ორსულობა და გულის შეკუმშვათა სიხშირე

ორსულობა, ტაქიკარდია, ბრადიკარდია

ჯანმრთელი ადამიანის გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 60-80 დარტყმას შეადგენს. ორსულობის პერიოდში მიმდინარე ცვლილებების ფონზე იცვლება პულსის ნორმაც.

გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლა ხდება ორსულობის პირველივე პერიოდში, მაშინ როდესაც იწყება ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნა.

ძლიერი ტოქსიკოზის დროს პულსის ცვალებადობა განსაკუთრებით თვალშისაცემია.

ორსულობის პერიოდში ჯანმრთელი ორსულის პულსმა შეიძლება შეადგინოს წუთში 100-110 დარტყმა, თუ პულსი მუდმივად ამ მაჩვენებელზე მეტია, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

ორსულობის მე-12 კვირიდან ორსულის პულსის ნორმა შეადგენს წუთში 80-90 დარტყმას.

ორსულობის 28-ე კვირიდან ორსულის პულსმა შეიძლება შეადგინოს წუთში 120 დარტყმა

პულსის სიხშირის გაზრდას მედიცინაში ტაქიკარდია ეწოდება. ტაქიკარდიამ ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს ჩვეულ მდგომარეობაში. ორსულობის პერიოდში გულის შეკუმშვათა ზრდამ არ შეიძლება გამოიწვიოს გართულება ქალისთვის ან ნაყოფისთვის. ეს მოვლენა სრულიად ნორმალურია, ხოლო მშობიარობის შემდგომ პულისის სიხშირის შემცირება ხდება თავისთავად.

მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ რომ თუ ტაქიკარდიას თან ახლავს ღებისნების შეგრძნება ან პირღებინება, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თუ ქალს ორსულობამდე გულ-სისხლძარღვოვანი რაიმე სახის პათოლოგია აღენიშნებოდა, ორსულობის პერიოდში აუცილებელია განსაკუთრებული კონტროლი და პულსის ცვლილებების შესახებ ექიმის ინფორმირება.

არის შემთხვევები, როცა ორსულობის დროს გულის შეკუმშვათა სიხშირე მცირდება, რასაც ბრადიკარდია ეწოდება. ჩვეულებრივ, ასეთი მდგომარეობა დისკომფორტის გამომწვევი არ არის და საშიშ ფაქტორს არ წარმოადგენს. მაგრამ თუ პულის სიხშირე წუთში 60 დარტყმაზე დაბლა ჩამოვა, ასეთ შემთხვევაში ვითარდება თავბრუსხვევა, გულისწასვლა, არტერიული წნევის დავარდნა. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.