გელენკ ნარუნგი = კარტილა ნარუნგი

{jcomments on}


038გელენკ ნარუნგი-კარტილა ნარუნგი

ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული გერმანული ხარისხის საკვები კონცენტრატი სახსრებისთვის გელენკ ნარუნგი
• აღკვეთს სახსრებსა და მალთაშორის ხრტილოვან ქსოვოლებში რღვევას
• ააქტიურებს სახსარშიდა (სინოვიური) სითხის გამომუშავებას
• ხელს უწყობს მენისკების ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას
• ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს. სახსრებსა და ხერხემალზე დიდი დატვირთვის, მაგ დიდი წონის დროს;
• რეკომენდებულია როგორც სახსრების ხრტილოვანი ქსოვილების, ხერხემლის ამინომჟავების წყარო და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული პროცესის თავიდან აცილების საშუალება


გერმანული კომპანია „ProVista AG”-ს მიერ წარმოებული საკვები კონცენტრატი „გელენკ ნარუნგი“ (გერმანულად - სახსრების საკვები) უკვე 35 წელია გამოიყენება ევროპაში, როგორც სახსრების, საყრდენ-მამოძრავებელი და ხრტილოვანი ქსოვილის (რეგენერაციის) უნარის მქონე ნატურალური საშუალება (იგი გერმანიაში რეგისტრირებულია როგორც დიეტური საკვები კონცენტრატი, რომელიც შეესაბამება გერმანიის დიეტური კვების სტანდარტის № 14 პარაგრაფს).
ცნობები ფირმის შესახებ. კომპანია „ProVista AG”-ს (გერმანია ქ. ჰანოვერი) მიზანია შექმნას თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია, ადამიანის ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის. იყენებს რა მძლავრ ტექნიკურ ბაზას და სამეცნიერო პროგრესის უკანასკნელ მიღწევებს. კომპანია აღწევს ნედლეულის შერჩევის დამუშავების და საჭირო ნივთიერებების მაღალ ხარისხს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მომთხოვნი ევროპელი უკვე 35 წელია იყენებს მის პროდუქციას.
რა იწვევს სახსრების დაავადებებს? იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელიც ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებს მოძრაობის უნარს და მოქნილობას. ამის ძირითადი მიზეზია - სახსრების (სინოვიალური) დაავადებები. მუხლის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის სახსრები ერთმანეთის მსგავსია იმით, რომ მათში თავს იყრის ძვლების დაბოლოებები. ისინი გარშემორტყმულია სასახსრე ჩანთით, რომელიც ავსებულია ბლანტი სითხით, რომელსაც სინოვიალური ეწოდება. ძვლების დაბოლოებები დაფარულია მკვრივი ნივთიერებით ხრტილით. რომელიც აგებულია სინოვიალური სითხის მიერ მიწოდებული ნივთიერებებისგან. თუ ორგანიზმში რაიმე მიზეზით ამ ნივთიერებების გამომუშავება ირღვევა, მაშინ ხრტილის სიდიდე მცირდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის შენელებას და საბოლოოდ მის ნაწილობრივ ან მთლიანად განლევას. შედეგად წარმოქმნება ტკივილი, ანთება და მოძრაობის უნარი ქვეითდება.

რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზი?
ძვლოვანი სისტემის პრობლემების შესწავლისას აუცილებელია განვიხილოთ ცილები. ცილა არის საკვებში შემავალი ერთ ერთი ყველაზე რთული კომპონენეტი. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - მშენებლობაა. ცილის სპეციფიკური სახეობის - კოლაგენისგან- შედგება სახსრების ხრტილოვანი ზედაპირები და ხერხემალთა შორისი დისკები. ყველა ცილა აგებულია „პატარა აგურების“ - ამინომჟავებისგან. ზოგიერთი მათგანს გამოიმუშავებს თვით ადამიანი (მათ შეცვლადები ეწოდება), ხოლო ამინომჟავების სხვა ჯგუფს -შეუცვლელებს - ადამიანი იღებს მხოლოდ საკვების საშუალებით.
მაგრამ თანამედროვე ცივილიზაციის სამეცნიერო- ტექნიკური პროგრესით გამოწვეულმა ინტენსიურმა აგროტექნიკურმა მეთოდებმა, საკვები პროდუქტების არასწორმა დამუშავებამ და რაფინირებამ გამოიწვია ის, რომ გაწმენდასთან ერთად საკვებიდან გაქრა ადამიანისთვის აუცილებებლი შეუცვლელი ბუნებრივი ნივთიერებები.
ამიტომ, ჩვენი არასწორი კვების შემთხვევაში, ორგანიზმში წარმოიქმნება შეუცვლელი ამინომჟავების დეფიციტი, რასაც შედეგად მოჰყვება ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის დარღვევა და, აქედან გამომდინარე, სახსრების დაავადებები.
წამლებით ზედმეტი გატაცებაც ამინომჯავების უკმარისობის მიზეზია. მსოფლიოში ასეული მილიონი ადამიანი ცხოვრობს „ტაბლეტებზე“ . მაგრან წამლები ხომ არ კურნავენ თვით ავადმყოფობებს, ისინი მხოლოდ სიმპტომების მოხსნას უწყობენ ხელს. ტაბლეტს შეუძლია „გამორთოს“ ტკივილი, მაგრამ იგი ხშირად, არ კურნავს ტკივილის გამომწვევ მიზეზს.
კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ სახსრების დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული თანამედროვე მედიკამენტური საშუალებები იძლევიან ხანმოკლე დადებით ეფექტს, თუმცა პრაქტიკულად აჩქარებენ სასხრის პროგრესირებად დაშლას. ამ წამლების გამოყენება, ასევე დაკავშირებულია გვერდით ეფექტებთან, რომლებშიც შედის კუჭ-ნაწლავის აშლილობები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სწორედ ამიტომ ისინი ინიშნება დროის მოკლე პერიოდით.
ამგვარი პრეპარატებისგან პრინციპულად განსხვავდება სახსრების საკვები კონცენტრატი „გელენკ ნარუნგი“, რომელიც აწოდებს რა ორგანიზმს აუცილებელ ამინომჟავებს, ხელს უწყობს ორგანიზმს თვითონ მოახდინოს, ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა, რაც თავის მხრივ ხსნის ტკივილს, ანთებას და ზრდის მოძრაობის მოცულობას.
ამრიგად, ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერებების ხელოვნურად მიწოდებით (ანუ ცილების გახლეჩის ნატურალური, ბუნებრივად დაბალანსირებული კომპლექსის -ამინოჟავების და პეპტიდების თავისუფალი სახით მიღებით) შესაძლებელი გახდა სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გაჯანსაღება ბუნებრივი გზით. ამგვარად მიღებული ამინომჟავები და პეპტიდები არ საჭიროებენ ორგანიზმის შემდგომ გადამუშავებას, სწრაფად შეიწოვებიან (აბსორბირდებიან) სისხლში და მონაწილეობას იღებენ ცილის სინთეზში. ორგანიზმში ამ ფორმების მოხვედრა იწვევს შემაერთებელი ქსოვილის სწრაფ აღდგენას და გაჯანსაღებას (განსაკუთრებით, ტრავმებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში).

რა არის და რისგან მზადდება „გელენკ ნარუნგი“
„გელენკ ნარუნგი“ ფიზიოლოგიური მდგომარეობის მაკორექტირებელი ნატურალური პროდუქტია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გასაჯანსაღებლად. იგი ნატურალური პროდუქტია და მიღებულია ცხოველური წარმოშობის (ხბოს) ცილებისგან ჰიდროლიზირებული კოლაგენის გამოყოფის შედეგად. იგი ბიოლოგიური შემადგენლობით ხრტილების, მყესების და იოგების შემადგენლობის მსგავსია (იხ ცხრილი), რაც საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში იქნეს აღდგენილი მენისკების, ხერხემალთაშორისი ფირფიტების ხრტილოვანი ზედაპირი.
„გელენკ ნარუნგი“ შეიცავს ადამიანის ორგანიზმში არსებული 28 ამინომჟავისგან 19-ს, რომელთაგან 9 შეუცვლელია (იხ. ცხრილი, * შეუცვლელი ამინომჟავებია)
gelenk narung
ვის ესაჭიროება „გელენკ ნარუნგი“ ?

