გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

ვიტამინი B17 - ხშირად დასმული კითხვები

ვიტამინი B17 (ამიგდალინი, ლაეტრილი)- Vitamin B 17 (Amygdalin, Laetrile)- Амигдалин (Лаэтрил, Витамин В17)


b171) რა არის ლაეტრილი (იგივე ვიტამინი B17 ან ამიგდალინი)
ლაეტრილი, ანუ იგივე ვიტამინი B17 ანუ იგივე ამიგდალინი, არის ბუნებრივი ქიმიოთერაპიული ნივთიერება, რომელიც აღმოჩენილია 1200-ზე მეტ მცენარეში. განსაკუთრებით ისეთი ხილის თესლებში, როგორიცაა გარგარი, ატამი, ქლიავი და ვაშლი. იგი არის დიგლუკოციდის და ციანიდის რადიკალის ნაერთი, რომელსაც ორგანიზმი ადვილად შეიწოვს. ამის გამო, ლაეტრილი უჯრედული მემბრანის გავლით ადვილად აღწევს შიდა უჯრედულ შიგთავსში. სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად მათი ტიპისა, ტროფობლასტებს უწოდებენ. ეს უჯრედები შეიცავს ფერმენტებს სახელად ბეტა- გლუკოზიდაზა (გამხსნელი ფერმენტები). როდესაც ლაეტრილი რეაქციაში შედის ბეტა-გლუკოზიდაზას-თან, ლაეტრილი იშლება ორ მოლეკულა გლუკოზად, ერთ მოლეკულა ბენზალალდეჰიდად და ერთ მოლეკულა წყალბადის ციანიდად (HCN). სხეულის შიგნით, მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნური უჯრედი შეიცავს ამ ფერმენტს. მთავარია, რომ ამ რეაქციის შედეგად წყალბადის ციანიდი წარმოიქმნას.
წყალბადის ციანიდი ლაეტრილში თავისუფლად კი არ გადაადგილდება და შემდეგ გამოთავისუფლდება, არამედ იგი უნდა წარმოიქმნას. მხოლოდ და მხოლოდ ფერმენტ ბეტა-გლუკოზიდაზას შეუძლია მისი ლაეტრილიდან წარმოქმნა და შესაბამისად, მხოლოდ სიმსივნურ უჯრედზე ზემოქმედება. თუ სხეულში სიმსივნური უჯრედები არ არსებობს, მაშინ არც ბეტა-გლუკოზიდაზა არსებობს, ხოლო თუ ბეტა-გლუკოზიდაზა არ არსებობს, ესეიგი წყალბადის ციანიდიც არ წარმოიქმნება ლაეტრილიდან. ჩვეულებრივი უჯრედები ჩვენს ორგანიზმში შეიცავს ფერმენტს სახელად Rodhanese, რომელიც ანეიტრალებს ამიგდალინს. იგი არ აძლევს საშუალებას ამიგდალინს რომ წარმოქნას ციანიდი. შესაბამისად, ამიგდალინი იქცევა როგორც ჩვეულებრივი გლუკოზა და ჯანმრთელ უჯრედებს ენერგიით ამარაგებს. ავთვისებიანი უჯრედები არ შეიცავს ამ ფერმენტს (Rodhanese). მაშინ, როცა ორგანიზმში Rodhanese არ არის, ამიგდალინი აქტიურდება და გამოათავისუფლებს ციანიდის რადიკალებს ავთვისებიანი უჯრედების შიგნით, რაც მათ განადგურებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ, ძუძუმწოვართა ქსოვილში ციანიდისგან დეტოქსიკაცია ხდება მხოლოდ Rodhanes-ის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ, გოგირდოვანი შენაერთების არსებობის პირობებში, თავისუფალ ციანიდს გარდაქმნის თიოციანატად, რომელიც სრულიად არატოქსიკურია.


2) რატომ არის ლაეტრილი „აკრძალული“ ამერიკის შეერთებულ შტატებში?
არანაირი ფედერალური კანონი არ არსებობს ლაეტრილის წინააღმდეგ და იგი არც აკრძალულ ნივთიერებათა სიაში არ არის ნახსენები. კალიფორნიის შტატს აქვს განსაკუთრებული კანონი, რომელიც კრძალავს ლაეტრილის გამოყენებას ადამიანებში სიმსივნის დროს, იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე განისაზღვრება, როგორც ნეოპლაზმა. რამდენიმე სხვა შტატიც, სიმსივნის საკონსულტაციო კომიტეტებს აძლევს უფლებამსილებას, თავიანთ ნებაზე დაარეგულირონ სხვადასხვა დამტკიცებული თუ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი საშუალებების გამოყენება, და ამგვარად, ირიბად კრძალავენ ლაეტრილის გამოყენებას.

