ევროპელ კარდიოლოგთა პოზიცია ახალ ორალურ ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებით
ახალი ორალური ანტიკოაგულანტები, აპიქსაბანი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი
ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფი, თავის რეკომენდაციებში რომელიც ეხება ახალ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, განწყობილია ოპტიმისტურად, ახალი ანტიკოაგულანტების გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წინაგულთა ფიბრილაცია, მაგრამ ნაკლებად ოპტიმისტურად ამ პრეპარატების გამოყენების შესახებ მწვავე კორონარული დავადებების დროს.>>>
იმისდა მიუხედავად, რომ ყველა სამივე ახალი ანტიკოაგულანტი არის ვარფარინის პერსპექტიული ალტერნატივა, მკვლევარები მივიდნენ იმ აზრამდე რომ აპიქსაბანს (თრომბინის პირდაპირი ინჰიბიტორი – ფაქტორი Xa), გააჩნია უდავო უპირატესობა (Eliquis, Pfizer/Bristol-Myers Squibb) წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტებში. ისინი აღნიშნავენ, რომ, დღეს–დღეობით, აპიქსაბანიარის როგორც ვარფარინის ასევე ასპირინის, დოკუმენტალურად დამტკიცებული ალტერნატივა, წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, ინსულტის თავიდან ასაცილებლად. აპიქსაბანმა დაამტკიცა თავისი უპირატესობა ვარფარინთან შედარებით რაც გამოიხატა ინსულტის რისკის და სიკვდილობის რედუქციით და დიდი სისხლდენების შემცირებით. ზოგადად აპიქსაბანის გამოყენებისას სისხლდენების რისკი მსგავსი იყო, ასპირინის დაბალი დოზებით გამოყენებისას გამოწვეული რისკისას, აპიქსაბანს უფრო კარგად იტანდნენ პაციენტები, ვიდრე ვარფარინს და ასპირინს. მაგრამ აპიქსაბანი ჩამორჩებოდა ვარფარინს, იშემიური ინსულტის განვითარების პროფილაქტიკაში.
დაბიგატრანთან (Pradaxa, Boehringer Ingelheim) დაკავშირებით, რომელიც არის, თრომბინის პირადპირი ინჰიბიტორი (ფაქტორი II) გამოითქვა აზრი, რომ „ დაბიგატრანის დოზა 150 მგ –აგრეთვე არის ვარფარინის კარგად დოკუმენტირებული ალტერნატივა. მას ახასიათებს ვარფარინთან
შედარებით ჰემორაგიული ინსულტების, აგრეთვე იშემიური ინსულტების და სისტემური ემბოლიზმის ნაკლები განვითარება. დაბიგატრანისგან ნაკლებია ინტრაკრანიალური სისხლდენების განვითარება, ხოლო რაც შეეხება დიდ სისხლდენებს, ამ მხრივ ვარფარინი და დაბიგატრანი იწვევს ერთნაირ ქმედებებს. მაგრამ საჭიროა აღინიშნოს, რომ დაბიგატრანის გამოყენება დაკავშირებულია ისეთ თანამოვლენებთან როგორიცაა, დისპეპსიური მოვლენების გახშირება, მიოკარდიუმის ინფარქტის გახშირების ტენდენცია. მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნორმალური და თირკმელების მცირედ დაზიანებული ფუნქციის დროს, რაც დაკავშირებულია მის ელიმინაციასთან. მაგრამ დაბიგატრანის გამოყენება დაბალ დოზებში შესაძლებელია, როგორც ხანდზმულ პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში, თირკმელების დარღვეული ფუნქციით.
