ქსარელტო წამალია რომლის გამოთქმაც უფრო ძნელია ვიდრე მისი გამოყენება. უამრავისთვის ის სიცოცხლის შემანარჩუნებელი წამალია. ქსარელტო (რივაროქსაბანი), არის ანტიკოაგულანტი (სისხლის გამათხელებელი) ტაბლეტი, რომელიც მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. ის გამოიყენება ღრმა ვენებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვში თრომბული კოლტის წარმოქმნა (პულმონური ემბოლიზმი - პე). თრომბული კოლტის წარმოქმნა შესაძლოა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. მაგალითად მუხლის ამ ბარძაყის სახსრის პროთეზირებისას. ასევე, ქსარელტო საუკეთესო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს მოციმციმე არითმია, რომელიც არ არის გამოწვეული დაზიანებული გულის სარქვლებისგან, დაეხმაროს მათ, რომ არ განუვითარდეთ თრომბის კოლტი, რომელსაც შეუძლია გადავიდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ინსულტი.
ხმელთაშუა ზღვის დიეტა
დოქტორი დავით მალიძე, კარდიოლოგი
როგორც მოგეხსენებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 30%-ია, თუმცა საქართველოში ეს მონაცემი 81%-ს შეადგენს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არაჯანსაღი კვებაა, რაც არაბალანსირებულ კვებას გულისხმობს, როცა საკვებ რაციონში სჭარბობს ცხოველური ცხიმების შემცველი პროდუქტები და დაბალია ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება. არასწორი კვების შედაგად სისხლში მატულობს ქოლესტერინის შემცველობა, შესაბამისად, იზრდება რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების. ამ პრობლემის წამლის და ინტრვენციული ჩარევის გარეშე გადაჭრის საშუალებაა ეგრეთ წოდებული ,,ხმელთა შუა ზღვის დიეტა” რომელიც საქართველოში არცთუ დიდი ხნის წინ შემოვიდა და გულის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, მისი ცხოვრებაში გამოყენებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 80%-ის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
ტერმინი ,,ხმელთა შუა ზღვის დიეტა”შემოღებული იქნა გასული საუკუნის 50 წლებში ანსელ და მარგარეტ კეის მიერ. დიეტა პოპულარული გახდა ე.წ. ფრანგული პარადოქსის გამო: მიუხედავად იმისა რომ სამხრეთ საფრანგეთის მოსახლეობა საკმაოდ დიდი რაოდენობის ცხიმს იყენებს, მათ ჭარბი წონის პრობლემის, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტენზიის და დიაბეტის პრობლემა სხვა ნაკლებად აქვთ გამოხატული ვიდრე სხვა ქვეყნის მაგალითად აშშ–ში., ხმელთა შუა ზღვის დიეტა” არის ერთ-ერთი ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტათაგანი. დიეტა, რომელსაც ახასიათებს უამრავი სასარგებლო ეფექტი. მაგალითად, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, მინიმუმამდე დაჰყავს კარდიო დაავადებების რისკი. მასში შემავალი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს გვიან დაბერებას, რომლებიც შედიან ბოსტნეულში, ხილში, პარკოსნებში, მარცვლეულში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დიეტის მიხედვით შეადგინაკალორაჟის შემდეგი ვარიანტი:
ნახშირწყლები: საერთო კალორაჟის 55-60% _მარცვლეული(პური, ბრინჯი, პასტა, წიწიბურა); პარკოსნები.
ვიტამინ/მინერალები: კალორაჟის დღიური ნორმის 15%_ ხილი და ბოსტნეული, როგორც ქორფა, ასევე მოხარშული.
პროტეინები(ცილები): კალორიების დღიური ნორმის 15% _ხორცი, კვერცხი, თევზი.
ცხიმები: კალორიების დღიური ნორმის 10% _ ზეითუნის ზეთი(ვირჯინ ექსტრასაუკეთესო ვარიანტია).
შემდეგი დიეტა არის შედგენილი დღიურად 2000 კალორიაზე. შეიძლებაპროდუქტების შეცვლაც, სურვილისამბერ. ამ დიეტით კვირაში 1 კილოს დაიკლებთ. ყოველგვარი ტანჯვის და მაზოხიზმის გარეშე.