სახსრების დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დავადებებაა და გარდა იმისა, რომ გამოწვეულია გენეტიკურად განპირობებული ფაქტორებით, მასზე ასევე მოქმედებს თანამედროვე ეპოქისათვის დამასიათებელი ფაქტორებიც: ჭარბი წონა, მცირე მოძრაობა ან , პირიქით, ფიზიკური გადატვირთვები, არსრულფასოვანი კვება, გარემოს მავნე პირობები. ამიტომ „გელენკ ნარუნგი“ რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ მნიშვნელოვანი დინამიკური და სატატისტიკური დატვირთვები სახსრებსა და ხერხემალზე (მტვირთავები, სპორტსმენები, მოცეკვავეები,ადამიანები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არ უწევთ დგომა ან ჯდომა (მაგ.: კომპიუტერის ოპერატორები, პარიკმახერები) ასევე ჭარბი წონის ადამიანები).

კომპლექსური მკურნალობა
სახსრების დაავადებების ერთი ჯგუფი ანთებითი ბუნებისაა და მათ ართრიტები ეწოდება, ხოლო მეორე ჯგუფი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით შედეგად განვითარებული დაავადებებია და მათ ართროზები ეწოდებათ.
„გელენკ ნარუნგი“ ხელს უშლის ორგანიზმში მიმდინარე დეგენერაციული პროცესების განვითარებას - გამოიყენება რევმტიზმის, ოსტეოქონდროზის, და საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის მოშლით, მიმდინარე ართრიტებისა და ართროზების დროს, როგორც დამოუკიდებელად, ასევე კომპლექსურ თერაპიაში. იგი ასევე აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ დიდი ფიზიკური დატვირთვა.

„გელენკ ნარუნგი“
- აღკვთს სახსრებსა და მალთაშორის ხრტილოვან ქსოვილების რღვევას;
- ააქტიურებს სახსარშიდა სითხის გამომუშავებას;
- ხელს უწყობს მენისკების ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას;
- ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს სახსრებსა და ხერხემალზე დიდი დატვირთვისას, ჭარბი წონის დროს
- ამაგრებს ფრჩხილებს, თმის ღერს (დადგენილია მისი დადებითი ფექტი თმის ბუდობრივი ცვენის მკურნალობისას)
- კანს სძენს ელასტიურობას.

„გელენკ ნარუნგი“
კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება შემდეგ დაავადებებთან ერთად:
-სახსრების რევმატიზმი;
- მადეფორმირებელი ართროზი ;
- ნიკრისის ქარი (პოდაგრა);
- რადიკულიტი;
- დიაბეტით გამოწვეული სახსრების დაავადებები;
- ოსტეოპოროზი;
- ხრტილოვანი დისკების ცვეთა;
- ხერხემალთაშორის თიაქარი.
ამგვარად „გელენკ ნარუნგი“ არის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალება სახსრების ხრტილოვან ქსოვილებსა და ხერხემალთა შორის ფირფიტებში დეგენერაციული პროცესების პროგრესის თავიდან ასაცილებლად.
აქვე უნდ აღინიშნოს, რომ საუცხოო შედეგებიაღინიშნება მრავალრიცხოვანი მოტეხილობებისა და დაზიანების დროს, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია და საჭიროებს დაზიანებული ქსოვილების უსწრაფესად აღდგენას, რადგან „ გელენკ ნარუნგში“ არსებული კოლაგენის ჰიდროლიზატი ამარაგებს რა ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით, ორჯერ ამცირებს პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდს.

