როგორია გრავიოლას მოქმედების მექანიზმი?
აცეტინოგენის მოლეკულა

როგორია გრავიოლას მოქმედების მექანიზმი?

1976 წელს პროფესორმა Dr. Jerry Mc Laughlin მა პედიუს უნივერსიტეტიდან, მცენარე ANONACEA GRAVIOLA გამოყო მძლავრი ანტიკარცენოგენული ნივთიერება აცეტოგენინი.

აცეტინოგენს გააჩნია უნიკალური ანტიკანცეროგენული თვისება, სხვა ანტიოქსიდანტური და იმუნიტეტის ასამაღლებელი ნივთიერებისგან განსხვავებით, გრავიოლა იწვევს ენერგიის დათრგუნვას უჯრედის შიგნით, ამიტომ მისგან გამორიცხულია პარადოქსალური რეაქციები, როდესაც პაციენტის მდგომარეობა ზოგიერთი ანტიოქსიდანტური პრეპარატის (მაგ. კურკუმინი, კამელინი და სხვ) მიღების შედეგად უფრო უარესდება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი შეაღწევენ სიმსივნურ უჯრედებში და აძლიერებენ მათ გამრავლებას. როგორც ცნობილია ხშირად ქიმიოთერაპიის მიმართ ვითარდება რეზისტენტობა, ანუ ქიმიოპრეპარატები ვეღარ აღწევენ სიმსივნური უჯრედის წიაღში, რადგან ეს უკანასკნელი წარმოქმნის თავდაცვით ტუმბოებს(P-გლიკოპროტეინული ტუმბოები) რომლებიც გარეთ აძევებენ ქიმიო პრეპარატებს. გრავიოლას სამკურნალო ნივთიერებას (აცეტოგენინს) გააჩნია ისეთი სტრუქტურა და ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ის შეაღწევს სიმსივნური უჯრედში, უჯრედს შიგნით არსებულ ტუმბოები ვერ აძევენე მას და ამ ხნის განმავლობაში აცეტინოგენი ასწრებს გამოფიტოს და გაანადგუროს სიმსივნური უჯრედის ენერგეტიკა. ასეთი მექანიზმის არსებობის გამო, გრავიოლა ხელს არ უშლის ქიმიოთერაპიას, არამედ ეხმარება მას მისი ეფექტურობის დაბრუნებაში.

სიმსივნური უჯრედების გარდა ამ ძირითდი მექანიზმისა, გრავიოლას ექსტრაქტს გააჩნია კიდევ რამდენიმე მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, შესაძლოა გრავიოლა ანადგურებდეს სიმსივნურ უჯრედებს, პირველ რიგში ეს არის აპოპტოზის მექანიზმი.გრავიოლას ნივთიერება გადასცემს მესიჯს სიმსივნური უჯრედს თვითგანადგურების პროგრამისა, რომლის შედეგადაც, სიმსივნური უჯრედი განიცდის თვითლიკვიდაციას.

როგორც დადგენილი იყო პანკრეასის კიბოს დროს ჩატარებულ კვლევებში გრავიოლას ექსტრაქტი იწვევს სიმსივნური უჯრედების დათრგუნვას მეტაბოლური ცვლილებების ხარჯზე, ანუ იწვევს პანკრეასის სიმსივნური უჯრედების ნეკროზს, უჯრედში განვითარებული იშემიისა და გლიკოლიზის ხარჯზე.

grmoqmmeqanizm

გრავიოლას ახასიათებს კიბოს საწინააღმდეგო კიდევ ერთი მექანიზმი ეგრეთ წოდებული გენური მექანიზმი. როგორც ცნობილია თვითოეულ ორგანოში არის ეგრეთ წოდებული მოღალატე უჯრედები, რომლებიც კავშირში შედიან ორგანიზმის გარეთ ან მის შიგნით არსებულ ონკოგენებთან და გადაიქცევიან სიმსივნურ უჯრედებად. მკერდის კიბოს შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ გრავიოლას ექსტრაქტს შეუძლია დათრგუნოს ასეთი უჯრედების რეცეპტორები EGFR -(კანის ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორები). გრავიოლას გამოყენება შესაძლებელია როგორც ქიმიოთერაპიის წინ, ქიმიოთერაპიის დროს და ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდეგაც. მაგრამ ქიმიოთერაპიის დროს გრავიოლას მიღება უნდა იყოს ფრთხილი, ძლიერი სისუსტის დროს საჭიროა მისი დოზის შემცირება ან დროებით საერთოდ შეწყვეტა. გრავიოლას მოქმედების ეფექტურობა იზრდება თხევად ქლოროფილთან ერთად მიღებისას.

Login icon