ხმელთაშუა ზღვის დიეტის 2000 კკ-იიანი კვების რეჟიმი 1 კვირის განმავლობაში:
ორშაბათი:
1. საუზმე: 1ჭ. უცხიმო რძე ან სოიოს რძე. 1 პორცია მარცვლეული(40 გრ), 1ჭ. ფორთოხლის ნატურალური წვენი.
2. ლანჩი: უცხიმო იოგურტი, 1 ცალი ხილი.
3. სადილი: პასტის სალათი პომიდვრით, თეთრი ყველით, ნიგოზით, რეჰანით და ზეითუნის ზეთით. ქათმის მკერდი უცხიმოდ შემწვარი _ ლიმონის წვენით; 1ნაჭ. (40 გრ) რუხი პური; ხილის, შავი ან მწვანე ჩაი.
4. სამხარი: 1 ჭ. ფორთოხლის ნატურალური წვენი, 1 ნაჭერი ტოსტირებული პური ინდაურის უცხიმო ლორთან ერთად.
5. ვახშამი: ისპანახი კრევეტებით და ნივრით; თევზი (ხეკი, მაგალითად) უცხიმოდ; უცხიმო იოგურტი.
სამშაბათი:
1. საუზმე: 1 ჭ.უცხიმო რძე ან სიოის რძე; 1 ნაჭერი ტოსტირებული პური ზეითუნის ზეთით ან ჯემით; 1 ჭ. ფორთოხლის ნატურალური წვენი.
2. ლანჩი: 1 უცხიმო იოგურტი; 1 ცალი ხილი.
3. სადილი: ყაბაყის კრემ-პიურე, თევზი ბოსტნეულით; ფლანი(ან ხილის იოგურტი).
4. სამხარი: ჟელე ან ხილის უცხიმო (ან ნატურალური) იოგურტი.
5. ვახშამი: ერთი ნაჭერი ძროხის უცხიმოდ შემწვარი სტეიკი, პომიდვრის ნაჭრებით, რეჰანით ან ორეგანოთი შეკმაზული; 1 ნაჭერი ტოსტირებულიპური; 1 უცხიმო იოგურტი.
ოთხშაბათი:
1. საუზმე: 1 ჭ. უცხიმო რძე ან სოიოს რძე;3 ,,პეჩენია” ; 1 ჭ.გრეიპფრუტის ნატურალური წვენი.
2. ლანჩი: 1 უცხიმო იოგურტი; 1 ც. ხილი.
3. სადილი: მოხარშული ისპანახი ყველით – ღუმელში; ზაფრანიანი ბრინჯი, 1უცხიმო იოგურტი.
4. სამხარი: 1 უცხიმო იოგურტი.
5. ვახშამი: კომბოსტოს სალათი გახეხილი სტაფილოთი და იოგურტისსალსით; 2 ნაწერი ტოსტი ინდაურის ლორით; 1 უცხიმო იოგურტი.
ხუთშაბათი:
1. საუზმე: 1ჭ. უცხიმო რძე ან სოიოს რძე.ხილის სალათი (მარწყვი, ატამი, ყურძენი და ა.შ.)
2. ლანჩი: 1 ჭ.ტომატის წვენი, 1 ტოსტი ინდაურის უცხიმო ლორით და თეთრი ყველის ნაჭერი.
3. სადილი: სალათი_სალათის ფოთლები, პომიდორი, კიტრი, ხახვი, ნიორი; ომლეტი პომიდვრით და ბულგარული წიწაკით, 1 ნაჭერი(40 გრ) რუხი პური; ხილის, შავი ან მწვანე ჩაი.
4. სამხარი: 3 ,,პეჩენია”, 1 ჭ. ფორთოხლის ნატ. წვენი.
5. ვახშამი: ესპარაგუსი მოთუშული ინდაურის ლორთან ერთად და თეთრი ყველით; 2ტოსტი; 1 უცხიმო იოგურტი.
პარასკევი:
1. საუზმე: 1ჭ. უცხიმო რძე ან სოიოს რძე; 1 უცხიმო იოგურტი მარცვლეულთან ერთად; 1 ჭ.ატმის წვენი.
2. ლანჩი: 1 უცხიმო იოგურტი; 1 ცალი ხილი.
3. სადილი: თევზი უცხიმოდ, არტიშოკი მოხარშული ან ღუმელში მომზადებული; 1 ტოსტი; 2 ნაჭერი საზამთრო ან ნესვი.
4. სამხარი: 1 ხილის ჟელე ან ერთი ხილის უცხიმო იოგურტი.
