ომეგა 3

  • ომეგა 3

     

     

     
    omega 3

    ომეგა - 3 რეკომენდებულია როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციისა და ლიპიდური სპექტრის გასაუმჯობესებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. 
    შემადგენლობა: მგ/1 კაფს.
    თევზის ქონის კონცენტრატი 1000 მგ

    ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავები 340 მგ

    ეიკოზაპენტაენურ მჟავა EPA-180 მგ

    დოკოზაჰექსაენურ მჟავა DHA-120 მგ

    ვიტამინი E (D-ალფა ტოკოფეროლი) 1 სე

     

    ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ შეიცავს ქოლესტერინს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხორბალს, კვერცხსა და კონსერვანტებს.

    “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავებისადმი ინტერსი მკვეთრად გაიზარდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, როდესაც დანიელმა მეცნიერებმა (ჯ. დაიერბერგი, ჰ. ბანგი) მრავალწლოვანი მეცნიერული დაკვირვებებით დაადგინეს, რომ გრელანდიის მოსახლეობის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების გავრცელების (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, გუ-ლის იშემიური დაავადება და სხვ.) უაღრესად დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ ისინი საკვებად ძირითადად იყენებენ ზღვის პროდუქტებს.

    “ომეგა 3”-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენენ ეიკოზაპენტანისა (EPA) და დეკოზაჰექსანის (DHA) მჟავები, დიდი რაოდე-ნობით შეიცავს ცივი წყლების თევზის ქონი (განსაკუთრებით ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი, ასევე სელაპის ხორცი და ცხიმი), რომელიც გრენლანდიის მოსახლეობისათვის ცხიმების ძირითად წყაროს წარმოადგენს.

    ორგანიზმში მოხვედრისთანავე “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავები პირდაპირ უჯრედებში გადაინაცვლებენ და ზემოქმედებას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების უაღრესად ფართო სპექტრი:

    -აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს;

    -არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;

    -ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას;

    -აძლიერებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას;

    -ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს;

    -არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, აუჯობესებენ სისხლის ფორმულას და ეწინა-აღმდეგებიან თრომბების წარმოქმნას;

    -აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მხედველობას;

    -ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;

    -როგორც დამხმარე საშუალებები ფართოდ გამოიყენებიან კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულების, კანისა და ალერგიული დაავადებების მკურნალობისას;

    -ხსნიან უძილობას, მოუსვენრობას, დეპრესიასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.

    ორგანიზმში “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებების განვითარებას, რადგანაც მათი დეფიციტის დროს ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებზე აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროტიკულ დანალექებს. ამ დროს იზრდება ინსულტის, ინფარქტის, ალერგიის, დეპრესიის, სახსრე-ბისა და შინაგანი ორგანოების ქრონიკული ანთებების განვითარების რისკი.

    სამწუხაროდ მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ადამიანები ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ცხიმების საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს იღებენ და ამიტომაც აუცილებელია მათი დეფიციტის შევსება კვებითი დანამა-ტების მეშვეობით. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებლად გამომუშავება და იგი საკვების ან საკვებ დანამატის სახით უნდა მიიღოს.

    “ომეგა 3”–ის შემადგენლობაში შემავალი E ვიტამინი, მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. E ვიტამინი დიდ მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით რეაქციებსა და სელენის ცვლაში. იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედულ მემბრანებს დაზიანებისაგან. E ვიტამინი ასევე აუცილებელია კუნთებისა და განსაკუთრებით გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

    ამერიკული კომპანია “NOW FOOD”-ი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის “ომეგა 3”-ის წარმოებაში იყენებს უახლეს ტექნოლოგიას, რომლის დროსაც ცხიმოვანი მჟავები თევზის სხეულიდან ცივად “გამოიწნეხება” და არ ხდება მისი თერმული დამუშავება. ამ მეთოდით მიღებული მჟავები ინარჩუნებენ ნატივურ ბუნებას, თვისებებს და იდეალურად ათვისებადია ადამიანის ორგანიზმის მიერ.

    უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

    დოზირება: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ საკვების მიღების დროს, ან მკურნლი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

    შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვების-თვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

    გამოშვების ფორმა: 100 კაფსულა პოლიმერული მასალის კონტეინერში.

    ფასი:  90 ლარი     70 ლარი     თქვენი დანაზოგი 20 ლარი

    დაგვიკავშირდით:  599429203, 599301915

Login icon