ჰიპერქოლისტერინემიის  მკურნალობის  ახალი (2013)  წლის რეკომენდაციები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში:  სამიზნე დონეების უგულველებყოფა

 

 სტატინოთერაპია, ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის      ქოლესტერინი, დიაბეტი ჰიპერქოლისტერინემია

გავიდა უკვე 10 წელი, რაც გამოვიდა მოზრდილთა მკურნალობის  ექსპერტთა ჯგუფის მე 3–ე  მოხსენება  (ATP III), რომელიც ეხებოდა მაღალი ქოლესტერინის დონის შეფასებას და მკურნალობას,  და 9 წელი ამ რეკომენდაციების განახლების დღიდან. დღესდღეობით გამოვიდ ამერიკული კარდიოლოგების კოლეჯის (ACC) და  ამერიკული გულის ასოციაციის, გულის ფილტვის და სისხლის ნაციონალური ინსტიტუტთან (NHLBI) ერთად შემუშავებული რეკომენდაციები. ისინი შეიცავენ რამდენიმე  სერიოზულ ცვლილებებს АТР III  თან შედარებით.>>>

ამგვარად,  დღეს დღეობით  ამოღებულია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები (LDL)-და არა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (Non LDL) სამიზნე დონეები, რომლებიც აიძულებდა ექიმებს გამოეყენებინათ  ანტილიპიდური პრეპარატების ისეთი კომბინაცია და დოზები, რომლებიც LDL–ს, გულით დაავადებულ პაციენტებში დაიყვანდა 100 მგ/დლ ან ოპტიმალური შედეგის მისაღწევად  70 მგ/დლ –მდე. ექსპერტების მოხსენების მიხედვით ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს რანდომიზირებული კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები – LDL–ს,  განსაზღვრულ სამიზნეებამდე მკურნალობისა. შედეგად, ახალ რეკომენდაციებში არ არის მინიშნებული ქოლესტერინის,   დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების  და არა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების სამიზნე დონეები, ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი და მეორადი პროფილაქტიკისთვის.

ამის მგივრად, ახალ რეკომენდაციებში გამოყოფილია 4 ჯგუფი პაციენტებისა, რომლებზეც ექიმებმა უნდა გაკეთონ მაქსიმალური ფოკუსირება პირველდი და მეორადი ანტიათეროსკლეროზული პროფილაქტიკური თერაპიის ჩასატარებლად. ამ ოთხი ჯგუფის შიგნით მიზანშეწონილია შესაბამისის სტატინოთერაპიის ჩატარება, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის შეფარდებითი შემცირების  მიზნით

ექსპერტების აზრით, LDL ქოლესტერინის სამიზნე დონეებამდე დაქვეითების მიზანმა შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობაში, სხვა არასტატინური პრეპარატების ჩართვა, მაგრამ,  კვლევების მონცემებით სხვა ჰიპოლიპიდური საშუალებების გამოყენება არ ამცირებდა ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

პაციენტების პირველადი და მეორადი პროფილქტიკის  4 ჯგუფი, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ სტატინოთერაპია, ფორმირებული იყო რანდომიზირებული კონტროლირებადი კლინიკური კვლევების საფუძველზე, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მკურნალობის   სარგებელი ჯობდა გვერდითი მოვლენების განვითრების რისკს. ოთხი ჯგუფი მოიცავს:

  1. პირები, კლინიკურად გამოვლინებული ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით
  2. პირები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL) დონით ≥ 190 მგ/დლ, მაგალითად პირები ოჯახური ჰიპერქოლისტერინემიით,
  3. პირები, 40 დან 75 წლამდე,  შაქრიანი დიაბეტით,  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL) დონით 70 დან 189 მგ/დლ–მდე და  ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ნიშნების გარეშე
  4. პირები, რომლებსც არ აქვთ, ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL) დონეა 70 დან 189 მგ/დლ–მდე და ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების 10 წლიანი განვითარების რისკი ≥ 7.5% იხ. ცხრილი

პირები ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით, უნდა მკურნალობდნენ მაღალი ინტენსიობის სტატინოთერაპიით, – მაგალითად როზუვასტატინით 20 დან 40 მგ დოზით ან ატორვასტატინით 80 მგ დოზით – მკურნალობის მიზანია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL) საწყისი დონის შემცირება მინიმუმ 50%–ით, იმ შემთხვევაში თუ სტატინები უკუნაჩვენები არ არის ან არ იწვევენ გვერდით მოვლენებს. ასეთ შემთხვევებში გამოყენებული უნდა იყოს ზომიერი ინტენსივობის სტატინოთერაპია. მაღალი ინტენსივობის სტატინოთერაპია გამოყენებული უნდა იყოს, თუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL)დონე >190 მგ/დლ,  და მიღწეული უნდა იყოს საწყისი დონის დაქვეითება მინიმუმ 50% –ით.

პაციენტებისთვის 40 დან 75 წლმდე,  შაქრიანი დიაბეტით ნაჩვენებია   საშუალო ინტენსივობის სტატინოთერაპია, რაც მდგომარეობს სტატინების ისეთი დოზით დანიშვნაში, რაც გამოიწვევს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის დაქვეითებას 30–49% –ით საწყის დონესთან შედარებით. ამავე დროს,  თუ პაციენტს აღენიშნება ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების 10 წლიანი განვითარების რისკი ≥ 7.5%, დასაბუთებულად ითვლება მაღალი ინტენსიობის სტატინოთერაპიიის გამოყენება.

პაციენტებში 40 დან 75 წლამდე, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გარეშე, შაქრინი დიაბეტის გარეშე, მაგრამ  ათეროსკლეროზული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების  10 წლიანი რისკით ≥ 7.5%, და  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (LDL) დონით 70 დან 189 მგ/დლ–მდე – ექსპერტები იძლევიან საშუალო ან მაღალი სტატინოთერაპიის ჩატარების რეკომენდაციებს.

მნიშვნელოვანი საკითხია იმ ადამიანთა კატეგორიის იდენტიფიცირება, რომლებთანაც სტატინების გამოყენების მონაცემები არ არსებობს და, შესაბამისად, ისინი რეკომენდაციებსაც არ საჭიროებენ. ესენია: დიალიზის ჩვენების მქონე პირები; 75 წ.-ის ასაკის ზევით ადამიანები, რომელთაც არ აქვთ კლინიკურად გამოხატული ათეროსკლეროზული დაავადება; NYHA-ს კლასიფიკაციით, გულის უკმარისობის II, III და IV სტადიით დაავადებული პაციენტები. არ მოიძებნა არანაირი მტკიცებულება ქოლესტეროლის დამაქვეითებელი არასტატინური მედიკამენტის, ან იგივე საშუალების სტატინებთან კომბინაციის, ან სტატინებისადმი ინტოლერანტულ პირებში მათი გამოყენების სასარგებლოდ. სტატინებით მკურნალობაში პერსპექტიულია ახალი კალკულატორული რისკის ტესტირება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში, რათა დადასტურდეს გულ-სისიხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაავადებების განვითარებისთვის პირველადი პრევენციის აქტუალობა

პირველადი პროფილაქტიკის ჩატარების გადაწყვეტაში, ექიმმა თავის პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს მკურნალობის სარგებელი და შესაძლო რისკები, კონკრეტულად ამ პაციენტისთვის.

ადაპტირებულია http://www.medscape.com/viewarticle/814152 მიხედვით

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ /09/consultacia-10/ >>>

______________________________

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”

..