Antithrombotic Therapy for VTE Disease: CHEST Guideline 2016
თრომბოზი, საზოგადოდ, სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესია. ამ პათოლოგიური პროცესის შედეგად შესაძლოა სისხლძარღვის სანათური ნაწილობრივ შევიწროვდეს ან სრულიად დაიხშოს. თრომბების წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლის ნაკადის შენელება, სისხლძარღვის შიგნითა გარსის - ენდოთელიუმის დაზიანება და სისხლის თვისებების შეცვლა. ღრმა ვენების თრომბოზი - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ღრმა ვენებში თრომბები ყალიბდება. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს ვენების კედლის ანთება (ფლებიტი), ამიტომ დაავადებას ღრმა ვენების თრომბოფლებიტსაც უწოდებენ. რამდენადაც თრომბოზს პრაქტიკულად ყოველთვის ახლავს თან ფლებიტი, თრომბოზისა და თრომბოფლებიტის დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან არის გაიგივებული. ვენებში თრომბის წარმოქმნის შემდეგ თრომბის გარშემო ანთება ვითარდება, თრომბი ვენის კედელს მიემაგრება, რაც ამ უკანასკნელის დაზიანებას და ანთებას იწვევს. შემდგომ დაავადება პროგრესირებს. სისხლის ნაკადის ზემოქმედებით თრომბის ნაწილი შესაძლოა მოწყდეს, ვენურ სისტემაში გავრცელდეს და დაბრკოლება შექმნას. თრომბის მდგომარეობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს და მისი ფრაგმენტაცია გამოიწვიოს ნებისმიერმა კუნთოვანმა შეკუმშვამ, ამიტომ ზოგჯერ უმნიშვნელო მოძრაობაც კი სახიფათოა - შესაძლოა, თრომბი დაზიანდეს, წვრილ ნაწილებად დაიშალოს და სისხლის ნაკადთან ერთად ორგანიზმში გავრცელდეს. თრომბის მოწყვეტილი ნაწილები ყველაზე ხშირად ფილტვის არტერიის სისტემაში ხვდება - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას (თრომბის ნაწილის ჩაჭედვის გამო სისხლძარღვის დახშობას) განაპირობებს, შედეგად კი გულისა და ფილტვის უკმარისობა ვითარდება. ამრიგად, ღრმა ვენებში არსებული თრომბები პოტენციურად უფრო საშიშია, ვიდრე ზედაპირულ ანუ კანქვეშ განთავსებულ ვენებში არსებული თრომბები
Antithrombotic Therapy for VTE Disease: CHEST Guideline 2016
გაიდლაინის სრული ვარიანტის სანახავად დააწკაპუნეთ ქვემო სურათზე