რას ეფუძნება და რამდენად სანდოა ინფორმაციები გრავიოლას შესახებ?

რას ეფუძნება მტკიცებები, რომ გრავიოლას გამოყენება ამ კიბოს დროს ეფექტურია და რამდენად სანდოა ეს მონაცემები ?

ai es grresearcსაქართველოში გრავიოლას შესახებ ინფორმაცია შემოვიდა 1 წელზე მეტი ხნის  წინ საინფორმაციო საიტების საშუალებით. საზღვარგარეთ კი მას დიდი ხანია იყენებენ, როგორც ანტიკანცეროგრნულ საშუალებას ბიოაქტიური დანამატის სახით, რომელიც არ საჭიროებს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს. გრავიოლას შესახებ ინფორმაცია შეიძლება დავყოთ 2 ჯგუფად, ფაქტებად და მითებად. არსებობს უტყუარი ფაქტები, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი გვერდს ვერ აუვლის. მათ მიეკუთვნება გრავიოლაზე ჩატარებული არც თუ მცირე მასშტაბების კვლევები, რომელებიც გამოქვეყნებულია ცნობილ ამერიკულ ონკოლოგიურ ჟურნალებში და აღიარებულია ამერიკაში ონკოლოგიური დარგის მთავარი ცენტრის, ნაციონალური ონკოლოგიური ინსტიტუტის მიერ. ამ კვლევების პროტოკოლი განთავსებულია ინტერნეტში და შეუძლია იხილოს ყოველმა მსურველმა (http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=graviola ). ინტერნეტში განთავსებულია ცნობილი ამერიკელი ონკოლოგის პროფესორ ჯერი მაქლაფლინის ლექციები და ინტერვიუები გრავიოლას შესახებ ( http://www.pawpawresearch.com/mclaughlin.html ). ეს ის პროფესორია, რომელმაც გრავიოლას მიუძღვნა თავის შემოქმედების 20 წელი. ინტერნეტში განთავსებულია აგრეთვე ცალკეული პიროვნებების გამოცდილება გრავიოლასგან კიბოს განკურნების შესახებ, სადაც მითითებულია ამ პიროვნებათა იდენტიფიკაცია, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონი. გარდა ამ ინფორმაციისა ინტერნეტში საკმაო ადგილი უჭირავს მითებსაც: ამათგან ყველაზე გავრცელებულია ისტორია, რომ ერთი ცნობილი კომპანია საიდუმლოდ აწარმოებდა გრავიოლასგან ხელოვნური გზით კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასს 8 წლის განმავლობაში, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს, რის შემდეგაც ამ პრეპარატზე მუშაობის გაგრძელება დროებით გადადეს და ჩატარებული სამუშაოები გაასაიდუმლეს. საიდუმლო ცნობილი გახდა, მაშინ როდესაც კომპანიის მთავარ სპეციალისტს კონფლიქტი მოუვიდა კომპანიის პატრონებთან და დატოვა კომპანია.... ვინ იცის.

რა თქმა უნდა კიბოს წამალი არ დარჩებოდა ჩვეულებრივი „ჟულიკების” ყურადღების მიღმა და ამიტომ ინტერნეტი სავსეა გრავიოლას იაფფასიანი რეკლამებით, რომლებიც სახელის მოტანის მაგივრად სახელს უტეხავენ ამ პრეპარატს.

PowerofGuyabano

სამშაბათი, ოქტომბერი 24, 2017