სო პალმეტო - ჯანმრთელი პროსტატას გარანტია

 სო პალმეტო - Saw Palmetto (Serenoa repens) მიეკუთვნება პალმისებრთა ოჯახს რომლიც იზრდება აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიასა და კარიბის კუნძულებზე. სო პალმეტოს ნაყოფის ექსტრაქტი მედიცინაში გამოიყენება პროსტატიტის და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს. იგი ხასიათდება:
  • ანტიანდროგენული,
  • ანთების საწინააღმდეგო
  • და ანტიპროლიფერაციული  ეფექტით,

რომელიც არჩევითად ვლინდება პროსტატის დონეზე. პრეპარატი არ ცვლის სასქესო ჰორმონების  და პროსტატსპეციფიკური ანტიგენის შემცველობის დონეს სისხლის, არ მოქმედებს პოტენციაზე და ლიბიდოზე. პრეპარატის ანტიპროლიფერაციული მოქმედება განპირობებულია პროსტატის ზრდის ფაქტორების აქტივობის დაქვეითებით და პროსტატის უჯრედების აპოპტოზის პროცესების დაჩქარებით, რაც აისახება პროსტატის ზრდის შეჩერებასა და შემდგომ მოცულობის შემცირებაში. ამგვარად, სო პალმეტოს ნაყოფის ექსტრაქტი, ერთი მხრივ, ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის პათოლოგიურ სიმპტომებს როგორიც არის: შარდის გამოყოფის დარღვევა, ხშირი და მტკივნეული შარდვა, შარდის ბუშტის არასრული დაცლა და ა.შ. გამოვლინებას და, მეორე მხრივ, რამდენადმე ანელებს პროსტატის ზომების და მოცულობის შემდგომ ზრდას.

რაოდენობა:
100 კაფსულა
მიღების წესი:
1 კაფსულა 3-ჯერ დღის განმავლობაში საკვებთან ერთად ვინაიდან ხასიათდება მცირედი გამაღიზიანებელი მოქმედებით კუჭის ლორწოვან გარსზე. 
ძირითადი შემადგენლობა:
სო პალმეტოს ნაყოფის ექსტრაქტი 1200 მგ
დამატებითი ნივთიერებები:
ჟელატინი
გაფრთხილება:
პრეპარატის მიღება დაუშვებელია 18 წლამდე ასაკის პირებისათვის. ჰორმონალური თერაპიის დროს, ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ 2 კვირიანი ინტერვალის დაცვის გარეშე, იშვიათად (პრეპარატის უზმოზე მიღების შემთხვევაში) აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
 
prostataკომენტარი:
მას შემდეგ რაც ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ინფორმაციას სო პალმეტოს შესახებ, პირველ რიგში ჩემი ყურადღება მიიზიდა მისმა ბუნებრივმა წარმომავლობამ, შემდეგ გავეცანი სხვა მასალებს უცხოურ საიტებზე და დიდი რაოდენობით პოზიტიური შეფასებების ნახვამ გადამაწყვეტინა შემეძინა ჩემი მეუღლისათვის რომელიც არის 46 წლის და რომელსაც ბოლო თვეებია დასჩემდა პროსტატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. უკვე 2 კვირაზე მეტია რაც დაიწყო მიღება და პირველი შედეგებიც დაინახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად ეფექტიანია სო პალმეტო, თუმცა, ვფიქრობთ ჯერ არასაკმაირისი დროა გასული მის უტყუარ ეფექტიანობაში დასარწმუნებლად.
 
ფასი - 82  ლარი, ფასდაკლებით 60 ლარი, თქვენი დანაზოგი 14 ლარი
 
 
 
gafrtxileba