ა.შ.შ.-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გამოუშვა(FDA) რეგულაციები (და არა კანონი) ლაეტრილის შტატებს შიდა გადაზიდვისა და გაყიდვების აკრძალვის მიზნით, რითაც მიანიშნებენ, რომ ეს არის ან არალიცენზირული ახალი წამალი ან არაუსაფრთხო საკვები დანამატი. სინამდვილეში, ის არცერთი არ არის. ლაეტრილის შეძენა და პაციენტების მიერ პირადი მიზნებისთვის გამოყენება არ არის არალეგალური. ლაეტრილს, ისევე როგორც ვიტამინ C-ს ან ნიაცინს, ვერ უწოდებ არალეგალურს. კალიფორნიაში, სასამართლო გადაწყვეტილებამ დაადგინა პრცედენტი, რომლის თანახმადაც, ექიმებს აქვთ უფლება გამოიყენონ B-17 როგორც მეტაბოლური თერაპია, ოღონდ არა“ სიმსივნის განკურნების“ სახელით. 

მექსიკის საზღვართან, ა.შ.შ.-ს საბაჟო 10 წელზე მეტია ნებას რთავს ამიგდალინის გადატანს ყოველგვარი დამატებითი საბუთების გარეშე. ამიგდალინი არის გარგარის თესლში შემავალი ნივთიერება და იგი მხოლოდ საკვებ დანამატს წარმოადგენს და მეტს არაფერს.


3) რა არის ვიტმინ B-17-ის რეკომენდებული დღიური დოზა პროფილაქტიკისთვის?

დღიური დოზის მინიმუმი სიმსივნური დაავადებების კონტროლისა და ზედამხედველობის პროცესში ოფიციალურად დადგენილი არ არის, მაგრამ ძირითადი არსი არის ის, რომ საკმარისი ოდენობით B-17-ის მიიღება თუ გავყვებით ერთ-ერთს შემოთავაზებული 2 მეთოდიდან:
ერთი მეთოდი, დოქტორ კრებსის მიხედვით, გულისხმობს B-17-ის შემცველი ხილის მთლიანად ჭამას (კურკების ჩათვლით), ოღონდ იმაზე მეტი კურკა  არ უნდა შევჭამოთ, ვიდრე ამას მთლიანი ხილის შეჭმით მივიღებდით. ანუ, თუ მაგალითად დღის განმავლობაში ვჭამთ 3 ცალ გარგარს შესაბამისად, შეგვიძლია კურკები ცალკე მივირთვათ მხოლოდ ამ დოზით და არა მაგალითად ნახევარი კილო.
მეორე მეთოდის მიხედვით კი სხეულის ყოველ 10 კგ-ზე 2 გარგარის ან ატმის კურკების ან ნუშის გულის შეჭმას საკმარისზე მეტიც კია, იმისთვის, რომ სიმსივნის პროფილაქტიკა მოახდინოთ. თუმცაღა, ზუსტი დოზირება და რიცხვები შეიძლება შეიცვალოს ადამმიანის ინდივიდუალური მონაცემების - მეტაბოლიზმისა და დიეტის მიხედვით. 80 კგ კაცმა, მაგალითად, შესაძლოა შეჭამოს 17 ცალი გარგარის ან ატმის მარცვლები ყოველ დღე და მიიღოს ვიტამინ B-17-ის ბიოლოგიურად ნორმალური დოზა. (100მგ) ვიტამინ B-17-ის 2-3 ტაბლეტი მისაღები დღიური პროფილაქტიკური დოზაა.
ორი მნიშვნელოვანი შენიშვნა: ნებისმიერი რამ შეიძლება მიიღოთ ზედმეტი რაოდენობით. ზედმეტი მარცვლისა თუ თესლების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო გვერდითი მოვლენები. ეს ბუნებრივი საკვები ბიოლოგიურად რაციონალური დოზებით უნდა მივიღოთ (არაუმეტეს 30-35 მარცვლისა დღეში).