გამოყენების წესი:
„გელენკ ნარუნგის“ 7 გრამი (ერთი დესერტის ან სავსე ჩაის კოვზი) იხსნება 200 მლ წყალში ან წვენში (არაგაზირებულში). მიიღება უზმოზე, საუზმემდე 40 წუთით ადრე, 1 ჯერ დღეში. ეფექტურობა იზრდება C ვიტამინთან (50 მგ) გამოყენებისას.
ერთი შეფუთვა (600 გრამი) გათვლილია სრულ კურსზე (85 დღე). ამ პერიოდში სახსრების და ხერხემლის ხრტილოვანი ქსოვილები ინტენსიურად იკვებებიან, ხრტილი ხდება უფრო მოცულობითი და დრეკადი, წესრიგდება სახსრების საპოხის გამომუშავება, ყუჩდება ჩვეული ტკივილები და იზრდება მოძრაობის მოცულობა. ამავე დროს მაგრდება ფრჩხილები და კბილები. ხშირდება თმა, კანი იძენს ელასტიურობას და სიგლუვეს. „გელენკ ნარუნგი“ განსაკუთრებით ეფექტურია ექიმის შესაბამის დანიშნულებასთან, მასაჟთან, მანუალურ თერაპიასთან კომბინაციაში.
გამოყენებანდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები. უნდა ინახებოდეს მშრალ, გრილ ადგილას, 5-35 გრადუს ტემპერატურაზე.

შენიშვნა. სრული კურსის რაიმე მიზეზით შეწყვეტა და მოგვიანებით გაგრძელება. არა პერიოდულობა, მიღების რეჟიმის დარღვევა აფერხებს „გელენკ ნარუნგის“ მოქმედებით ეფექტურობას.

უკუჩვენება: პროდუქტის კომპონენტების აუტანლობა; არ არის რეკომინდებული 12 წლამდე ასაკი ბავშვებისათვის.
სერთიფიცირებულია გერამნიის წამალთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ.

შედეგები:
ექიმები, რომლებიც თითქმის 35 წელია თავის პრაქტიკაში იყენებენ „გელენკ ნარუნგს“ ადასტურებენ რომ :
დაბალანსირებული შემადგენლობა და კომპონენტების გერმანული სიზუსტით შერწყმა ხდის მას აქტიურს, სწრაფად მოქმედს, იძლევა მყარ და ხანგრძლის შედეგს
ნდობას იწვევს ის ფატორიც, რომ “Provista AG” ახორციელებს ნედლეულის გულმოდგინე შერჩევას; ეს ყოველთვის არის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური ნივთიერებები და ნედლეული.

 

dunedin osteoarthritis

შეძენა ხდება 

ცოტნე დადიანის ქ. 34-ში მე 4 კორპუსი მეტრო ცოტნე დადიანთან -მობ: 599301915 

დაგვირეკეთ წინასწარ

ფასი: 180 ლარი

პროდუქტის შესძენად დაგვიკავშირდით:
მობილური

+995 599 42 92 03; +995 599 30 19 15

ელფოსტა

vitges63@gmail.com

სკაიპი

vitges63

პროდუქციაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნილებაა. თუკი ადგილზე არ გვექნება, უმოკლეს ვადებში ჩამოგიტანთ. მოგვაწოდეთ თქვენი: სახელი და გვარი, მისამართი, ქალაქი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი, პროდუქტი და მისი რაოდენობა. ფასი მერყეობს და დამოკიდებულია: 1. მწარმოებელი ფირმის ტექნოლოგიაზე; 2. შეკვეთის რაოდენობაზე; 3. ვალუტის კურსზე. მიწოდება თბილისში– ქავთარაძის ქუჩა № 16, თედორე მღვდლის ქუჩა 13, ცოტნე დადიანის ქუჩა34 რაიონებში შეგვიძლია გამოვატანოთ მიკროავტობუსს ( პლუს დამატებით 3–5 ლარი).

bankTransfer

პროდუქტის შესაძენად გადახდა ხდება ბანკის მეშვეობით. თანხის გადახდა შეგიძლიათ:

  1. ბანკი რესპუბლიკას ნებისმიერი ფილიალიდან ანგარიშზე GE84BR0000010607166575
  2. საქართველოს ბანკი– ანგარიშის ნომერი GE17BG0000000831559000
  3. თი ბი სი ბანკი– ანგარიშის ნომერი – GE 65TB77 1714 5063 6000 20
  4. სს“პრივატბანკი (საქართველო) –ანგარიშის ნომერი– GE13TP4249505152322054
  5. ლიბერთი ბანკიდან ანგარიშზე მარტივი ანგარიშის ნომერი – GE48LB0288870040548140

Login icon