ახალი ორალური ანტიკოაგულანტების (აოაკ) გამოყენება მწვავე კორონარული სინდრომების დროს
ახალი ორალური ანტიკოაგულანტები, მწვავე კორონარული სინდრომი, აპიქსაბანი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, ATLAS-2, პროტეაზა აქტივირებული რეცეპტორი, ატოპაქსარი, პრასუგრელი, ტიკაგრელორი, new oral anticoagulants, PAR 1 antagonists
ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
აოაკ პრეპარატებს როგორც ძირითად (ორმაგ ანტიკოაგულაციურ) თერაპიაზე დამატებულ საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, თრომბოზის განვითარების რისკი, მაგრამ საფუძვლიანად გასათვალისწინებელია მათი უნარი გაზარდოს სისხლდენები.>>> აოაკ სხვადასხვა, თვით ერთი და იმავე ჯგუფის პრეპარატის მოქმედების შედეგებიც კი სხვადასხვაა. ორი პრეპარატი იყო შესწავლილი დიდ კვლევებში. აპიქსაბამის გამოყენება გამოდგა წარუმატებელი იშემიური მოვლენების განვითარების პროფილქტიკაში, APPRAISE-2, კვლევაში, ხოლორივაროქსაბანის დაბალი დოზების გამოყენება იყო წარმატებული ATLAS-2, კვლევაში.
მაგრამ ორივე კვლევაში ადგილი ჰქონდა ინტრაკრანიალური სისხლდენების გახშირებას, როდესაც ახალი პრეპარატები დამატებული იყო სტანდარტულ ანტითრომბოციტულ თერაპიას. კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ისეთი ახალი ანტითრომბოციტური პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა პრასუგრელი (Effient®, Daiichi sankyo) და ტიკაგრელორი, BRILINTA®, AstraZeneca Pty Ltd) იწვევენ იშემიური მოვლენების შემცირებას, კლოპიდოგრელთან შედარებით მწვავე კორონარული სინდრომების დროს, მაგრამ ამასთანავე (30%)–ით ზრდიან სისხლდენებს. ევროპელი კარდიოლოგების კომენტარის მიხედვით: შესაძლოა კომბინაცია კლოპიდოგრელი/ასპირინი, უკვე მოძველდა და პრასუგრელმა და ტიკაგრელორმა უნდა შეცვალოს კლოპიდოგრელი. რაც შეეხება დაბიგატრანს, ის ჯერ ჯერობით მთლიანად შესწავლილი არ არის მწვავე კორონარული სინდრომების მკურნალობაში.
აოაკ პრეპარატებს როგორც ძირითად თერაპიაზე დამატებულ საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, თრომბოზის განვითარების რისკი, მაგრამ საფუძვლიანად გასათვალისწინებელია მათი უნარი გაზარდოს სისხლდენები. აოაკ სხვადასხვა, თვით ერთი და იმავე ჯგუფის პრეპარატის მოქმედების შედეგებიც კი სხვადასხვაა. დარექსაბანი და აპიქსაბანი ზრდის სისხლდენების სიხშირეს, ამიტომ დარექსაბანი ამოღებული იქნა ხმარებიდან.
PAR 1 ანტაგონისტი (პროტეაზა აქტივირებული რეცეპტორი) ვორაპაქსარი ისევე როგორც აპიქსაბანი ზრდის სერიოზული სისხლდენების სიხშირეს მწვავე კორონარული სინდრომის (მკს) პაციენტებში, თან ამავე დროს არ ამცირებს იშემიური მოვლენების სიხშირეს. ატოპაქსარი აუმჯობესებს მიოკარდიუმის იშემიის სუროგატული გამოვლინებების პროფილაქტიკას, სერიოზული სისხლდენების გახშირების გარეშე, მაგრამ საჭიროა დიდი კვლევების ჩატარება რათა ეს პრეპარატი გამოიცადოს პაციენტებში, იშემიური მოვლენების შემცირების უნარინობაში. როგორც ჩანს აოაკ პრეპარატებიდან ყველაზე დიდ სარგებელს იღებენენ პაციენტები, რომლებსას გააჩნიათ თრომბიზის განვითარების მაღალი რისკი. პაციენტებში თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების გაძლიერებული მონიტორინგით, და შესაძლოა თრომბოციტების ფუნქციის ტესტებით, შესაძლოა მოვახდინოთ იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც გააჩნიათ სისხლდენების განვითარების მცირე რისკი.
ამგვარად სპეციალისტთა ვარაუდით მწვავე კორონარული სინდრომების დროს აოაკ–ს დანიშვნის რეკომენდაციები, არც ისე ოპტიმისტურია. მათი გამოყენებაშესაძლებელია მწვავე კორონარული სინდრომების დროს იმ პაციენტებში, რომლებსაც გაჩნიათ თრომბოზის განვითარების მაღალი და სისხლდენების განვითარების დაბალი რისკი. სპეციალისტები ასევე ვარაუდობენ რომ შესაძლებელი იქნება მათი დანიშვნა მწვავე კორონარული სინდრომის საწყისი თერაპიის ვადის გასვლის შემდეგ. ე.ი. როდესაც იშემიური მოვლენიდან გასულია 1 წელი.
Abstract: Coronary artery disease (CAD) is a leading cause of morbidity and mortality worldwide with a prevalence that has now reached pandemic levels as a consequence of the rapid modernization of the developing world. Its presentation as an acute coronary syndrome (ACS) is a frequent reason for hospital admission and of profound implications for personal, societal and global health. Despite improvements in the management of ACS with anti-platelet and anticoagulant therapy and revascularization techniques, many patients continue to suffer recurrent ischemic events. The need to reduce future cardiovascular events has led to the development of novel therapies to prevent coronary thrombosis, targeting thrombin-mediated pathways. These include direct Xa inhibitors (apixaban, rivaroxaban and darexaban), direct thrombin inhibitors (dabigatran) and PAR 1 antagonists (vorapaxar and atopaxar). This article critically reviews the comparative mechanisms of action, the risks and benefits, together with the clinical evidence base for the use of these
© 2014
სტატია ადაპტირებულია საიტიდან :http://anticoagulation.amjmed.com/Content/PDFs/Costopoulos-Novel.pdf
ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთვტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.