4) რა განსხვავებაა გარგრის კურკებსა და ვიტამინ B-17-ის 100 მგ-იან ტაბლეტებს შორის? რომელიმე მეორეს ჯობია? ორივე ხომ არ უნდა მივიღო?
ექიმი კრებსი ყოველთვის გვირჩევს უმი, ბუნებრივი ფორმით (მაგ; მარცვლები, კურკები) B-17 უკეთესია, ვიდრე დამუშავებული ფორმა ტაბლეტების სახით, როცა პროფილაქტიკის მიზნით ვიყენებთ. ეს ყველა სხვა საკვებზეც ვრცელდება: ვიტამინი C ბუნებრივი სახით გრეიფრუტსა და ფორთოხალში უკეთესია, ვიდრე მისი აბები. განსხვავება ისაა, რომ აბების შემთხვევაში მათი მოხმარება უფრო მოსახერხებელია; კურკებს ხანდახან მომწარო გემო აქვს და ზოგიერთს ტაბლეტის მიღება ურჩევნია. ზოგიერთ ადამიანს აქვს პროთეზის კბილები და უბრალოდ უჭირს თესლების ჩაღეჭვა. უმრავლესობა ორივე ფორმით იღებს ამ ვიტამინს. ორივეს მიღება სრულიად უსაფრთხოა. ბევრი სიმსივნიანი პაციენტი იმაზე 4 ჯერ უფრო მეტ თესლს იღებს, ვიდრე ეს ჯანმრთელი ადამინისთვისაა რეკომენდებული და 50-ჯერ უფრო მეტ აბს. არ არის აუცილებელი ორივეს ერთდროულად მიღება, მაგრამ, ამავდროულად, არც საშიში არ არის, თუკი საერთო ჯამში დოზირებას დავიცავთ.
მნიშვნელოვანია: სიმსივნიან პაციენტებში შესაძლოა მეტი ოდენობით აბის ფორმით B-17 მიღება გახდეს საჭირო, რადგან საკმარისი რაოდენობის მისაღებად, პაციენტს ძალიან ბევრი თესლის შეჭმა მოუწევს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა უსიამოვნო გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.


5) დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი. ვიტამინი B-17 ნებისმიერი ფორმის სიმსივნის შემთხვევაში მუშაობს?
ექიმი კრებსი ამბობს, რომ „დიახ“. ყვლა სიმსივნურ უჯრედს მსგავსი მახასიათებლები აქვს. სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად მათი ტიპისა, ტროფობლასტებს ეძახიან. ეს უჯრედები შეიცავს ფერმენტებს სახელად ბეტა- გლუკოზიდაზა (გამხსნელი ფერმენტები). როდესაც ლაეტრილი რეაქციაში შედის ბეტა-გლუკოზიდაზას-თან, ლაეტრილი იშლება ორ მოლეკულა გლუკოზად, ერთ მოლეკულა ბენზალალდეჰიდად და ერთ მოლეკულა წყალბადის ციანიდად (HCN). სხეულის შიგნით, მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნური უჯრედი შეიცავს ამ ფერმენტს. მთავარია, რომ ამ რეაქციის შედეგად წყალბადის ციანიდი წარმოიქმნას.


6) დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი. რა დოზით უნდა მივიღო ვიტამინი B-17, რასთან ერთად უნდა მივიღო და რამდენი ხნის განმავლობაში?

„თუ გაქვთ სიმსივნნე, უნდა ეცადოთ რაც შეიძლება მოკლე პერიოდში რაც შეიძლება დიდი ოდენობით მიიღოთ B-17. - ერნესტ თ. კრებსი. ბევრი ადამიანი მხოლოდ მარტო B-17-ს იღებს, ბევრი კი მას იღებს, როგორც დამატებით პრეპარატს. ყოველთვის ჯობია B-17-ი ვაქციოთ მრავალმხრივი სამკურნალო პროგრამის ნაწილად, რომელიც შეიცავს მრავალ სხვა დაკავშირებულ ელემენტს, რომელთაგან თითოეული თავის როლს თამაშობს თერაპიის წარმატებულად გავლაში.

