გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

წინაგულთა ფიბრილაციის მართვა COVID 19 ინფიცირებულ პაციენტებში


ამ საკითხთან შეხება გადამაწყვეტინა არა მხოლოდ COVID 19 უაღრესად ფართო გავრცელებამ საქართველოში არამედ, წინაგულთა ფიბრილაციის (წფ) დაავადების მქონე იმ პაციენტების მიმართ,რომლებსაც ჰქონდათ წფ COVID 19 განვითარებამდე ან განუვითარდათ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ - სუმბურულმა და არაერთგვაროვანმა მიდგომამ როგორც ჰოსპიტალებში აგრეთვე ჯანდაცვის პირველად რგოლში. შევეცადე თავი მომეყარა იმ მონაცემებისთვის და აზრებისთვის რომლის გამოტანა უკვე შეძლეს ექიმებმა COVID 19 არსებობის პერიოდში. ამ საკითხის გარშემო სწორი გადაწყვეტილებების მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ექიმის თითქოსდა უმნიშვნელო შეცდომა შეიძლება პაციენტს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

რა თქმა უნდა აქ მოცემული სამედიცინო რჩევები, არ წარმოადგენს საყოველთაო გაიდლაინით განტკიცებულ უნივერსალურ რეკომენდაციებს, რადგან დამყარებულია მცირე რაოდენობის კვლევებზე და დაკვირვებაზე, მაგრამ იმედი მაქვს კარდიოლოგებს, ოჯახის ექიმებს უფრო მეტ დამაჯერებლობას მისცემს ასეთი პაციენტების მართვაში.

მიუხედავად აქ მოცემული რჩევებისა, ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტის სპეციფიკურობის გათვალისწინებით.

რა არის ახალი 2020 წლის ESC კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებში მწვავე კორონარული სინდრომების მართვის შესახებ პაციენტებში, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (NSTE-ACS)?

რა არის ახალი 2020 წლის ESC კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებში მწვავე კორონარული სინდრომების მართვის შესახებ პაციენტებში, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (NSTE-ACS)?

 დავით მალიძე, კარდიოლოგი

 

გულის იშემიური დაავადებით დაავადებულთა უმეტესობა აღნიშნავს NSTEACS- . NSTEACS– ის მართვა იწყება სწორი დიაგნოზით, სწორი ფარმაკოთერაპიის დროული დაწყებით, კორონარული ანგიოგრაფიის / ჩარევის პროცედურებით და მეორადი პროფილაქტიკური მენეჯმენტით. ESC NSTEACS- ის ბოლო სახელმძღვანელოდან 5 წლის შემდეგ, რას გვთავაზობს 2020 წლის ახალი რეკომენდაციები?

Egpg p0XkAA8EvB

ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები - გულის დამხმარე შაქრიანი დიაბეტის წამლები, თუ შაქრიანი დიაბეტის დამხმარე კარდიოლოგიური წამლები.

ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები - გულის დამხმარე შაქრიანი დიაბეტის წამლები, თუ შაქრიანი დიაბეტის დამხმარე კარდიოლოგიური წამლები.

datkinioDAPA-HF კვლევამ, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპის კარდიოლოგთა 2019 წლის კონგრესზე, აჩვენა კარდიოვასკულური სიკვდილობის 18 % იანი შემცირება პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ განდევნის ფრაქცია 40 % ან მასზე ნაკლები. აქამდე შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები აქვეითებდნენ მხოლოდ გლუკოზის შემცველობას პლაზმაში და არ იწვევდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სიკვდილობის შემცირებას. ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად გლიტაზონები აუარესებდნენ კიდეც ამ მონაცემებს). ახალი SGLT2 ინჰიბიტორების შესახებ ჩვენ ინტერვიუ ავიღეთ პროფესორ - დავით მალიძესთან.

ჰისის კონის პეისინგი: მიმოხილვა

24174365 10210896796240536 8464083294978850955 nთეზისი: ტრადიციული, მარჯვენა პარკუჭის პეისინგი (RVP) დაკავშირებულია მიოკარდიუმის ისეთ გვერდით ცვლილებებთან, როგორიცაა პარკუჭოვანი დისფუნქცია, მიტრალური სარქვლის ფუნქციონალური უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის დილატაცია, და გარდა ამისა წინაგულოვანი და პარკუჭოვანი არითმიები.

ჰისის კონის პეისინგი (HBP) პრაქტიკაში დამკვიდრდა, როგორც მარჯვენა პარკუჭის პეისინგის მყარი და საიმედო ალტერნატივა. HBP მედიცინაში არსებობს 1970 წლიდან, მაგრამ მისი გამოყენება არ ხდებოდა, თვით 2000 წელს ადამიანებზე ჩატარებული კვლევების შემდეგაც კი. თუმცა ბოლო წლებში ამ მეთოდისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ ის წარმოადგენს პერსპექტიულ და დიდი იმედის მომცემ მეთოდს პარკუჭების სინქრონული პეისინგის მისაღწევად. ფართო კვლევებმა აჩვენა რომ HBP არის გამოყენებადი, უსაფრთხო და ტრადიციულ მარჯვენა პარკუჭის პეისინგთან შედარებით, უკეთესი გამოსავლების მქონე მეთოდი. ის აგრეთვე ჩამოყალიბდა ბივენტრიკულური პეისინგის ალტერნატიულ მეთოდად გულის რესინქრონიზაციურ თერაპიაში (CRT). დღესდღეობით შესაძლებელია მიოკარდიუმის კუმშვადობის დისფუნქციის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირება კარდიო სტიმულაციის ჩატარების წინ და თანამედროვე კვლევებიდან გამომდინარე ჰისის კონის პეისინგის ჩაყენება ,მარჯვენა პარკუჭის პეისინგის მაგივრად. ან იმ პაციენტებში სადაც ჩაყენებული იყო მარჯვენა პარკუჭის პეისინგი, რომელმაც გამოიწვია გულის ჰემოდინამიკური მდგომარეობის გაუარესება - მისი შეცვლა ჰისის კონის პეისინგით, ჰემოდინამიკის გამოსწორების მიზნით. აღსანიშნავია რომ აღნიშნული მეთოდიკის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებას საქართველოში უკვე ჰქონდა ადგილი 2018 წელს დოქტორ გიორგი პაპიაშვილის მიერ. 
ამ სტატიაში თანამედროვე ლიტერატურაზე დაყრდნობით მოწოდებულია ამ მეთოდის ისტორიის, მიზანშეწონილობის, უსაფრთხოების, ტექნიკის, ეფექტურობის, უპირატესობების, გართულებების და პრობლემების ზოგადი შეფასება ასევე განხილულია HBP- ს მომავალი პერსპექტივები, რაც სასარგებლო და საინტერესო იქნება პრაქტიკოსი კარდიოლოგებისთვის, თერაპევტების და აგრეთვე სტუდენტებისთვის.

დავით მალიძე

ევროპის უნივერსიტეტის სრული პროფესორი,“ ჩვენი კლინიკის", “ ნიუმედის“ და "გრინ მედის“ კარდიოლოგი

კონტაქტი: მობ: 599429203, ელქტრული ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. :  სკაიპი : vitiges63

Login icon

ძებნა

მენიუ