გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

ხორვატია: მოგონებები

trogir 1

- ექიმო! შეიყვან გემს სპლიტის პორტში? - მითხრა გემის ხიდურზე ახლად ამოსულმა კაპიტანმა და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.


საბჭოთა კავშირში გემის ექიმებს მსოფლიოში ყველაზე მცირეს უხდიდნენ, დაახლოებით 200 დოლარს თვეში და ესეც ზედმეტად მიაჩნდათ. ამიტომ საზღვაოსნოში გადაწყვიტეს ექიმი დამატებით დაესაქმებინათ, 4 საათი ან მზარეულს უნდა დახმარებოდა კარტოფილის ფცქვნაში ან ხიდურზე უნდა ემუშავა მატროსივით. მე რა თქმა უნდა ხიდურზე ყოფნა ავირჩიე. სხვა რა გზა მქონდა, მაინც მიყვარდა ზღვის სივრცეების ყურება. ჩემ მოვალეობაში შედიოდა ზღვის ჰორიზონტზე ახლად გამოჩენილი გემის შეტყობინება შტურვალისთვის, თუმცა შტურვალი მუდამ პირველი ხედავდა ახალ გემს, უკვე ბუზის ტოლად რომ გამოჩნდებოდა ხოლმე. საჭეს არ ვეკარებოდი, რადგან როდესაც მივეკარე ორივეჯერ უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდე თავი. პირველად, როდესაც საჭესთან მდგომს შტურვალმა მიბრძანა მარჯვნივ, ბორტიკენ !(права на борт) მეგონა მარჯვენა ბორტზე რაღაც ხდებოდა და იქითკენ გავიქეცი, რა ხდენა მეთქი, თან ვფიქრობდი წყალში ვინმე ხომ არ გადავარდა თქო. არადა როგორც მერე გავიგე თურმე ამ ბრძანებაზე საჭე მარჯვნივ უნდა მომეტრიალებინა 30 გრადუსით. შტურვალს და იქვე მყოფ მეზღვაურებს არც დავუცინივარ, რადგან ვერაფრით მიხვდნენ რატომ გავარდი ხიდურის მარჯვენა მხარეს. მეორეჯერ კი უნებლიედ საჭესთან - „стопор“ - სახელური გავჭედე და გემი ლამის სანაპიროსან არსებულ რიფზე შევსვი! ამ ამბების შემდეგ ვერიდებოდი გემის საჭესთან ურთიერთობას. და აი ახლა- კაპიტანი მეუბნება პორტში შეგაყვანინებ გემსო. მეგონა მეხუმრებოდა მაგრამ იმავე წუთში რადიოთი გამოაცხადა შვარტირების გუნდი მზადყოფნაში იყავით, გემს პორტში ექიმი შეიყვანსო. მერე კი სიცილით მითხრა ..ჰა, დავით რას იბლატავებ ახლა თბილისში ბიჭებშიო...
საოცარი გრძნობა იყო ... ბრძანებებს მაძლევდნენ გრადუსებში და მეც ვატრიალებდი საჭეს აქეთ იქით, მაგრამ გემის მოხვევის შეგრძნება არ მქონდა. ერთი კი იყო, რომ გემი თითქოს თავისთავად უხვევდა და მისთვიოს დასაყენებელი ადგილს უახლოვდებოდა...“გემის ტარება „საბლატაო“ იმ პერიოდში კი მართლა იყო. გემის ტარება კი არა და „ 09“ ჟიგულის ყოლა და მისი ტარება იყო სალაპარაკო ჩვენ თაობაში.