რაც შეეხება დოზირებას, ექიმი კონტრერასი  Oasis of Hope Hospital -იდან გვირჩევს:
საწყისი ეტაპი: ამიგდალინი (B-17) 6 გრამი, ინტრავენური გზით (ყველაზე ეფექტური მეთოდი), დღეში ერთხელ 21 დღის განმავლობაში (2 ფლაკონი პირდაპირ ვენაში ან კათეტერით); ან ამიგდალინი 3 გრამი (6 ცალი 500 მგ-იანი ტაბლეტი), დღეში ეთხელ 21 დღის განმავლობაში. ლაეტრილთან ერთად ოასისის საავადმყოფო იყენებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს, ვიტამინ C-ს, პანგამის მჟავა (B15-ვიტამინი), ვიტამინი A, AHCC (active Hexose Correlated Compound), ანტიოქსიდანტებს, ზვიგენის ხრტილს და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რათა სიმსივნეს აგრესიულად შეუტიონ და ამავდროულად არ დააზიანონ პაციენტი
მეორე ეტაპი: ამიგდალინი 2 გრამი (4 ცალი 500მგ-იანი აბი), დღეში ერთხელ 3 თვის განმავლობაში, დამატებით მეორე ფაზისთვის განკუთვნილ მეტაბოლურ თერაპიასთნ ერთად.
მესამე ეტაპი: ან მეორე ეტაპის გაგრძელება ან პროგრამის გაგრძელება, თუ სიმსივნე რემისიაშია. B-17 წყალში ხსნადია და არაა ტოქსიკური. ის ისეთივე უსაფრთხოა, როგორც შაქარი და წყალი და კიდევ უფრო უსაფრთხო ვიდრე ასპირინი. ცოტა ადამიანს გულისრევის შეგრძნება აქვს, როდესაც ერთბაშად დიდი დოზით იღებს B-17-ს. მსგავსი რამ ადამიანს დიდი ოდენობით ერთბაშად შაქრის, მარილის ან წყლის მიღებისასაც ემართება. თუ ეს დაგემართათ, მიიღეთ მცირე ოდენობის B-17 უფრო გახშირებულად, ნაცვლად ერთბაშად მიღებისა. თუ თქვენ ახლა გაქვთ სიმსივნე, შეგიძლიათ მიიღოთ 6-დან 10-მდე 500 მგ-იანი ტაბლეტი დღეში პირველი 21-30 დღის განმავლობაში. თუ ატყობთ, რომ გულისრევა გაწუხებთ, გაყავით აბები ორად და მიიღეთ ყოველ საათში დღის განმავლობაში. ვიტამინის მიღების წინ მიირთვით რამე. პირველი 21-30 დღის მერე განაგრძეთ B-17-ის მიღება 4-6 ტაბლეტის ოდენობით დღეში შემდეგი 3 თვის განმავლობაში.

7) აუცილებელია, რომ ვიტამინი აბებისა და მარცვლების ფორმით ერთად მივიღოთ, როდესაც გავდივართ მეტაბოლურ თერაპიას?
ექიმი კონტრერასი ამბობს „დიახ“. მარცვლებში შემავალი ზოგიერთი კომპონენტი არ შედის აბებში. B-17-ის ბუნებრივი ფორმა, მარცვლები/კურკები შეიცავს ბევრ ისეთ საკვებ ნივთიერებას, რომლებიც აბებთან ერთად მოქმედებს და ეხმარება მის ქტიურ ნივთიერებებს, რომ ორგანიზმმა ადვილად შეითვისოს. დასაწყისისთვის, რეკომენდებულია, რომ B-17-ის დისტილირებულ ფორმებთან ერთად (მაგ; აბები), პაციენტებმა მიიღონ სხეულის წონის ყოველ 5 კგ-ზე 1 ცალი გარგრის მარცვლები. თუ ეს დოზირება კარგად აიტანეთ, შეიძლება მისი გაზრდა დღეში 30-35 კურკამდე. მნიშვნელოვანია: უფროსებში, საათში 6 მარცვალზე ან დღეში 30 მარცვალზე მეტი არ არის რეკომენდებული. უმჯობესია, ვიტამინის ნებისმიერი ფორმით მიღებამდე რამე შეჭამოთ. როდესაც იღებთ მარცვლებს, მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ საკმაო რაოდენობით ნიტრილოსიდური ხილიც - გარგარი, ატამი, ქლიავი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი. ხილის რბილობში არის ნივთიერება, რომელიც ანეიტრალებს ბეტა-გლუკოსიდაზას (რომელიც იწვევს გულისრევის შეგრძნებას), რომელიც ნერწყვში, კუჭსა და ნაწლავებში გამოიყოფა.

amigdalina1

 

8) გარგარის თესლები ხელმისაწვდომია კურკის ნაჭუჭში თუ კურკის გარეშე? უნდა გავტეხოთ კურკის ნაჭუჭი თესლის გამოსაღებად?
კომპანიათა უმეტესობა უკვე გარჩეულ თესლებს ყიდის, გამზადებულს შესაჭმელად.