5. ვახშამი: თევზის კროკეტი უცხიმო რძისგან მომზადებული; 1 ტოსტი; 1უცხიმო იოგურტი.
შაბათი:
1. საუზმე: 1 ჭ.უცხიმო რძე ან სოიოს რძე; 1 პორცია მარცვლეული (40 გრ); 1ჭ. ფორთოხლის ნატ. წვენი.
2. ლანჩი: 1 უცხო იოგურტი, 1 ცალი ხილი.
3. სადილი: ხახვით, ნივრით შეზავებული ფარშით ამოვსებული ბადრიჯანი ღუმელში გამომცხვარი; 1 უცხიმო იოგურტი; ხილის, შავი ან მწვანე ჩაი.
4. სამხარი: 1 ჭ.ფორთოხლის ნატ.წვენი, 1 ტოსტი ქათმის ხორცით, თეთრიყველით.
5. ვახშამი: 2 ინდაურის სოსისი, უზეთოდ მომწვარ ხახვთან ერთად, 1 ტოსტილაითი ყველით; 1 უცხიმო იოგურტი.
კვირა:
1. საუმზე: 1 ჭ.ყურძნის წვენი ან ხილი; 1 ჭ. უცხიმო რძე ან სოიოს რძე; 1 ტოსტი ზეითუნის ზეთით ან ჯემი.
2. ლანჩი: 1 უცხიმო იოგურტი, 1 ცალი ხილი.
3. სადილი: სალათის ფოთლები, პომიდორი და კიტრის სალათი; კარტოფილის პიურე ღუმელში შემწვარ ქათამთან ერთად. 2 ნაჭერი ანანასი; ხილის, შავი ან მწვანე ჩაი.
4. სამხარი: ფლანი ან უცხიმო იოგურტი.
5. ვახშამი: უცხიმო ყველის, პამიდორის და ორეგანოს სალათი. გატარებულიქათმის ხორცი უცხიმოდ შემწვარი; 1 ტოსტი. 1 უცხიმო იოგურტი.
რეკომენდაციები:
1) დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი.
2) დღეში ერთხელ საჭმელზე 1 ჭიქა წითელი ღვინო შეიძლება.
3) საჭმელის დროს ხილი არ ჭამოთ. საკვების მირებიდან 3 სთ-ის მერე მიირთვით.
4) თუ როელიმე პროდუქტზე ალერგია გაქვთ ან ვერ მიიღებთ, ჩაანაცვლეთ.
5) ივარჯიშეთ ყოველდღიურად.
"ჩვენი კლინიკის" ექოკარდიოგრაფიული კაბინეტი

მაღალი ხარისხის ექოკარდიოგრაფია უმცირეს ფასად!
ბრტყელ ეკრანიან 3 D გამოსახულების მქონე Philips 7HD XE უმაღლესი გამოსახულებოს მქონე ულტრაბგერით აპარატზე
ექიმი კარდიოლოგი - პროფესორი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი დავით მალიძე
დავით მალიძის ექოკარდიოგრაფიული გამოცდილება:
1998 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა კიევის სტრაჟესკოს სახელობის სახელმწიფო კარდიოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში
2003 წლიდან 2011 წლამდე საჩხერეს სამედიცინო ცენტრში
2011წლიდან 2014 წლამდე თბილისის "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში
გავლილი აქვს ჰარვარდის სამედიცინო ცენტრის ექოკარდიოგრაფიის ონ-ლაინ კურსი და ჰამბურგის საუნივერსიტეტო სამედიცინო კლინიკის კურსები "3 განზომილებიან და ტრანსეზოფაგულ ექოკარდიოგრაფიაში.
ჩატარებული აქვს 7 ათასზე მეტი ექოკარდიოგრაფიული პროცედურა, მათ შორის ტრანსეზოფაგური, სტრესს - ექოკარდიოგრაფიული ტესტი დობუტამინის გამოყენებით, 3 განზომილებიანი ექოკარდიოგრაფიის პროცედურები, როგორც მოზრდილებში ასევე ბავშვებში.
არის ავტორი საქართველოში პირველად ჩატარებული კვლევისა "სამ განზომილებიანი ექოკარდოგრაფიის კლინიკური აპრობაცია საქართველოში: მეთოდის უპირატესობები და შეზღუდვები"
მულტიპროფილური პოლიკლინიკა "ჩვენი კლინიკა & ონკოლოგიური დისპანსერი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ გულის ულტრაბგერით კვლევას
უმცირეს ფასად 45 ლარად.