croatia boats

ხორვატია ადრიატიკის მარგალიტია. ხორვატიის ბუნება პირველივე დანახვისთანავე გცელავს! ეს ცხადი სიზმარია! წიწვოვანი ხეები, (ფიჭვები, ნაძვები, სოჭები, ლარიქსები) იზრდებიან პალმების, ფორთოხლის, და ბროწეულის ხეების გვერდით, გარშემო ფრიალო მთები და უსუფთავესი, გამჭირვალე ზღვა. ულამაზესი ყურეები, საოცარი ფორმის კუნძულები, თერმული წყაროები, უძველესი იდუმალი კოშკები, ნაციონალური პარკები-ეს არის ჯადოსნური ხორვატია.ხორვატიის სანაპირო ძალიან წააგავს აფხაზეთის სანაპიროს სოჭამდე, შედგება ორი ნაწილისგან, ძველი ქალაქებისგან და მისი მიმდებარე და შემადგენელი ნახევარკუნძულებისგან, სადაც ძირითადად განთავსებულია სასტუმროების უმთავრესი მასა, ქალაქის დანარჩენი ნაწილი გამოტენილია დიდებული ვილებით, პარკებით, ბაღებით, ბუხტაში ყოველთვის დგანან იახტები და საკრუიზო ლაინერები.
ამჯერად ეს უბრალო რეისი არ იყო...ჩვენი ტანკერი იუგოსლავიაში იყო აშენებული, კერძოდ ქალაქ სპლიტში, და ამჯერად გეგმიური რემონტისთვის ჩამოვედით. გემის რემონტი მეზღვაურებისთვის საოცნებო ამბავი იყო, რადგან ამ დროს დღიური ანაზღაურება თითქმის 10 ჯერ იზრდებოდა.
იმდენად სასურველი იყო გემის „რემონტში“ მოხვედრა, ასეთი ამბავიც ქონდათ მოყოლილი ჩემთვის მეზღვაურებს, ოღონდ ვერ გეტყვით მართალია თუ ტყუილი. რომელიღაც საქართველოს გემზე რომელიც იტალიის ნაპირებს მიუყვებოდა მზარეულს და მოტორისტ შორის ასეთი საუბარი შემდგარა: აუ, ბიჭო ახლა ეს გემი გაფუჭდებოდეს, რა მაგარი იქნება ავშენდებოდით აქვე იტალიაში შევიდოდით რემონტშიო - უთქვამს მზარეულს. მერე მაგის გაფუჭებას რა უნდა, ერთი კოვზი მარილი რომ ჩაყარო ძრავის ცილინდრში მაშინვე გაფუჭდებაო - თქვა მოტორისტმა ... ხოდა ასეც გაუკეთებიათ, გემი იტალიაში შეუყვანიათ და ბიჭებსაც კარგი გასამრჯელო აუღიათ, ოღონდ ხუთი წლის შემდეგ მზარეულს ეს ამბავი ტუაფსეს რესტორანში დაუტრაბახებია მთვრალს და მალე ორივე მზარეულიც და მოტორისტიც დაუჭერიათ.

1024px Trakošćan 2007

სპლიტი დალმაციის ადმინისტრაციული და ეკოლოგიური ცენტრია, სადაც 200 000 ადამიანი ცხოვრობს. დალმაციის უმსხვილესი ტურისტული ცენტრი საუცხოო საკურორტო ქალაქს წარმოადგენს და ხორვატიის ზოგიერთი კურორტის მსგავსად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
305 წელს რომის იმპერატორს დიოკლიტიანეს სპლიტში სასახლე აუგია, რომლის ფართობიც 30 000 კვ.მ-ს შეადგენდა. ის ერთდროულად კომფორტული საცხოვრებელი და ამავე დროს სამხედრო ბანაკიც ყოფილა. ოთხი ასწლეულის შემდეგ, ამ შენობის კედლებს თავი მეზობელი ქალაქებიდან ჩასულ ლტოლვილებს შეუფარებიათ. ის, ვინც უფრო მდიდარი იყო, სასახლის კარის შიგნით საკუთარი სახლის კედლები აუგია, სხვებსთვის კი საცხოვრებლად რეზიდენცია მიუჩენიათ. ასე გადაქცეულა სასახლე ქალაქად. მისი სახელწოდებაც სპლიტი (palatim ) ლათინურიდან სასახლედ ითარგმნება.

Peristyle Split 1

სპლიტი ცნობილია XV-XVI საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლებით, მუზეუმებითა და სურათების გალერეებით. ქალაქის ისეთი შედევრები, როგორიცაა იუპიტერის ტაძარი, კათედრალური ტაძარი, პროკურაციის მოედანი და ოქროსა და ვერცხლის ჭიშკრები, ადრიატიკის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კულტურულ ძეგლებად ითვლება.
ქალაქის უნიკალური არქიტექტურა, რომელშიც რამდენიმე სტილია არეული, სპლიტს განუმეორებელს ხდის. თუმცა სპლიტი ეს მარტო ისტორია და არქიტექტურა როდია, ის არის თანამედროვე კურორტი მდიდრული სასტუმროებით.

