიუმის არხების ბლოკატორებით განხორციელებული პროვოკაციული ტესტი  -  უსაფრთხოა საოჯახო სკრინინგისთვის და აგრეთვე ძალიან ახალგაზრდა პაციენტებისთვის. ასევე  მოხდა იმის დემონსტრირება, რომ ეკგ-ზე  II და  III  განხრებში ღმა და ფართო S კბილები და  აგრეთვე aVR განხრაში დიდი  R  კბილი წარმოადგენს პრედიქტორებს, რომელთა არსებობის დროსაც (ნაბპ) ტესტი დადებითია. ექიმებისთვის ყურადღების მისაქცევია აგრეთვე, ის, რომ ამ კბილების სწრაფი ზრდა  ხშირად იწვევს გართულებებს ტესტის დროს. თუმცა მიუხედავად იმპულსის გატარებაში არსებული დარღვევების არსებობისა,  QRS კომპლექსის გაფართოება არ არის დაკავშირებული გართულებებთან და არ წარმოადგენს ტესტის შეწყვეტის კრიტერიუმს.  

სრული ტექსტის სანახავად დააწკაპუნეთ ქვემო სურათს.

 brugada statiistvisPDF

Login icon