9) რა უნდა მივიღო ვიტამინ B17-თან ერთად?
თუ სიმსივნე გაქვთ, ექიმი კონტრერასი გირჩევთ ისეთი თეაპიის კურსი გაიაროთ, რომელიც იმუნურ სისტემას გაგიძლიერებთ. ლაეტრილესთან ერთად, კონტრერასის გუნდი იყენებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს, ვიტამინ C-ს, ვიტამინ A-ს, ვიტამინ B-15-ს, ანტიოქსიდანტებს, ნიტრილოსიდურ საკვებს და სხვა ნუტრიენტებს. თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიან თერაპიაში. კუჭქვეშა ჯირკვლის ენზიმები ბუნებრივად მოიპოვება ანანასში და პაპაიაში. ისინი ასევე წარმოიშობა ჩვენს კუჭში და ცხოველური ცხიმების გადამუშავებაში გვეხმარება. მათი ფუნქციაა დაწვას უარყოფითი ცხიმის ფენა, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს გარს არტყავს და იცავს მათ.
მეტაბოლური თერაპიის მიზანი არის საერთო სიჯანსაღის, მხნეობის აღდგენა. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, როდესაც პაციენტები ალტერნატიულ მედიცინას მიმართავენ ხოლმე, მათი სხეული უკვე ძალიან დასუსტებულია რადიაციის, ქიმიოთერაპიის ან თვითონ სიმსივნური უჯრედებისგან. სხვადასხვა ნუტრიენტების გამოყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საწყისი ეტაპიდანვე კარგი იდეაა. მაგალითად, Joint Fuel, Bone Meal, and Bovine cartilage დაგეხმარებათ ძვლების გაძლლიერებაში თუ თქვენ ძვლის სიმსივნე გაქვთ. Maitake and Shittake სოკოები (მეცნიერულად ყველაზე მეტად შესწავლილი სოკოები) შეიცავენ ანტივირუსულ ნივთიერება ლენტინანს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუნებელყოფს ვირუსებს. მეცნიერები და ჰოლისტიკური ექიმები თვლიან რომ სხვადასხვა თერაპიების გაერთიანება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მხოლოდ ერთი. მეტაბოლური მკურნალობის მოდიფიცირება შეიძლება ინდივიდუალურად.


10) როგორ შემიძლია B-17-ის ვენაში გადასხმა?
ნებისმიერ ექთანს ან ექიმს შეუძლია სახლის პირობებში გადაგისხათ B-17. ეს სრულიად უსაფრთხოა და არ იწვევს გვერდით მოვლენებს. შეგიძლიათ ექთანს, ექიმს ან მეგობარსაც კი სთხოვოთ, რომ გაგიკეთოთ ინექცია. იპოვეთ ადამიანი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ სანამ შეიძენთ B-17-ის ინექციებს. ლაეტრილას საუკეთესო შედეგები ვლინდება, როდესაც მას იყენებენ კვებითი ან მეტაბოლური თერაპიის შემადგენელ ნაწილად, რაც ამავდროულად სხვა დანამატების, ფერმენტების და ცხოველური ცხიმის გარეშე დიეტის გამოყენებასაც გულისხმობს.


11) B-17-ის გადასხმები ხომ არ შეიცავს რაიმე რისკს?
კითხვა პირიქით უნდა დაისვას - „რა რისკები არსებობს იმ შემთხვევაში, თუ უარს ვიტყვით გადასხმაზე?“ B-17-ის ინექცია არის უსაფრთხო. შაქარი ან წყალი შესაძლოა უფრო მეტად ტოქსიკური იყოს ვიდრე B-17. ლაეტრილის მომხმარებელი პაციენტები ამბობენ, რომ გრძნობენ შესამჩნევ უკეთესობას და ემატებათ მადა, უბრუნდებათ წონა, ბუნებრივი ფერი, უმცირდებათ ტკივილი და თავს უფრო კარგად გრძნობენ, უფრო იმედიანად არიან.