1024px Dubrovnik crop

 

ხორვატიაში ყოფნისას ხორვატიის ყველაზე ლამაზი კურორტი დუბროვნიკიც დავათვალიერეთ. დუბროვნიკი მე-7 საუკუნეში გაჩნდა, ერთი ვერსიით, რომაული ქალაქის ეპიდავრიდან წამოსულების, ხოლო მეორე ვერსიით, სლავი მეფის პავლიმირის მიერ. საუკუნის შუა პერიოდში ეს იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ვაჭრობით იყო დაკავებული. დუბროვნიკი ქალაქი-ციხე-სიმაგრე და ქალაქი-ძეგლი, რომელიც იუნესკოს მფარველობის ქვეშაა, რადგან იქ თითოეულ სახლს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ქალაქი აგებული იყო XII საუკუნეში და ჩვენს დრომდე შენარჩუნდა რენესანსის ეპოქის ძეგლები, რომელიც ევროპაში შეიძლება მხოლოდ ვენეციას ან ამსტერდამს შევადაროთ. ამის ნათელი მაგალითი იყო 90 საზაფხულო რეზიდენცია, აგებული XVI საუკუნეში.
ქალაქში ფეხით გასეირნებამ საუცხოო სიამოვნება მოგვანიჭა, ჩვენ ვიხილეთ რექტორის სასახლე, ფრანცისკანული მონასტრები, მე-14 საუკუნის აფთიაქი, ეკლესია და სხვა ბევრი ღირშესანიშნაობა. ექსკურსია ითვალისწინებდა იმ ადგილის მონახულებას, საიდანაც დუბროვნიკზე საუცხოო ხედი იშლებოდა. ამ საკურორტო ქალაქის მუზეუმებს შორის გამორჩეული იყო ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქალაქის მფარველის წმინდა ბრაზიუსის ტაძარი და ა.შ. საინტერესო იყო კათედრალური ტაძარიც, რომლის პირველი შენობაც რიჩარდ ლომგულის მითითებით აშენდა.

split photo4
ხოდა ასეთ ქვეყანაში მთელი 2 კვირა უნდა დავრჩენილიყავით. ქალაქი სავსე იყო ლამაზი ქალებით და გოგონებით, თითქმის ყველამ იცოდა ინგლისური, ეგ კი არა და, რუსულიც კი ესმოდათ. მეგონა ხორვატიელი გოგოები რუსებივით ადვილად ხელმისწვდომი იქნებოდნენ, მაგრამ შევცდი...როგორც კი ნეიტრალური საუბრის თემას შევცვლიდი და ფლირტზე გადავიდოდი მაშინვე წყვეტდნენ ჩვენთან საუბარს. ერთხელ ცოტა ნასვამმა, ლამაზ ქალიშვილს ხელზე ხელი წავავლე. გოგო შემომიბრუნდა და კარატეს ილეთით მუშტი ცხვირწინ გამიჩერა. ამის შემდეგ შევეშვით ქალაქში მათთან გამოსაუბრებას.
სტრპტიზ კლუბში გაპარვა ჩემმა გურულმა მეგობარმა შემომთავაზა. გაპარვა საჭირო იყო, იმიტომ რომ გემიდან 8 საათის შემდეგ გასვლა აკრძალული იყო, სტრიპტიზ კლუბი კი 8 საათისთვის იხსნებოდა. საბჭოთა ხალხისთვის სადაც „სექსი არ არსებობდა სტრიპტიზ კლუბი დიდ იდუმალებას წარმოადგენდა. ცნობისწადილი გვკვლავდა, რა იყო ეს და არ მეჯერა თუ ქალი მთლიანად გაიხდიდა. წითლად განათებული სტრიპტიზ ბარში ყველაფერი ნელა და ზანტად დაიწყო. ის რაც ჩვენთვის საინტერესო და ამაღელვებელი იყო, მათთვის მოსაწყენი, ყოველდღიური სამუშაო გახლდათ...ცოტა ხანში ჩვენი გემის 3 მეზღვაური დავინახეთ კლუბში, ისინიც გამოპარულიყვნენ გემიდან. მივედი მათთან და შევთავაზე ერთ მაგიდასთან დავმსხდარიყავით და ვისკი შევუკვეთე.

