ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესზე რომელიც ჩატარდა რომში 2016 წლის აგვისტოში, წარდგენილი იყო დისლიპიდემიის ახალი რეკომენდაციები, რომელიც დამუშავებული იყო ერთობლივად ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) და ევროპის ათეროსკლეროზის შემსწავლელი საზოგადოების (EAS) სპეციალისტების მიერ. ახალი დოკუმენტი გამოქვეყნებული იყო ჟურნალ European Heart Journal-სა და ESC-ს ვებ საიტზე.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ), ყოველ წელს კლავენ 4 მილიონზე მეტ ევროპის მოქალაქეს, ამასთანავე არანაკლებ ყველა გსდ-ის შემთხვევის 80 %-ის თავიდან არიდება შესაძლებელია მავნე ჩვევებზე უარის თქმით. როგორც პროფესორმა იან გრემმა გააკეთა კომენტარი - ლიპიდები არის შესაძლოა, გსრ-ის ყველაზე უფრო ფუნდამენტალური ფაქტორი. მან აღნიშნა, რომ ლიპიდებს შორის ურთიერთკავშირი, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინთან (დსლ-ქ), არის ძლიერი და დოზადამოკიდებული ხასიათის, და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამტკიცებულია არაორაზროვნად. გულის შეტევები იშვიათად ვითარდება პოპულაციებში, რომლებსაც აღენიშნებათ ლიპიდების ექსტრემალურად დაბალი მაჩვენებლები, თუნდაც ეს პირები იყვნენ მწეველები.
ახალ ESC/ESA გაიდლაინში მოხდა ცხოვრების წესისა და კვების შესახებ რეკომენდაციების გადამუშავება. გარდა ამისა დამატებული იქნა მასის ინდექსის და წონის სხვა პარამეტრების სამიზნე მაჩვენებლების დამატება. მოხდა იმ რეკომენდაციების კონკრეტიზაცია რომელიც ეხება იმას, თუ რომელი პროდუქტის მიღებაა სასურველი, რომელი პროდუქტია ზომიერად მისაღები და რომელი პროდუქტი ინდა მივიღოთ იშვითად და შეზღუდული რაოდენობით.
ექსპერტები, შეთანხმდნენ რომ აუცილებელია ისეთი პროდუქტების მიღების წახალისება, როგორიცაა მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი და თევზი, და არა აუცილებლად ცხიმების მოხმარების შემცირება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო მას შემდეგ, რაც 2 კვლევის შედეგებმა მოულოდნელად გამოავლინა სიკვდილობის დამოკიდებულება ხმელთაშუაზღვის დიეტაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პაციენტმა დაივიწყოს სიფრთხილე ნაჯერი ცხიმების მიმართ.
პირველი სიახლე რაც მინდა ავღნიშნო. იმდენად თეორიული არ არის რამდენადაც პრაქტიკული და ეხება უშუალოდ პაციენტს. ლიპიდის გამოსაკვლევად სისხლის აღებისას აღარ არის საჭირო მშიერი ყოფნა, რადგა ახალმა გამოკვლევებმა დაგვანახა, რომ ქოლესტერინის გამოკვლევისას არამშიერ მდგომარებაში ისეთივე რეზულტატს გვაძლევდა, როგორც უზმოზე ყოფნის პერიოდში, როგორც ეს იყო ადრე რეკომენდებული.
5 წლის წინანდელ გაიდლაინებთან შედარებით, ახალ გაიდლაინებში ლიპიდების შესახებ გარკვეული სიახლეებია შემოთავაზებული. ზოგიერთი რამ არ შეცვლილა, მაგ; კარდიოვასკულური რისკის შეფასების მეთოდი SCORES მიხედვით. მცირედი ცვლილებები ეხება ძალიან მაღალი და მაღალი რისკის მქონე პაციენტების კლასიფიცირებას თირკმლის დისფუნქციის მიხედვით.
ESC-მ გადაწყვიტა შეენარჩუნებინა მკურნალობის სამიზნე დონეები, ისევე, როგორც ეს გათვალისწინებულია წლევანდელ პრევენციის გაიდლაინებში. ახალ გაიდლაინში შემოთავაზებულია მკურნალობის სქემა, რომელიც მოცემულია ქვემოთ.
მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა ლიპიდის განსაზღვრისა და მკურნალობის მიზნის კუთხით, თუმცა ახალ გაიდლაინებში მოცემულია 5 კონკრეტული რეკომენდაცია ლიპოპროტეინი ა-ს (Lp(a)) სკრინინგის თაობაზე - როგორც იცით ის არ წარმოადგენს დისლიპიდემიის კვლევის სტანდარტულ მეთოდს და არ არის რეკომენდებული ყველა პაციენტისთვის
თუმცა გაიდლაინში, მოცემულია ზემო სლაიდზე წითლად აღნიშნული 5 ნათლად ჩამოყალიბებული ჩვენება, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, ძალიან გამოსადეგი იქნება ამ სფეროში მოქმედი პრაქტიკული ექიმებისთვის გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებისთვის ლიპოპროტეინ a-ს გამოყენებით
მცირედი ცვლილებები შეეხო მაღალი რისკის მქონე პაციენტების კლასიფიცირებას რენალური დისფუქციის მიხედვით. და, როგორც ახალ გაიდლაინში ხედავთ, პაციენტები, რომლებსაც გლომერულების ფილტრაციის სიხშირე (გფს) აქვთ 30 მილიგრამზე ქვემოთ, მიიჩნევიან როგორც ძალიან მაღალი რისკის მქონეებად, ხოლო ისინი, რომლებსაც გფს აღენიშნებათ 30-59 მგ-ს შორის - მაღალი რისკის მქონე პაციენტებად და არა ძალიან მაღალ რისკის მქონე პაციენტებად, როგორც ეს მიღებული იყო წინა გაიდლაინში.