12) შემიძლია მივიღო B-17 ქიმიოთერაპიასთან ან რადიაციასთან ერთად თუ დაგეგმილი მაქვს ქირურგიული ოპერაცია?
ექიმები თანხმდებიან, რომ ამ შემთვევაში, მეტაბოლური მკურნალობა არამხოლოდ რეკომენდებული, არამედ აუცილებელიც კი არის. ექიმები, რომლებიც ტრადიციულ მეთოდს მიმართავენ, იყენებენ ქიმიოთერაპიას, რადიაციას, ქირურგიას, სიმსივნის დასამარცხებლად, მაგრამ ამასობაში, მთლიანად სხეულის ორგანოებსა და თავდაცვის მექანიზმს ადგება ზიანი. სიმსივნე არის ქრონიკული მეტაბოლური დაავადება და ეს უნდა გავითვალისწინოთ მკურნალობისას. ქრონიკული მიანიშნებს იმაზე, რომ მას შემდეგ რაც გამომჟღავნდება, თუ არ მიხედეს, გაუკონტროლებელი იქნება. მეტაბოლური კი ნიშნავს, რომ ერთადერთი გზა მათი გადარჩენისა არის, წყალსა და ზეთში ხსნადი ნივთიერებებით მკურნალობა. ტრადიციული მკურნალობის ნაკლი ისაა, რომ ისინი მიმართულია არა გამომწვევი მიზეზის, არამედ სიმპტომების საწინააღდეგოდ.

მეტაბოლური თერაპია კი მიმართულია საკვები ნივთიერებების დეფიციტის წინააღმდეგ და იმუნური სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად. იდეალურ ვარიანტში, ჯობია, თქვენს ექიმს ჰკითხოთ სტატისტიკა, თუ რამდენ შემთხვევაში აღმოჩნდა ქიმიოთერაპია, რადიაცია ან ქირურგიული ჩარევა წარმატებული. ასევე შეგიძლია სთხოვოთ გაჩვენოთ გამოწერილი მედიკამენტების აღწერა და შემადგენლობა. აუცილებელია წინასწარ იცოდეთ ესა თუ ის მკურნალობა წაგადგებათ თუ პირიქით, დაგაზიანებთ. ხშირად, მკურნალობა უფრო უარესი ხდება, ვიდრე თავად დაავადება. თუ ბიოფსიის ან ოპერაციის ჩატარებას გეგმავთ, სადაც სიმსივნურ უჯრედებს შეეხებიან, აუცილებელია, რომ მიიღოთ B-17, რადგან იგი გაანადგურებს დარჩენლ თავისუფალ უჯრედებს. B-17 -ს შეუძლია მხოლოდ დაგეხმაროთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ზიანს არ მოგიტანთ.


13) მე გავიარე ქიმიოთერაპიაც, რადიაციაც და ოპერაციაც. კიდევ შესაძლოა, რომ B-17 დამეხმაროს?
ექიმი კრებისთანახმად, შესაძლებელია, მაგრამ დაიმახსოვრეთ - ვიტამინ B-17-ზე დაფუძნებული თერაპია ორგანიზმს დაეხმარება შეებრძოლოს სიმსივნეს, გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას და არანაირ ზიანს არ მოგიტანთ. თუმცა მან შეიძლება ვერ შეძლოს გამოუსწოებელი მდგომარეობის გამოსწორება, რაც გადჭარბებულმა ქიმიოთერაპიებმა და რადიაციამ გამოიწვია. ნებისმიერი პაციენტი ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა იყოს მეტაბოლური მკურნალობის კანდიდატი.


14) რამდენი ხანია საჭირო შედეგების დასანახად? რამდენ ხანში გათავისუფლდება ჩემი სხეული სიმსივნური უჯრედებისგან?
ლაეტრილური მეტაბოლური თერაპიის შედეგები შეიძლება დავყოთ სუბქტურ და ობიექტურ შედეგებად:
სუბუექტური შედეგები, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებისთანავე შესამჩნევია - მცირდება ტკივილი, თავის უკეთ გრძნობა, გაზრდილი მადა, მეტი ენერგია და გამძლეობა, წონის მომატება და კუნთების გაძლიერება. ობიექტური შედეგები კი არის სისხლისა და შარდის ქიმიის გაუმჯობესება, ქსოვილის აღდგენა, შეშუპების შემცირება, ქორიონის გონადოტროპინის შემცირება სისხლის შრატში და შარდში, და სხვა სიმპტომების შემცირებას. ამ შედეგების გამოვლენას 3 კვირიდან 4 თვემდე შეიძლება დასჭირდეს. მაქსიმალური შედეგის მიღებას კი ერთ წელზე მეტი ხანიც შეიძლება დასჭირდეს. გააჩნია სიმსივნეს, კანის სიმსივნის შემთხვევაში, კანი უფრო მალე რეაგირებს, განსხვავებით, მაგალითად, ძვლებისა და ტვინისა.

amigdalina2

15) მე გადავიტანე სიმსივნე. რა დოზით უნდა განვაგრძო B-17-ის მიღება?

