მარჯვენა პარკუჭის პეისინგი

  • ჰისის კონის პეისინგი: მიმოხილვა

    24174365 10210896796240536 8464083294978850955 nთეზისი:ტრადიციული, მარჯვენა პარკუჭის პეისინგი (RVP) დაკავშირებულია მიოკარდიუმის ისეთ გვერდით ცვლილებებთან, როგორიცაა პარკუჭოვანი დისფუნქცია, მიტრალური სარქვლის ფუნქციონალური უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის დილატაცია, და გარდა ამისა წინაგულოვანი და პარკუჭოვანი არითმიები.

    ჰისის კონის პეისინგი (HBP) პრაქტიკაში დამკვიდრდა, როგორც მარჯვენა პარკუჭის პეისინგის მყარი და საიმედო ალტერნატივა. HBP მედიცინაში არსებობს 1970 წლიდან, მაგრამ მისი გამოყენება არ ხდებოდა, თვით 2000 წელს ადამიანებზე ჩატარებული კვლევების შემდეგაც კი. თუმცა ბოლო წლებში ამ მეთოდისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ ის წარმოადგენს პერსპექტიულ და დიდი იმედის მომცემ მეთოდს პარკუჭების სინქრონული პეისინგის მისაღწევად. ფართო კვლევებმა აჩვენა რომ HBP არის გამოყენებადი, უსაფრთხო და ტრადიციულ მარჯვენა პარკუჭის პეისინგთან შედარებით, უკეთესი გამოსავლების მქონე მეთოდი. ის აგრეთვე ჩამოყალიბდა ბივენტრიკულური პეისინგის ალტერნატიულ მეთოდად გულის რესინქრონიზაციურ თერაპიაში (CRT). დღესდღეობით შესაძლებელია მიოკარდიუმის კუმშვადობის დისფუნქციის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირება კარდიო სტიმულაციის ჩატარების წინ და თანამედროვე კვლევებიდან გამომდინარე ჰისის კონის პეისინგის ჩაყენება ,მარჯვენა პარკუჭის პეისინგის მაგივრად. ან იმ პაციენტებში სადაც ჩაყენებული იყო მარჯვენა პარკუჭის პეისინგი, რომელმაც გამოიწვია გულის ჰემოდინამიკური მდგომარეობის გაუარესება - მისი შეცვლა ჰისის კონის პეისინგით, ჰემოდინამიკის გამოსწორების მიზნით. აღსანიშნავია რომ აღნიშნული მეთოდიკის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებას საქართველოში უკვე ჰქონდა ადგილი 2018 წელს დოქტორ გიორგი პაპიაშვილისმიერ. 
    ამ სტატიაში თანამედროვე ლიტერატურაზე დაყრდნობით მოწოდებულია ამ მეთოდის ისტორიის, მიზანშეწონილობის, უსაფრთხოების, ტექნიკის, ეფექტურობის, უპირატესობების, გართულებების და პრობლემების ზოგადი შეფასება ასევე განხილულია HBP- ს მომავალი პერსპექტივები, რაც სასარგებლო და საინტერესო იქნება პრაქტიკოსი კარდიოლოგებისთვის, თერაპევტების და აგრეთვე სტუდენტებისთვის.

    დავით მალიძე

    ევროპის უნივერსიტეტის სრული პროფესორი,“ ჩვენი კლინიკის", “ ნიუმედის“ და "გრინ მედის“ კარდიოლოგი

    კონტაქტი: მობ: 599429203, ელქტრული ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. :  სკაიპი : vitiges63

Login icon