არტერიული ჰიპერტენზიის 2013 წლის ევროპული რეკომენდაციები (მიმოხილვა)

არტერიული ჰიპერტენზია, 2013 წლის ESC  რეკომენდაციები

 

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს მსოფლიოში სიკვდილიანობის გლობალურ ფაქტორს. სტატიაში მოცემულია სიახლეები და ხაზგასმული დებულებები 2013 ევროპის კარდიოლოგთა ESH/ESC მიერ მიღებული ჰიპერტენზიის გაიდლაინში. ESH/ESC ახალი გაიდლაინში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ პრაქტიკოს ექიმებს,რათა მიღებული ცვლილებები შეიტანონ მათ ყოველდღიურ პრაქტიკაში და გააუმჯობესონ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის შედეგები.

ESH/ESC 2013 გაიდლაინის მიხედვით ცხოვრების წესის ცვლილებები წარმოადგენს ჰიპერტენზიის პრევენციის ქვაკუთხედს, რაც მოიცავს მარილის მოხმარების (განახევრებას) და ალკოჰოლის მიღების შემცირებას. ამის გარდა – ჯანმრთელი სხეულის წონის შენარჩუნებას (გადახედილია და დადგენილი სხეულის მასის ახალი სამიზნე ინდექსი (BMI)), რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას.
ევროპაში არსებობს სხვადასხვა მიდგომა ჰიპერტენზიის მკურნალობაში, მაგრამ გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებულ მკურნალობას, ექთნების ჩართვით მკურნალობაში, უფრო მეტი შედეგი მოაქვს ვიდრე ჰიპერტენზიის სტანდარტულ მკურნალობას (მხოლოდ ერთი ექიმის საშუალებით), ევროპის უმეტეს ქვეყანაში ჰიპერტენზიის გუნდურ პრინციპზე ჰიპერტენზიის მკურნალობა მოიცავს, მკურნალობის პროცესში თერაპევტის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნეფროლოგის, დიეტოლოგის და სპეციალურად განსაწვლული ექთნების ჩართვას რათა მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიაქციონ ყურადღება პაციენტის ცხოვრების სტილს და აკონტროლონ არტერიული წნევა.

გაიდლაინის მნიშვნელოვანი სიახლეა, ის რომ ყველა პაციენტში მაქსიმალურად დასაშვები სისტოლური არტერიული წნევა უნდა იყოს 140 მმვცწყ. ეს დებულება ეწინააღმდეგება არტერიული წნევის 2007 წლის გაიდლაინის გამოშვებას სადაც არტერიული წნევის სამიზნედ დაბალი და საშუალო რისკის პაციენტებისთვის მიღებული იყო 140/90 მმვცხწყ და მაღალი რისკის პაციენტებისთვის 130/80 მმვცხწყ. როგორც გაიდლაინშია აღნიშნული, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ორი სამიზნე წნევის არსებობისთვის. თუმცა დიაბეტი დაავადებულებისთვის დიასტოლური არტერიული წნევა აუცილებლად უნდა იყოს < 85 მმვცხწყ.
სხვა ცვლილებები მოიცავს სახლში, არტერიული წნევის მონიტორინგის (HBPM) და ამბულატორიულა არტერიული წნევის მონიტორინგის (ABMP) პროგნოზული ღირებულებების გაძლიერებას, ოფისის არტერიული წნევის პროგნოზული ღირებულებასთან შედარებით. განახლებულია ღამის არტერიული წნევის, დაფარული ჰიპერტენზიის და თეთრი ხალათის პროგნოზული მნიშვნელობა.
ხელახალი აქცენტებია გაკეთებული კარდიოვასკულური და სხვა დაავადებების ტოტალური რისკის შეფასებისას. ახალი მიდგომაა მიღებული ორგანოების ასიმპტომური დაზიანების, დიაბეტის, სიმსუქნის და სხვა კარდიოვასკულური რისკ ფაქტორების მენეჯმენტისათვის არტერიული ჰიპერტემზიის დროს. ეს მიდგომები განხილული უნდა იყოს არტერიული წნევის მკურნალობის დაწყებამდე და მისი მკურნალობის პროცესშიც.
მიღებულია ახალი რეკომენდაციები არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთის, ისეთ ჯგუფებში როგორიცაა დიაბეტით დაავადებულები, ახალგაზრდები, ხანში შესულები , 80 წელს გადაცილებულები და ქალები.
სპეციალური მითითებებია მოყვანილი ახალი მკურნალობის მეთოდისთვის, როგორიცაა თირკმლის არტერიის დენერვაცია, რომელიც წარმოადგენს რეფრაქტერული ჰიპერტენზიების მკურნალობის იმედის მომცემ მეთოდს.
სახელმძღვანელოში მითითებულია რომ მაღალი ნორმალური ჰიპერტენზიის დროს, მკურნალობა არ ინიშნება. სახელმძღვანელო იძლევა ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის პირველადი წამლის არჩევის თავისუფლებას, გამომდინარე იქიდან რომ ჰიპერტენზიის მკურნალობა დამოკიდებულია უმეტესად არტერიული წნევის დაქვეითებაზე.
გადახედილია და მიღებულია ორი წამლის კომბინაციის პრიორიტეტული ვარიანტები ატერიული წნევის მკურნალობისას. ESH/ESC ახალი სახელმძღვანელო პრინციპულად იძლევა რეკომენდაციას რენინის-ანგიოტენზინ სისტემის (RAS) ბლოკადის პრეპარატების კომბინაციური მკურნალობის წინააღმდეგ -ARBs, აგფ ინჰიბიტორების, პირდაპირი რენინის ინჰიბიტორების კომბინაციამ-კლინიკურ პრაქტიკაში აჩვენა ჰიპერკალიემიის, ჰიპოტონიის და თირკმლის უკმარისობა განვითარების შემთხვევების გახშირება
მიღებულია სამიზნე არტერიული წნევის მიღწევის ახალი თერაპიული ალგორითმი, სადაც აქცენტი გაკეთებულია მისი მიღწევის სიჩქარეზე. იმის მაგივრად, რომ არტერიული ჰიპერტენზიის დროს წამლების დანიშვნა ხდებოდეს იერარქიულად (1, 2 მე-3 და ა.შ. არჩევის პრეპარატები) უპირატესობა მიცემული აქვს პაციენტთა ინდივიდუალურ მკურნალობას ე.ი წამლების დანიშვნას აცადმყოფის ამა თუ იმ კლინიკურ /დემოგრაფიულ მდგომარეობის შესაბამისად.
ESH/ESC ახალი გაიდლაინის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ პრაქტიკოს ექიმებს რათა მიღებული ცვლილებები შეიტანონ მათ ყოველდღიურ პრაქტიკაში და გააუმჯობესონ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის შედეგები.

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.