ESC-- ის გადაწყვეტილებაა, რომ გაიდლაინში შენარჩუნდეს მკურნალობის ძველი საერთო მიზნები რაც ასევე გულისხმობს ლიპიდების თაობაზე რეკომენდაციების შენარჩუნებას. როგორც ხედავთ, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის სამიზნე მაჩვენებლები ძირითად იგივეა, თუმცა ახალ გაიდლაინში მას დაემატა დსლ-ქ-ს მაჩვენებლის 50% ით შემცირება, როგორც ძალიან მაღალი, ასევე მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
და ეს 50% იანი შემცირება ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია არა მარტო ძალიან მაღალი რისკის არამედ მაღალი რისკის პაციენტებისთვისაც, რომელთა დსლ-ქ ის საწყისი მაჩვენებელიც არის 100-200 მგ/დლ ან 2.6 – 5.1 მმოლ/ლ-ს შორის.
ასეთი ინდივიდუალური მიდგომა განსხვავდება აშშ-ი მიღებული რეკომენდაციებისგან, რომლებიც გულისხმობენ სტატინების დანიშვნას ყველა პაციენტში, გსდ მაღალი რისკით, მაშინაც კი თუ მათ ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. პროფესორ გრემის სიტყვებიდან, ევროპაში ამერიკული მიდგომის გადმოღებას მოყვებოდა, რომ უფრო მეტ პაციენტს დაენიშნებოდა სტატინები. მიუხედავად ამისა სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ასეთი უნივერსალური მიდგომისგან, იმის საშიშროების გამო, რომ მრავალი პაციენტი, მაღალი რისკით, სიმსუქნით და დაბალი ფიზიკური აქტივობით, დაწევენ რა დაბლა ქოლესტერინის დონეს წამლების საშუალებით, იგნორირებას გაუკეთებენ გულ სისხლძარღვთა რისკის სხვა ფაქტორებს.
ვფქირობ მაღალი რისკის პაციენტებისთვისაც, საწყისი მაჩვენებლის 50% იანი შემცირება არის ახალი გაიდლაინის მთავარი მესიჯი ლიპიდურ მკურნალობით, გულ- სისხლძარღვთა რისკის ადრეული შემცირების პროცესში.
4. დსლ ქოლესტერინის შემცირების იმ ოდენობის გამოთვლა, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად.
5. ავირჩიოთ სტატინი და ის დოზა, რაც დაგვეხმარება ქოლესტეროლის დონის დაწევაში.
და ბოლოს, ძალიან მაღალი და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გამოყენებულ მედიკამენტებთან ერთად, იფიქრეთ ქოლესტერინის 50%-იან შემცირებაზე.
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ წამალთა კომბინაციას პირველად მიეცა IIa კლასის რეკომენდაცია ნაცვლად IIb კლასის რეკომენდაციისა.
მაგრამ რეკომენდაციის გაზრდა მოხდა მხოლოდ წამალთა მხოლოდ ერთი ოჯახისთვის. ახალი მონაცემების საფუძველზე ქოლესტერინის აბსორბციის ინჰიბიტორს რომლის წარმომადგენელია ეზატიმიბი. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა რადგან ეს ჯგუფი პირველია სტატინების შემდეგ რომელსაც ლიპიდ დამაქვეითებელ პრეპარატებს შორის მიენიჭა II a რეკომენდაცია. რაც შეეხება არასტატინების მეორე წარმომადგენელს ნაღვლის მჟავას სეკვესტრანტს მას კვლა დარჩა II b რეკომენდაცია. ხოლო ნიკოტინის მჟავა საერთოდ იქნა ამოღებული ხმარებიდან.
ოჯახის ჰიპერქოლისტერინემია (ოჰ) მედიცინის დიდ პრობლემას. გაიდლაინში დეტალურადაა მოცემული თუ როგორ დავსვათ კლინიკური დიაგნოზი და როგორ გავაკეთოთ გენეტიკური სკრინინგი ოჯახის წევრებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პროცესი დაიწყოს დიაგნოზის დასმისთანავე. პაციენტთა უმრავლესობა საჭიროებს მედიკამენტთა კომბინირებულ მიღებას - ამ კუთხით სიახლე არ არის, სქემა ვრცელდება ყველა პაციენტზე. თუმცა გაიდლაინები ასევე ეხება PCSK9 ინჰიბიტორებს - იმედის მომცემ წამალთა ოჯახს, როგორც ეს ზემოთ იყო მოცემული.. ზემო სლაიდი მოცემულია PCSK9 დანიშვნის 5 ჩვენება, როდესაც გასათვალისწინებელია მათი გამოყენება გენეტიკური ჭარბი ქოლესტერინის მქონე პაციენტების მკურნალობისას.