გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

გრავიოლას ნერგი თბილისში

თესლიდან მიღებული ანონა (გუანაბანა, გრავიოლა):
ვზრდით არაჟნის ვაშლს

გრავიოლა, გუანაბანა, არაჟნის ვაშლი, ანონა მურიკატა, გრავიოლას ნერგი, გუანაბანას ნერგი, ონკოლოგიური დაავადებები, გრავიოლას ჩაი, გრავიოლას ფოთლები 

669476 sazhenczy gravioly guanabany kupit sazhenczy gravioly v odesse kupit sazhenczy guanabany czenaჩვენ ბავშვობიდანვე ვიცით, თუ როგორ გამოიყურება ვაშლი. მაგრამ ჩანს, რომ ვაშლი შეიძლება იყოს კრემიანი, შემწვარი, მოხარშული და თვით არაჟნისებური. ასე უწოდებენ ეგზოტიკური ხის გრავიოლა ნაყოფს (მას აგრეთვე ჰქვია-ანონა მურიკატა, ასევე გუანაბანა და ამ მცენარის გაზრდა შესაძლებელია ოთახშიც. დღეს მოგიყვებით, თუ როგორ ამოვიყვანოთ გრავიოლა თესლიდან.
მე მაჩუქეს ორი სახის გრავიოლას თესლი. პირველი ეს იყო შაქრის ვაშლი (ანონა სქვამოზა) ხოლო მეორე უფრო გავრცელებული არაჟნის ვაშლი), რომლის თესლები შედარებით უფრო დიდია ვიდრე პირველის.
ეს იყო ამა წლის მაისში და რადგან საკმაოდ თბილოდა (22-27 გრადუსი), მე გადავწყვიტე აღარ დავლოდებოდი ცხელ ზაფხულს და საქმეს შევდგომოდი
პირველ რიგში ცოტათი გავხეხე გრავიოლას თესლის სქელი ზედაპირი. შემდეგ თესლები 10 საათის განმავლობაში ჩავდე თბილ წყალში.
ამის შემდეგ თესლები 1 სმ -ზე ჩავდე წინაწარ მომზადებულ სათბურში (ნამცხვრების გამჭვირვალე ყუთში. და დაიწყო შემაწუხებელი მლოდინის კვირეები
მზე ხან ჩადიოდა ხან ამოდიოდა, ხან ძალიან ცხელოდა ხან არა - მიწას ყოველთვის ვასველებდი. მაგრამ გრავიოლას ნერგის ამოსვლის პროცესი ძალიან იწელებოდა.
ბოლოს როგორც იქნა 6 კვირის შემდეგ, შევნიშნე ერთგან რაღაც მოძრაობა, და სამი თესლისგან ამოვიდა მხოლოდ ერთი - ანონა მურიკატა, ხოლო შაქრის ანონა „ადგილიდანაც კი არ დაიძრა“
ყლორტამოსული თესლი გადავიტანე ერთ ლიტრიან ქოთანში და დავიწყე მისი მორწყვა. მალე ყლორტს გამოება 3 მწვანე ფოთოლი

gravo gama


შედეგების შეჯამება:

775386 semena gravioly guanabanaგრავიოლას აღმოცენება თესლიდან საკმაოდ რთული და ნერვებმომშლელი პროცესია, გრავიოლას თესლებს უყვართ ძილი დიდი ხნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ წერენ ყლორტი ამოდის 1 თვის განმავლობაში, ეს პროცესი შეილება 2 თვემდე გაჭიანურდეს. 

სამაგიეროდ გრავიოლას ხის მოვლა სახლის პირობებში არც თუ ისე რთული პროცესია. გრავიოლას ყლორტი ეგუება ჰაერის სიმშრალეს და უყვარს გამუდმებული მორწყვა. აქვე მინდა ავღნიშნო რომ გრავიოლას ყლორტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს, ამიტომ დასჭირდება ღრმა ქოთანი. 

მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ სკეპტიციზმით ვუყურებ გრავიოლას ხის ნაყოფის მოსხმას ბინის პირობებში. (თუმცა ითვლება, რომ გრავიოლას ხე ნაყოფს იძლევა 3-5 წლის შემდეგ. მაგრამ მე მიყვარს თვალს რომ ვადევნებ ამ არაჩვეულებრივ და მომაჯადოვებელ მცენარეს. თან მისი ფოთლებისგან მზადდება არომატული, დამამშვიდებელი და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ჩაი და როგორც ამბობენ მისი ფოთლები შეიცავს კიბოს საწინაღმდეგო ნივთიერებას - აცეტოგენინს, რომელიც მეცნიერულად დამტკიცებულ კვლევებით, ისევე მოქმედებს, როგორც ქიმიოთერაპიული პრეპარატები - ოღონდ ერთი დიდი სხვაობით -აცეტოგენინი ქიმიოთერაპიული პრეპარატისგან განსხვავებით არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.
თუ გამიმართლებს და ეს მშვენიერი მცენარე კვლავ გაიზრდება, ჩემ ფანჯრის რაფაზე, მე დავწერ ჩენ დაკვირვებებს: თუ როგორ უნდა მოუარო გრავიოლას სახლის პირობებში.

 

graviola nergebi

 

PS: სამწუხაროდ, საქართველოში გრავიოლას ნერგებმა ვერ გაამართლა რადგან 3 წლის განმავლობაში ვერც ერთი ნერგი ვერ გადაუღჩა სიცივეს, უმზეობას ან უწვიმობას!!

 

Login icon