ბრუგადას სინდრომი

  • ბრუგადას სინდრომის პირველი შემთხვევა საქართველოში: კლინიკური და მოლეკულურ-გენეტიკური დადასტურება

    brugada syndrome dr raj santan 6 638

    მაია გელბახიანი, პაატა ქავთარია, დავით მალიძე,  მაია ხელაძე,  მალხაზ გაბისონია, სოსო ბაქარაძე.

    საჩხერის რაიონული საავადმყოფო, სამედიცინო კავშირი “დოსტაქარი”
    ბრუგადას (Brugada) სინდრომი (ბს) პირველად აღწერილი იყო ძმები პედრო და ჯოზეფ ბრუგადების მიერ 1992წ, როგორც კლინიკურ-ელექტროკარდიოგრაფიული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა (RBBB), ST სეგმენტის სპეციფიკური ელევაცია გულმკერდის მარჯვენა პრეკორდიალურ განხრებში, პარკუჭოვანი რიტმის მძიმედარღვევები, სინკოპე და უეცარი კარდიული სიკვდილი. ავტორებმა წარმოადგინეს მონაცემები 8 პაციენტის შესახებ (6 კაცი და 2 ქალი) სინკოპეს განმეორებითი ეპიზოდებით, რისი ძირითადი მიზეზიც იყო პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიით პროვოცირებული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (პტ) [5].
    უეცარი კარდიული სიკვდილი - ლეტალობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია განვითარებულ ქვეყნებში – მისი სიხშირე არანაძალადევი სიკვდილის შემთხვევების 15-20 %-მდეა [9]. ახალგაზრდებში უეცარი სიკვდილის ერთ-ერთ ცნობილ მიზეზადითვლება ბს. ზოგიერთი მონაცემით ეს სინდრომი სტრუქტურულად ნორმალური გულის მქონე ახალგაზრდათა უეცარისიკვდილის 50%-ზე მეტ შემთხვევას განაპირობებს [9]. 

  • ნატრიუმის არხების ბლოკატორებით ჩატარებული პროვოკაციული ტესტი ბრუგადას სინდრომის დიაგნოსტიკისთვის: უსაფრთხოება და პოზიტიურობის პრედიქტორები

     

    ნატრიუმის არხების ბლოკატორებით ჩატარებული პროვოკაციული ტესტი ბრუგადას სინდრომის დიაგნოსტიკისთვის: უსაფრთხოება და პოზიტიურობის პრედიქტორები

    ნატრიუმის არხების ბლოკატორებით პროვოკაციული (ნაბპ) ტესტი  გამოიყენება ფარული  ბრუგადას სინდრომის გამოსამჟღავნებლად. ფრანგმა არითმოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც გააკეთეს იმის დემონსტრირება,  რომ რომ ნატრიუმის არხების ბლოკატორებით განხორციელებული პროვოკაციული ტესტი  -  უსაფრთხოა საოჯახო სკრინინგისთვის და აგრეთვე ძალიან ახალგაზრდა პაციენტებისთვის. ასევე  მოხდა იმის დემონსტრირება, რომ ეკგ-ზე  II და  III  განხრებში ღმა და ფართო S კბილები და  აგრეთვე aVR განხრაში დიდი  R  კბილი წარმოადგენს პრედიქტორებს, რომელთა არსებობის დროსაც (ნაბპ) ტესტი დადებითია. ექიმებისთვის ყურადღების მისაქცევია აგრეთვე, ის, რომ ამ კბილების სწრაფი ზრდა  ხშირად იწვევს გართულებებს ტესტის დროს. თუმცა მიუხედავად იმპულსის გატარებაში არსებული დარღვევების არსებობისა,  QRS კომპლექსის გაფართოება არ არის დაკავშირებული გართულებებთან და არ წარმოადგენს ტესტის შეწყვეტის კრიტერიუმს.  

    სრული ტექსტის სანახავად დააწკაპუნეთ ქვემო სურათს.

     brugada statiistvisPDF

Login icon