ვარფარინის მესამე ალტერნატივამ რივაროქსაბანმა (Xarelto, Bayer), რომელიც აგრეთვე არის თრომბინის პირდაპირი ინჰიბიტორი (ფაქტორი Xa), დღეში ერთხელ მიღებით ასევე კარგი შედეგები მოგვცა წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობის დროს, რაც გამოიხატა ინსულტების რიცხვის და დიდი სისხლდენების შემცირებით, ასევე ინტრაკრანიალური სისხლდენების რისკის შემცირებით, მაგრამ ამავე დროს მისი გამოყენებისას გაიზარდა გასტროინტესტინალური სისხლდენები. რივაროქსაბანის უპირატესობა მის გამოყენების რეჟიმშია – ერთხელ დღეში, რის გამოც, პაციენტებს ძალიან უადვილდებათ მისი გამოყენება.
heartwireმთავარმა რედაქტორმა დოქტორმა რაფაელ დე კატერინამ გააკეთა კომენტარი: ჩვენ ვადარებთ ერთმანეთს სხვადასხვა კვლევების მონაცემებს, ამის გამო ამ პრეპარატების პირდაპირი შედარება, ძნელი პროცესია და ამდაგვარარად ძნელია ძნელია მივიღოთ რაიმე განსაზღვრული მკაფიო დასკვნები. მაგრამ მე რომ მომიწიოს ამ სამი, წინაგულთა ფიბრილაციასთან
დაკავშირებული მთავარი კვლევების შედარება, პირველ ადგილზე დავაყენებდი ARISTOTLE –ს აპიქსაბანით, მეორეზე RE-LY–ს დაბიგატრანით, და მესამეზე ROCKET–ს რივაროქსაბანით.
მეორე მხრივ მან დაამატა: რივაროქსაბანის გამოყენებას აქვს უპირატესობა დოზირების რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ თუ არის ეჭვი, რომ პაციენტი არის დაუდევარი, კლინიცისტმა შეიძლება აირჩიოს ეს პრეპარატი. რივაროქსაბანი ერთადერთი ყოველმხრივ შესწავლილი პრეპარატია ღრმა ვენების თრომბოზის და მწვავე კორონარული სინდრომის სამკურნალოდ.
დე კატერინმა აღნიშნა, რომ ის განწყობილია ძალიან ოპტიმისტურად ახალი პრეპარატების მიმართ. მათი მოხმარება უფრო ადვილია ვიდრე ვარფარინის და მათ აჩვენეს უფრო ნაკლები ინტრაკრანიალური სისხლდენები, ნაკლები ან თანაბარი დიდი სისხლდენები, და თუ არ გავითვალისწინებდით მათ დიდ ფასს შეეძლოთ მთლიანად შეეცვალათ ვარფარინი.
საბოლოო წერტილები | RR (95% CI) | p | ააკ უკეთესია |
ინსულტი და საერთო ემბოლური მოვლენები | 0.81 (0.73–0.91) | <0.0001 | ააკ უკეთესია |
ჰემორაგიული ინსულტი | 0.49, 0.38–0.64 | <0.0001 | ააკ უკეთესია |
ინტრაკრანიალური ინსულტი | 0.48 (0.39–0.59) | <0.0001 | ააკ უკეთესია |
იშემიური ინსულტი | 0.92 (0.83–1.02) | 0.10 | ქმედებებითანაბარია |
საერთო სიკვდილობა | 0.90 (0.85–0.95) | 0.0003 | ააკ უკეთესია |
მიოკარდიუმის ინფარქტი | 0.97 (0.78–1.20) | 0.77 | ქმედებებითანაბარია |
დიდი სისხლდენები | 0.86 (0.73–1.00) | 0.06 | ქმედებებითანაბარია |
სისხლდენები კუჭნაწლავის სისტემიდან | 1.25 (1.01–1.55) | 0.04 | ვარფარინი უკეთესია |
ცხრილში მოცემულია ახალი ანტიკოაგულანტების და ვაფარინის შედარებითი ზემოქმედება მეტაანალიზის საბოლოო წერტილებზე. ცხრილიდან ჩანს, რომ ახალი ორალური ანტიკოაგულანტები ეფექტური პრეპარატებია, მაგრამ მაინც არც ისე ეფექტური – ერთი თავით მაღლა რომ იდგეს ვარფარინზე (იწვევენ ვარფარინზე უფრო მეტ სისხლდენებს კუჭ–ნაწლავის სისტემიდან)
ავტორი : პროფესორი, დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://medicus.ge/