 აბა, დოქტორ კარგია აქ რომ ხარ, ინგლისური იცი და მარტო ამათი ყურება რად გვინდა, იქნებ გოგოები შევაბათ ღამისთვის, მითხრეს აჭარელმა ბიჭებმა. სცენის გვერდით ორი ლამაზი გოგო იდგა და სიგარეტს ეწეოდა...ერთი ჭიქა ვისკი დავლიე და მივედი მათთან. მაგრამ გოგოებმა ზედაც არ შემომხედეს, ცოტა ხანში 2 ადგილობრივი კაცი მივიდა, ხელში ფული ჩაუდო და იქვე ოთახებში განაპირდნენ. ყელში თითქოს რაღაც გამეჩხირა, ცუდ ხასიათზე დავბრუნდი ბიჭებთან, და მეორე ჭიქა ვისკიც გადავკარი. ქალებისთვის ფული ნამდვილად არ გვქონდა. და ის ღა დაგვჩენოდა დაბოღმილებს, მარტო სტრიპტიზისთვის გვეყურებინა.
ცოტა ხანში გვერდით სუფრაზე ის ორი გოგო ჩამოჯდა სხვა 2 გოგოსთან ერთად. ვიწრო სპორტულ ტანსაცმელზე შუბები შემოეცვათ. მივხვდი ესენიც იმავე საქმისთვის იყვნენ მოსულნი. გამხიარულება და ამათთვის სამაგიეროს გადახდა მომინდა. მესამე ჭიქა ვისკიც მივირთვი და ამ გოგოებთან გადავჯექი. ვუთხარი ბევრი ლაპარაკი არ გვინდა,მე ამერიკელი ვარ და იქ მაგიდაზე 3 ბიჭს რომ ხედავთ ეგენი არაბი შეიხები არიან, მე 100 დოლარს მოგცემთ და ეგენი თითოეული 300 დოლარს მოგცემენ მეთქი. გოგონებს აშკარად ესიამოვნათ. ოღონ დავამატე - სუფრასთან ისხედით და სხვა კაცებთან არ დაგინახოთ, წამოდგენის ბოლოს ოტელში ავიდეთ თქო. ისევ ბიჭებთან გადმოვჯექი, დაძაბულობა მომეხსნა და კარგად მოვილხინეთ..აღარც გახდილი ქალების ცქერა გვაინტერესებდა და აღარც თვითონ ქალები. ღამის პირველი საათი იყო, წარმოდგენა რომ დამთვრდა და ბარი უნდა დაკეტილიყო...გვერდით მსხდომ ქალებს მართლა არავისთან გაუბამთ საუბარი და ყველა კაცს უარით ისტუმრებდნენ. კარგად შემთვრალები ავდექით და კლუბის კარებისგან გავემართეთ..ის იყო კარებში უნდა გამოვსულიყავით ქალები მიხვდნენ წასვლას და მათ გადაგდებას რომ ვაპირებდით, და სწრაფი ნაბიჯით ჩვენსკენ წამოვიდნენ. ბიჭებს შევძახე აბა ჩქარა მეთქი და სწრაფად კლუბიდან გამოვედით. კიდევ კარგი კლუბთან მერსედესის ტიპის ტაქსები იყო გაჩერებული, ჩავსხედით და ტაქსისტს ვუთხარი სწრაფად დაძრულიყო. ტაქსისტმა სწრაფად დაძრა მანქანა მაგრამ მანქანის ძარაზე გაისმა ქალების ხელის ბრაგუნი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გადავრჩით, რადგან ის ქალები კარგ დღეს არ დაგვაყრიდნენ. გემზე ასასვლელი კიბე უკვე აეშალათ და ამიტომ, თოკით გემბანზე აძრომა მოგვიწია.