01.06.2015 მდე კლინიკა გთავაზობთ უპრეცედენტო ფასდაკლებას, გულის სრულყოფილი ულტრაბგერითი გამოკვლევა 30 ლარად!!!
გულის ულტრაბგერითი კაბინეტი მუშაობს კენტ რიცხვებში 11 დან 15 საათამდე
მისამართი თბილისი; თევდორე მღვდლის ქუჩა №13, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მე 10 კაბინეტი

ინფორმაციისთვის დარეკეთ 2-34-62-87; მობ: 599429203, skype: vitiges63, e-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგი
ჰოლტერის მონიტორირება წარმოადგენს საინტერესო და მეტად ძვირფას მეთოდს გულის მდგომარეობის მერად საჭიროპარამეტრების შესახებ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პაციენტებისათვის მეთოდის გამოყენების შესახებ >>>
ავტორი: პროფესორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია.
ჰოლტერის მონიტორირება კვლევის მეთოდია, რომელიც სპეციალური მოწყობილობის ჰოლტერის მონიტორის მეშვეობით, გულის რითმის უწყვეტ ჩაწერას ახორციელებს. გამოკვლევა, ჩვეულებრივ, 24 საათს გრძელდება. კვლევის ამ მეთოდს ამბულატორიულ ელექტროკარდიოგრამასაც უწოდებენ. გულის რიტმის ჩაწერა გულმკერდზე დამაგრებული ელექტროდების საშუალებით ხორციელდება. ელექტროდები პატარა პლასტიკური ფირფიტებია, რომლებიც მავთულების საშუალებით დაკავშირებულია მონიტორთან. ამ ტესტის ჩატარება დაეხმარება ექიმს შეაფასოს თქვენი გულის მუშაობა, როგორც ჩვეული ფიზიკური დატვირთვის, ასევე ღამით და მოსვენებულ მდგომარეობაში.
რატომ ტარდება ეს ტესტი?
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება თქვენმა დაგჭირდეთ 24 საათიანი ეკგ ჰოლტერის მონიტორინგის კვლევა. ესენია:
1. არარეგულარული და ფარული გულის არითმიების გამოვლენა, რომელიც ვლინდება დროის გარკვეულ პერიოდში ან განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისას.
1.1 პაროქსიზმული ტაქიკარდიის გამოვლენა –ეს არის მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ცემის უეცარი აჩქარება 140–200 შეკუმშვამდე წუთში;
1.2 მოციმციმე არითმიის ეპიზოდების გამოვლენა;
1.3 ექსტრასისტოლიის გამოვლენა;
1.4 ვოლფ–პარკინსონ–უაიტის ანუ WPW სინდრომის გამოვლენა
1.5 სიცოცხლისთვის საშიში ბრადიკარდიის ან გულის გამტარებელი სისტემის ბლოკადის გამოვლენა
1.6 ანტიარითმული თერაპიის ეფექტურობის შეფასების მიზნით
1.7 გულის რიტმის შეფასება გულში კარდიოსტიმულატორის ჩაყენების შემდეგ
2. მიოკარდიუმის სისხლმომარაგების დარღვევის (იშემიის) გამოვლენა, ფიზიკური დატვირთვის, მოსვენების და ძილის დროს
2.1 ვარიანტული სტენოკარდიის ანუ კორონარული სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის გამოვლენა
2.2 გულმკერდში ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, გულისფრიალის, თავბრუხვევის, გონების დაბინდვის. გულის წასვლის მიზეზის დასადგენად
3. გულის რითმის ვარიაბელობის გამოკვლევა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევების შესაფასებლად.
სწორედ ამ მონაცემით სარგებლობენ პაციენტის სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრელად, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის და განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.
მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ რაც რაც უფრო ნაკლებია გულის რითმის ვარიაბელობა, ანუ რაც უფრო მონოტონურია მაჯის ცემა, მით უფრო მეტია გულის უეცარი სიკვდილის რისკი და სიკვდილიანობა პაციენტებში. ჯერ კიდევ ჩინელები ამბობდნენ მე 3 საუკუნეში – “თუ ავადმყოფის პულსი ჰგავს წვიმის დროს სახლის სახურავიდან იატაკზე დაცემული წვეთების რითმულ მონოტონურობას – მის უკან სიკვდილია ჩასაფრებული”
როგორ უნდა მოემზადოთ ამ ტესტის ჩასატარებლად?