ექიმი კრებისი მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია პასიური მდგომარეობის შენარჩუნება დღეში 1 გრამი (1000მგ) B-17-ის აბის სახით მიღებით. თუმცა ზოგერთი პაციენტი აცხადებს, რომ უკეთესად და უფრო უსაფთხოდ გრძნობს თავს, როცა 1.5 -2 გრამდე B-17-ს იღებენ. ეს დოზა ინდივიდუალურია და პაციენტის განწყობასა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
სტრესსა და სუსტმა ჯანმრთელობამ შესაძლოა განაახლოს სიმსივნე და დაავადებული უჯრედების პროგრესირება. მათ, ვინც შეძლეს სიმსივნის გაკონტროლება, არ უნდა დავიწყონ ამ საშიშროების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლი წარმატებულად მიმდინარეობს ორ წელზე მეტ ხანს და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კარგია, საფრთხე ნაკლებია, მაშინ, შესაძლებელია, დღიური დოზის 500 მგ-მდე შემცირება.

16) რამდენად წარმატებულია ჩემი სიმსივნის ტიპის მკურნალობა?
წარმატებული მკურნალობის სტატისტიკა კონკრეტული სახეობის სიმსივნისთვის გამოანგარიშდება სიმსივნის სტადიისა და ქიმიოთერაპიით, რადიაციით, ოპერაციებითა და სიმსივნური უჯრედებით გამოწვეული დაზიანებების გათვალისწინებით. თუ დიაგნოზი ახლახანს დაგისვეს, უმჯობესია მყისიერად დაიწყოთ მეტაბოლური თერაპია. ექიმი კრებსი ამბობს, რომ წარმატების შანსი ისეთ სიმსივნურ დაავადებებში, რომლებიც არ არის მეტასტაზური და არც ქიმიოთერაპია ან რადიაცია არ ჩატარებულა სხეულზე, 98%-ია. სხვა შემთხვევებში,ყველაფერი დამოკიდებულია თუ რა სტადიზაე იმყოფება პაციენტი და რა ზიანი მიადგა მის ორგანიზმს სხვადასხვა ტრადიციული მკურნალობების შედეგად. თუ თქვენ შეგიძლიათ ჭამოთ, კუჭში გადიხართ, შარდავთ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ მეტაბოლური თერაპია.

17) რატომ არ იყენებენ ტრადიციული ექიმები B-17-ს?
ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ შორს წაგვიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბატონმა გ. ედვარდ გრიფინმა თავის წიგნში აღწერა იმ კორუფციის შესახებ, რაც წამლების კვლევების პროცესშია გამეფებული. ექიმთა უმრავლესობა ვალდებულია, მხოლოდ დაშვებული მკურნალობის სახეები გამოიყენოს. მათი უმრავლესობა არ არის დახელოვნებული მეტაბოლურ თერაპიაში და არ იციან, როგორ შეიძლება იგი გამოიყენონ სიმსივნის მკურნალობის პროცესში.

18) იმის გათვალისწინებთ, რომ სიმსივნე მეტაბოლური დაავადებაა, რა გავლენას ახდენს ორგანიზმის დაბინძურება ამ ყველაფერზე?
დამაბინძურებელი ნივთიერებები ვნებს ღვიძლს. ღვიძლი კი ორგანიზმის გამწმენდი ორგანოა. თუ ღვიძლი ორგანიზმს ასუფთავებს ზედმეტი ესტროგენისგან, იმ შემთხვევაში, როცა ღვიძლი ზიანდება, ესტროგენის მაჩვენებელი სხეულში მაღლა იწვევს, რამაც სიმსივნე შეიძლება გამოიწვიოს. როდესაც შეწამლულ ვაშლს ვჭამთ, ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. თუ დიდი რაოდენობით B17-ეს ვიღებთ, ამის შანსი ბევრად მცირდება, თუმცა ამ დამაბინძურებელმა ნივთიერებებმა მაინც შეიძლება გამოიწვიონ ციროზი.