ხორვატიაში ყოფნის დარჩენილ დროში სტრიპტიზ კლუბისკენ აღარც გაგავიხედავს. ადამიანს ყველაფერს წყინდება, აღარც დიოკლეტიანეს სასახლე გვახალისებდა და აღარც სუფთა ზღვა და აღარც ვიწრო ლამაზი ქუჩები. გამოვიდოდით ლუდს დავლევდით ხმაურიან ტრაქტირში და ისევ გემზე ვბრუნდებოდით. თუმცა ფეხბურთის თამაში მოვასწარით ქარხნის წარმომადგენლებთან და გავიმარჯვეთ ოთხით ერთზე. გამარჯვება არ გაგკვირვებია რადგან მანამდე არგენტილ მეზღვაურებთან გვქონდა მოპოვებული გამარჯვება.

beautiful girl playing piano beautiful dress interior beautiful girl playing piano beautiful dress 113012521
იმ დღეს მგონი კვირა იყო, მარტომ გადავწყვიტე ქალაქის ცენტრში ხეტიალი. დიოკლეტიანეს სასხლისკენ გავემართე მინდოდა შემეგრნო, 16 საუკუნის წინანადელი სიძველე. აღარც ლუდი მინდოდა და აღარც მეზღვაურების დანახვა. ძველი ქალაქის კარებს რომ მივიახლოვდი, უცებ როილის ხმა შემომესმა, ვიღაც შოპენის ნოქტურნს უკრავდა. ასეთი ზღვა სიხარული დიდი ხანია არ მეგრძნო. სხეულში სიმშვიდე, სიხალისე და სიცოცხლე ერთად ჩამეღვარა. ხმას მივყევი და ნაზმა კალსიკური მუსიკის ჰანგებმა ერთ თეთრ, მინებიან კაფეში მიმიყვანა. კარები და ფანჯრები ღია იყო. დიდი ოვალური ფორმის ოთახის შუაგულში თეთრ როიალზე, თეთრ კაბაში გამოწყობილი უმშვენიერესი ქალიშვილი უკრავდა, ირგვლივ ოციოდე ადამიანი შემომსხდარიყო მაგიდებთან, ჩაის მიირთმევდნენ და სულგანაბული უსმენდნენ. მეც ჩამოვჯექი ერთ ერთ მაგიდასთან. ოფიციანტი მოვიდა ჩემთან და დაუკითხავად ჩაი მომიტანა ლამაზი ფინჯნით. თერებში გამოწყობილმა გოგონამ, შოპენის ნოქტურნი, შოპენის ვალსით გააგრძელა და ერთი საათის განმავლობაში უკრავდა მოცარტის, ბახის, ჩაიკოვსკის ცნობილ ნაწარმოებებს. შემდეგ წამოდგა, თავი დაგვიკრა და წავიდა...ოფიციანტმა მითხრა რომ არტ კაფეში, ეს გოგონა ყოველ კვირას მოდის და უფასოდ უკრავსო... იმ დღეს გემზე დაბრუნება აღარც მინდოდა, მაგრამ სხვაგან სად წავიდოდი ????


ზუსტად ორი კვირის თავზე გემთმშენებლებმა დაამთავრეს გემის რემონტი და საღამოს რესტორანში დაგვპატიჟეს გემის მეთაურების შემადგენლობა. აი აქ კი საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ როგორ გავდნენ ხორვატები ქართველებს. სუფრზე
ზღვის პროდუქტებთან ერთად (მდინარის დიდი კიბორჩხალები, ზღვის მოლუსკები და კრევეტკები) გვერდით იყო ლობიოთი და სიმინდით დამზადებული წვნიანი და ყველის რულეტი. მოხარშული ყველის ღვეზელი, ზეთისხილის ერბოთი დამზადებული სოკო, ჩხირებზე წამოცმული მწვადი. ხორვატები მაღალი წარმოსადეგი ხალხია. აღმოჩნდა თამადის ინსტიტუტიც ცოდნიათ და სადღეგრძელოებიც, ოღონდ გაგვიმარჯოს მაგივრად „ჟივილი“-ს იძახდნენ.. მხიარულად იყვნენ და მაშინ ალბათ სულ არ ელოდნენ რომ სადღაც 3 წელიწადში ომი დაიწყებოდა და სატიკი ბრძოლები მოუწევდათ სერბებთან თავიანთი დამოუკიდებლობის დასაცავად.

ავტორი: დავით მალიძე

Login icon