ახალი ორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება არასარქვლოვანი გენეზის წინაგულთა ფიბრილაციის დროს
ESC წინაგულთა ფიბრილაციის ახალ 2012 წლი დამატებით რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ თუ პაციენტი წინაგულთა ფიბრილაციის დროს, თრომბოემბოლური მოვლენების პროფილაქტიკისათვის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებს ვარფარინს და მისი საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (სნთ), ანუ INR, კარგად კონტროლირდება, ახალი ორალური ანტიკოაგულანტების (აოაკ) : დაბიგატრანის, რივაროქსაბანის (ქსარელტოს) და აპიქსაბანის დანიშვნა ნაკლებად გამართლებულია. გარდა ამისა ვარფარინის დანიშვნა უფრო გამართლებულია იმ პაციენტებში რომლებიც ვერ იტანენ აოაკ–ს, აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევები და ისეთი მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ინტენსიურ მონიტორინგს.>>>
ძირითადი კონტიგენტი, რომლებიც საჭიროებენ ახალი ანტიკოაგულაციური პრეპარატებით მკურნალობას –არის პაციენტები, რომელთაც აოაკ–ენიშნებათ პირველად, მიზნობრივი INR–ს მიღწევა შეუძლებელია, გააჩნიათ ინტრაკრანიალური სისხლდენების მაღალი რისკი, მათ შორის პაციენტები არაკონტროლირებადი არტერიული წნევით. აოაკ მკურნალობის სხვა ჯგუფს მიეკუთვნება დაბალი რისკის პაციენტები, რომლებსაც არ მიუღიათ ვარფარინი.
ამ პაციენტებთან დაკავშირებით ევროპელი ექსპერტების აზრი ასეთია: „არსებობს აზრი, რომ ასპირინის გამოყენება დაბალი რისკის მქონე პაციენტებში შესაძლოა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც ვარფარინის, მაგრამ ეს დაუსაბუთებელი აზრია. ვარფარინი შედარებით უფრო ეფექტურია ინსულტების თავიდან აცილებაში ასპირინთან შედარებით, თვით დაბალი რისკის მქონე პაციენტთა ჯგუფშიც. მეორე მხრივ დაბალი რისკის მქონე პაციენტები, არც ისე ხალისით იღებენ ვარფარინს, რადგან არ სურთ გამუდმებით აკონტროლონ INR. ამ შემთხვევაში ახალი ორალური ანტიკოაგულანტები წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს, რადგან მათ არ ჭირდებათ INR კონტროლი.
ქვემოთ მოცემულია წინაგულთა ფიბრილაციის ESC 2012 წლის დამატებითი რეკომენდაციების სლაიდები რომელიც ეხება ახალი ორალური ანტიკოაგულანტების, არასარქვლოვანი გენეზის წინაგულთა ფიბრილაციის დროს გამოყენებას.