19) ეფექტურია თუ არა B17 გარემო და სამედიცინო რადიაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ?
არა. ისტორიის განმავლობაში, ასეთი კონცენტრაციით რადიაციის გამოსხივება არ იყო მოსალოდნელი. ამან შესაძლოა ორგანიზმი ნორმალური წყობიდან გამოიყვანოს და ამის საწინააღმდეგოდ არანაირი მექანიზმი არ არსებობს. მათ შორის არც B 17 ვიტამინს გააჩნია ასეთი მექანიზმი.


20) როგორ პირობებში უნდა შევინახოთ ნაჭუჭიდან ამოღებული თესლები?
მათი შენახვა საჭიროა ჰერმეტულად მაცივარში.


21) ქმნის თუ არა B 17 ვიტამინის მიღება სხვა წმლებთან ერთად მიღება ? (დიაბეტის, ქოლესტერინის საწინააღმდეგო, კუჭის წყლულის, არტერიული ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო).

მეტაბოლური თერაპიის მიმდევარი ექიმები თანხმდებიან, რომ სიმსივნე არის სისტემური ან მეტაბოლური დააადების ადგილობრივი გამოვლინება. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთმა პრე-სიმპტომმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ავთვისებიანი სიმსივნის განვიითარებას. მეტაბოლური თერაპია მკურნალობს მთელ სხეულს, არამხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს.
შეგიძლიათ მიიღოთ მეტაბოლური თერაპია და ეს ხელს არ შეუშლის სხვა წამლების მოწმედებას, რომლებსაც იღებთ. არ არის არანაირი ნივთიერება ცნობილი, რომელიც უკურეაქციას იწვევს ლაეტრილთან ერთად მიღებისას. მეტაბოლური თერაპიის იდეა ისაა, რომ მოძლიერდეთ და არ დაგჭირდეთ მთელი ცხოვრება მედიკამენტებზე დამოკიდებული იყოთ.

22) არსებობს რაიმე მტკიცებულებები, რომ ამ მკურნალობამ ვერ გაამართლა?
დიახ. სამწუხაროდ, ხშირად პაციენტები მხოლოდ მაშინ იგებენ ან მიმართავენ ალტერნატიულ მკურნალობას, როდესაც უკვე ძალიან გვიანია ან მათი სხეული სხვა მკურნალობების შედეგად ძალიანაა დასუსტებული და დაზიანებული. B-17 ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც შესაბამისი პირობებში ეხმარება და აძლიერებს სხეულს. თუმცა ის არ უნდა გვეგონოს რაიმე ჯადოსნური აბი, რომელიც სასწაულებს მოახდენს და საბოლოოდ გააქრობს სიმსივნეს.


23) თუ ვიტამინი B-17 კლავს სიმსივნეს ციანიდის გამოყენებით, შესაძლებელია რომ მან ჯანსაღი უჯრედებიც მოკლას?

არავითარ შემთხვევაში. ჩვეულებრივი უჯრედები ჩვენს ორგანიზმში შეიცავს ფერმენტს სახელად Rodhanese, რომელიც ანეიტრალებს ამიგდალინს. იგი არ აძლევს საშუალებას ამიგდალინს რომ წარმოქნას ციანიდი. შესაბამისად, ამიგდალინი იქცევა როგორც ჩვეულებრივი გლუკოზა და ჯანმრთელ უჯრედებს ენერგიით ამარაგებს. ავთვისებიანი უჯრედები არ შეიცავს ამ ფერმენტს (Rodhanese). მაშინ, როცა ორგანიზმში Rodhanese არ არის, ამიგდალინი აქტიურდება და გამოათავისუფლებს ციანიდის რადიკალებს ავთვისებიანი უჯრედების შიგნით, რაც მათ განადგურებას იწვევს.

amigdalina3

კითხვა პასუხი თარგმნილია წიგნიდან:  THE ULTIMATE GUIDE TO VITAMINB-17 METABOLIC THERAPY

                                                                                            PublishedbyWorldwithoutcancer.org.uk  Editor  COPYRIGHT© 2000

                                                                                            Address Enquiries to the Publisher: Worldwithoutcancer.org.uk PO Box 2038 Leigh-on-Sea SS9                                                                                               2ZB First Edition June, 2001

გაფთხილება: ზემოთ აღნიშნული მკურნალობის ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით.

Login icon