ჩაიცვით წინშესაკრავიანი თავისუფალი ზედატანი, რაც დაიცავს ელექტროდებს აძრობისაგან. არავითარი სხვა წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. ტესტის ჩატარების წინ თქვენ, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ მიიღოთ საკვები და სითხე. დანიშნული მედიკამენტების მიღების რეჟიმი შეათანხმეთ ექიმთან.
როგორ ტარდება ტესტი?
დარეგისტირების შემდეგ, თქვენ გეცნობებათ კვლევის ჩატარების თარიღი და დრო…
უშუალოდ გამოკვლევის წინ, პირველ რიგში, უნდა გაიწმინდოს თქვენი გულმკერდი და საჭიროების შემთხვევაში, გაიპარსოს (სურათი 1). კანის გაწმენდა აუცილებელია ხარისხიანი ჩანაწერის მისაღებად.
ელექტროდები მიმაგრებულია პორტატულ ჰოლტერის მონიტორთან სპეციალური მავთულების საშუალებით. მონიტორი ჩადებულია ჩანთაში, რომელიც ღვედის საშუალებით მაგრდება წელზე, მხარზე ან კისერზე (სურათი 2).
ჰოლტერის მონიტორინგი უნდა წარმოებდეს თქვენი ჩვეული ყოველდღიური აქტივობის ფონზე. დამატებით, თქვენ მოგეთხოვებათ პაციენტის დღიურის წარმოება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის მონიტორი არ დასველდეს, რისთვისაც აპარატის მოხსნამდე არ მიიღოთ შხაპი, ან აბაზანა. ასევე, არ უნდა მოიძროთ ელექტროდები და არ მოიხსნათ მავთულები, რადგან ეს გავლენას იქონიებს ჩანაწერის ხარისხზე.
პაციენტის დღიური
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰოლტერის მონიტორირების დროს პაციენტმა სწორად აწარმოოს დღიური (სურათი 3). ამისათვის საჭიროა ჩამოწეროთ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა:
· სეირნობა
· კიბეებზე ასვლა
· ფიზიკური ვარჯიში
· სხვა ფიზიკური აქტივობა ასევე უნდა მიეთითოს:
· საკვებისა და სასმელის მიღების პერიოდები
· მედიკამენტების მიღების დროს და დასახელება
· ემოციური დატვირთვა
მნიშვნელოვანია, რომ აღმოცენების დროს მითითებით, დღიურში ჩაიწეროს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:
ტკივილი გულმკერდში, სხვა ნებისმიერი ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თავბრუხვევა, გონების დაბინდვა, ან გონების დაკარგვა, გულისფრიალი, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება.
ჰოლტერის მონიტორს გააჩნია „მოვლენათა“ ღილაკი, რომელსაც ხელი უნდა დააჭიროთ ზემოჩამოთვლილი სიმპტომების აღმოცენებისას (ამ დროს მოხდება ჩაწერილი მონაკვეთის მონიშვნა). ექთანმა უნდა გაჩვენოთ ეს ღილაკი (სურათი 3).
რას უნდა მოვერიდოთ ზოგიერთი საგანი, ან გარემო (მაგნიტი, მეტალის დეტექტორები, ელექტრული ველი) გარკვეულ გავლენას ახდენს ჰოლტერის მონიტორზე.
ჰოლტერის მონიტორინგის ტესტის დასრულება
დანიშნულ დროს დაბრუნდით ჰოლტერის მონიტორინგის კაბინეტში, სადაც მოგხსნიან ელექტროდებსა და მონიტორს.
საბოლოო შედეგი
კარდიოლოგს კომპიუტერში შეჰყავს ჰოლტერის მონიტორინგის ჩანაწერი, რომელიც გადის პროგრამულ დამუშავებას. ექიმი აანალიზებს პაციენტის დღიურის ჩანაწერს და ახდენს მიღებული შედეგების ინტერპრეტირებას. ჰოლტერის მონოტორირების პასუხი ეძლევა უშუალოდ პაციენტს, ან ეგზავნება მკურნალ ექიმს. ამ პასუხის მიხედვით, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ დამატებითი ტესტი, ან მკურნალობა.
24 საათიანი ჰოლტერ მონიტოროინგის ჩასატარებლად წინასწარ დარეკეთ 599301915 ან 599429203