წინაგულთა ფიბრილაციის ახალი 2014 წლის ამერიკული გაიდლაინის სიახლეები

სტატია ადაპტირებულია ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/ david-malidze/

წინაგულთა ფიბრილაციის მართვის გაიდლაინი, ვარფარინი, კათეტერული აბლაცია, დაბიგატრანი, აპიქსაბანი, რივაროქსაბამი, ასპირინი, ინსულტის განვითარების შეფასების შკალა

გამოვიდა ამერიკული გულის ასოციაციის(AHA), ამერიკული კარდიოლოგების კოლეჯის (ACC)და გულის რიტმის საზოგადოების თორაკალური ქირურგიულ საზოგადოებასთან (HRS) თანამშრომლობით შექმნილი წინაგულთა ფიბრილაციის (წფ) რეკომენდაციები, სადაც  წარმოდგენილია ინსულტის რისკის გამოთვლის უფრო ზუსტი კალკულატორი, გაშუქებულია ასპირინის დანიშვნის, ახალი ორალური ანტიკოაგულანტების და კათეტერული აბლაციის ჩატარების  ახალი ასპექტები>>>

წინაგულთა ფიბრილაციით ამჯამად დაავადებულია 2,7 დან 6,1 მილიონამდე ადამიანი და 25 წლის შემდეგ, მოსალოდნელია ამ პაციენტთა რაოდენობის გაორმაგება. ახალ რეკომენდაციები მოიცავს 4 ახალ მნიშვნელოვან ცვლილებას.

რისკის შეფასების შკალის შეცვლა

არასარქვლოვანი წფ მქონე პაციენტებში, ინსულტის განვითარების რისკის დასადგენად ახალი გაიდლაინი იძლევა რეკომენდაციას, რომ CHADS2 შეიცვალოს, უფრო ფართო  CHA2DS2-VASc –ს შკალით, სადაც 1 ქულად ითვლება გულის უკმარისობა (СН), არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვოვანი დაავადება ( მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში, პერიფერიული არტერიების დაავადება, აორტის ათეროსკლეროზული ფოლაქი)ასაკი 65 დან 74, წლის ჩათვლით, მდრდრობითი სქესი. 75 წლიდან, ინსულტის/ტრანზიტორული იშემიური შეტევი,/ანამნეზში თრომბოემბოლური გართულების არსებობისას ერიცხება 2 ქულა.

ავტორები აღნიშნავენ , რომ CHADS2 შკალასთან შედარებით CHA2DS2 – VASc შკალა არასარქვლოვანი წფ–ს დროს შეიცავს მნიშვნელობათა  უფრო ფართო დიაპაზონს (ნულიდან ცხრამდე)  და  უფრო მეტ რისკ ფაქტორებს ( მდედრობითი სქესი, ასაკი 65 დან 74–ის ჩათვლით, სისხლძარღვოვანი დაავადებები). ამ სქემაში ქალებს აპრიორულად არ შეუძლიათ მიიღონ 0  ქულა. ავტორები თვლიან, რომ ახალი შკალის გამოყენება უკეთესად,დაგვეხმარება რისკის გამოთვლაში, განსაკუთრებით იმ პაციენტებშიმ რომლeბსაც ის დაბალი აქვთ.

ასპირინის როლი შემცირებულია

ავტორები  აღნიშნავენ,რომ ასპირინის გამოყენება ასოცირებულია, მცირე, მაგრამ მაინც სისხლდენის მომატებულ რისკთან, მეორე მხრივ, მრავალმა კვლევამ აჩვენა , რომ ასპირინს არ აქვს ან აქვს ძალიან ცოტა სარგებელი ინსულტის რისკის შემცირების მხრივ. ამრიგად ასპირინის როლი მნიშვნელოვნად შემცირებულია, და საერთოდ საეჭვოა, თამაშობს თუ არა რაიმე როლს ინსულტის შემცირებაში?

ახალი ანტიკოაგულანტები შეტანილია მკურნალობის სქემაში

წინა რეკომენდაციებში ასახული იყო მხოლოდ ერთი ანტიკოაგულანტური პრეპარატი– ვარფარინი. ახლანდელ რეკომედაციებში უკვე შეტანილია  3 ახალი ანტიკოაგულანტური პრეპარატი არასარქვლოვანი წინაგულთა ფიბრილაციის დროს. აღნიშნულია, რომ არასარქვლოვანი დაავადებით და ინსულტით ან ტია–თი (გარდამავალი იშემიური ინსულტი) ანამნეზში, ან CHA2DS2-VASc–ს სისტემის 2 ან მეტი ქულის არსებობით – რეკომენდირებულია პერორალური ანტიკოაგულანტები. არჩევის პრეპარატებს მიეკუთვნება–ვარფარინი, INR(2-3) (მტკიცებულების დონე А), დაბიგატრან ეტექსილატი (მტკიცებულების დონე B), რივაროქსაბანი  (მტკიცებულების დონე B) ან აპიქსაბანი (მტკიცებულების დონე B),

აღნიშნულია, რომ ახალი პერორალური ანტიკოაგულანტების ფართო გავრცელებას ხელს უშლის მათი მაღალი ფასი. დაბიგატრანი და რივაროქსაბანი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკლების ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადია და იმყოფებიან დიალიზზე. აპიქსაბანი ახლახანს იყო მოწონებული დიალიზზე მყოფ პაციენტებისთვის, მაგრამ დღეს დღეობით პრაქტიკულაფ არ არსებობს მისი გამოყენების მონაცემები ამ სფეროში.

კათეტერული აბლაციის როლის ამაღლება

მეოთხე მნიშვნელოანი ცვლილება გაიდლაინში არისკათეტერული აბლაციის როლის ამაღლება, და მისი არჩევითი თერაპიის მეთოდად დასახელება სიმპტომების მქონე წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტებში. პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ სიმპტომური პაროქსიზმული წინაგულთა ფიბრილაციის რეციდივები, კათეტერული აბლაცია გამოიყენება რითმის კონტროლის  დასაბუთებულ მეთოდად,  იმ ანტიარითმული მედიკამენტოზურიი თერაპიის შერჩევამდე, რომელიც უნდა ჩაატარონ რისკების და მედიკამეტოზური თერაპიის ან  აბლაციის უპირატესობების შეფასების შემდეგ  (მტკიცებულების დონე B)

მაგრამ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ღია კითხვა. მაგალითად CHA2DS2-VASc –ს შკალის 0 ბალის დროს შეიძლება ითქვს, რომ პაციენტს არ სჭირდება ანტიკოაგულაციის ჩატარება. თუმცა ავტორები თვლიან, რომ არის იმ მონაცემების დეფიციტი, რომელზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა მშვიდად დანიშნულიყო  შესაბამისი თერაპია, როდესაც CHA2DS2-VASc –ს შკალა 1–ის ტოლი. მიცემოდა მხოლოდ ასპირინი თუ დანიშნულიყო სრული ანტიკოაგულაციური თერაპია. პასუხების  მიღება  ამ კითხვებზე შესაძლებელი იქნება მომავალ კვლევებში.

სტატია ადაპტირებულია ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/ david-